ბატერ ფრენჩი და 90-იანი წლების დიზაინი: იდეალური მანიკიურის 5 იდეა შვებულებისთვის

24

შუა ზაფხულში ფრჩხილის დიზაინის ტრენდები აჭრელებულია კაშკაშა ფერებით და თამამი გადაწყვეტილებებით. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და მიმზიდველ ვარიანტებს, რომ სალონში მომავალი ვიზიტისთვის ზუსტად იცოდეთ, რისი გაკეთება გსურთ.

იდეალური მანიკიური შვებულებისთვის ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, რომელიც თქვენს სილამაზეს და ინდივიდუალობას ხაზს უსვამს. მსუბუქი, ახალი და მოდური. ის ზაფხულის ნათელ დღეებს და თბილ საღამოებს გვახსენებს.

შავი და თეთრი, ასევე ნაცრისფერი, შინდისფერი, ყავისფერი და ხორცისფერი შემოდგომისთვის შემოინახეთ. აი, წვნიანი ხილისფერი და ნეონი ან, პირიქით, ნაზი პასტელური ელფერები თქვენს სტილს კეკლუცობას და მიმზიდველობას შემატებს. ზღვის ან გეომეტრიული ფორმები, ყვავილების აპლიკაციები ან ბრჭყვიალა აქცენტები – ეს ყველაფერი თქვენს ფრჩხილებს ზაფხულის იერს მისცემს.

Butter glazed french

მანამდე

შემდეგ

ეს მანიკიური სამი ტენდენციის კომბინაციას წარმოადგენს. ფრენჩი ყოველთვის მომგებიანად გამოიყურება. მით უფრო, თუ კლასიკურ დიზაინს „ღიმილს“ გაამრავალფეროვნებთ ზაფხულის ყველაზე მოდური ელფერით – კარაქისფრით. შემდეგ ფრჩხილებზე წაისვით მბზინავი ლაქი ან შეაზილეთ მარგალიტისფერი ფხვნილი, რომ მიიღოთ ტრენდული „მოჭიქული ეფექტი“, როგორიც ჰეილი ბიბერს აქვს. ბზინვარება ნაზი ყვავილების ნახატით შეგიძლიათ შეცვალოთ.

იმავე ჰეილის წყალობით, ამ ზაფხულს ყვავილოვანი დიზაინის მანიკიურზე ნამდვილი ბუმია. პატარა გვირილების დახატვა ყველას არ სურს. აი, თუ გააფართოებთ კვირტების მასშტაბს, შემატებთ ფერს და შეავსებთ კაშკაშა ქრომირებული ფხვნილის საფარით, ნამდვილად მიიღებთ ბევრ კომპლიმენტს და თავადაც თვალს ვერ მოწყვეტთ მზეზე მის ლამაზ ციმციმს.

სამკუთხა ფრენჩი

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ გეომეტრია თანდათან თავის პოზიციას უბრუნდება. ასეც მოხდა. ახლა სამკუთხედმა, კვადრატმა, რომბმა და სწორმა ხაზებმა წერტილებით შეავიწროვა ერთფერიანი და სწორხაზოვანი ფორმები. ასეთი მანიკიური იდეალურია ყოველდღიურ სტილში, თუმცა ფერების უფრო საინტერესო და კაშკაშა კომბინაციების შემთხვევაში მიიღებთ საზაფხულო ლამაზ მანიკიურს შვებულებისთვის, როგორიც, მაგალითად, ეს ფრენჩია.

ოქროს ქვიშა

როგორც მიხვდით, ფრენჩი და მბზინავი ლაქები 2024 წლის ზაფხულისთვის მანიკიურის სავალდებულო ელემენტებია. კლასიკა დაივიწყეთ და ექსპერიმენტები გააგრძელეთ. ამ სეზონზე ოქროსფერი ყველგანაა: სამკაულში, ტანსაცმელში, ახლა უკვე მანიკიურის დიზაინში. ასეთი უჩვეულო ვარიანტი ნებისმიერ ქალს მოუხდება და ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება, მათ შორის „ძვირადღირებულ“ სტილში. მას შემდეგ, რაც თქვენი რუჯი ბრინჯაოსფერ შეფერილობას მიიღებს, ასეთი დიზაინი ბევრად მიმზიდველი გახდება. ასეთი დიზაინის, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილის, შემთხვევაში ფრჩხილი შეუმჩნევლად გაიზრდება.

90-იანი წლების სტილში

როგორც სილამაზის წამყვანი გამოცემები აღნიშნავენ, 90-იანი წლების სტილის ფრჩხილის დიზაინი წარმოუდგენლად პოპულარულია. Pinterest-ის მონაცემებით, ზაფხულში ასეთი დიზაინის ძიების რაოდენობა 250%-ით გაიზარდა. ის სხვადასხვანაირად გამოიყურება: ფრენჩი, ბრჭყვიალა ქვები, საყვარელი პეპლები ან ბაფთები, სმაილები და ანიმაციური სტილის ნახატები. ამ ვარიანტების გამეორებას მხოლოდ მოზარდები თუ ისურვებენ, ამიტომ ვიპოვეთ იდეალური ვარიანტი, რომელიც იქნება ზომიერად კაშკაშა, მხიარული და თან ლაკონიური. გირჩევთ მის გამეორებას მოკლე სიგრძის ფრჩხილზე.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დიზაინი და არ დაივიწყოთ თქვენი ფრჩხილების მოვლა: ისინი უნდა იყოს მოწესრიგებული და ჯანმრთელი. პრიალა ზედაპირი ან გლუვი ფინიში, დეკორატიული ქვები – არჩევანი თქვენზეა. მთავარია, ფრჩხილის დიზაინი ასახავდეს თქვენს ინდივიდუალობას და ყოველი დახედვისას განწყობას გიმაღლებდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს