9 რჩევა თუ როგორ არ გამოვიყურებოდეთ იაფფასიანად

93

ძალიან ხშირად ვაწყდებით იმ ფაქტს, რომ ტანსაცმელი არ გმაოიყურება ისე რამდენადაც შეფასებულია. როგორ ვისწავლოთ ფულის ჭკვიანნურად ხარჯვა და არ ვიყიდოთ ის ნივთები რომლებიც უფრო ძვირია? პაპარაციმ მოამზადა 9 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ყოველთვის გამოიყურებოდეთ პრეზენტაბელურად დემოკრატული ბრენდების სამოსშიც კი.

ფერადი ნაქსოვი სამოსი

მკვეთრი ფერის სვიტრები – რა შეიძლებ აიყოს მასზე უკეთესი წლის ყველაზე ცივ პერიოდში? ნუ იჩქარებთ მის შეძენას. პირველივე გარეცხვის შემდეგ შესაძლოა იაფიანმა ნაქსოვმა სვიტრებმა სიმკვეთრე და ფერი დაკარგონ. რამოდენიმე გარეცხვის შემდეგ კი ის ისეთივე თვალისმომჭრელი აღარ იქნება, როგორიც იყო ყიდვისას.

პაპარაცი გირჩევთ აარჩიოთ ნაქსონი სვიტერები ნათელი ფერის გამაში. ამ სეზონზე აქტულური ფერია ნაცრისფერი, თეთრი, ასევე პასტელური ჩრდილები არ შეგარცხვენენ თქვენ.

მაქმანიანი სამოსი

მდიდრული მაქმანიანი კაბა – ოფტიმალური გადაწყვეტილებაა საზოგადოებაში გამოსაჩენად. ნუ იჩქარებთ და მაქმანიან კაბას იაფად ნუ შეიძლენთ. ისინი მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანან მზგავსები. თუმცა დემოკრატიულ ბრენდებს მაქმანები მანქანური აქვთ და საერთოდ არ იჭერს ფორმას და კარგავს სახეს პირველივე რეცხვისას. მის ალტერნატივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ნახევრად გამჭირვალე ელემენტებით, მაგალითად მკლავებით
თუ გული მაინც მაქმანებს გთხოვთ, სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ სამოს დეკორატიული მაქმანით. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ტოპი ან კაბა მაქმანების ფაქიზი დამუშავებით .

დეკორატიული ელემენტები

სამოსი რომელზეც გულუხვად არის დატანილი ნაქარგები თუ ქვები რათქმუნდა ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ საკმარისია ამ კომპოზიციას მოაკლდეს ერთი ელემენტი მაინც ის ძველებურ იერს მაშინთვე დაკარგავს. ალტერნატივად შეგიძლიათ შეარჩიოთ ვარიანტი ფაქიზი დამუშავებით, მაგალითად საყელოზე ან მკლავზე.

უკეთესია უპირატესობა მიანიჭოთ ლაკონურ ერთტონიან სამოს და უკვე შემდგომში შეურჩიოთ მათ აქსესუარები, სამაჯური ან მძივი, რომელიც დაგეხმარებათ სწორი აქცენტების გაკეთებაში.

პრინტები

დაიმსახსოვრეთ წესი: რაც უფრო მინიატურულია პრინტი, მით უფრო ძვირი უნდა იყოს სამოსი. მინიატურული უზორები მოითხოვს სურათის კარგ დამუშავებას, რაც ფაქტიურად არ გვხვდება დემოკრატიულ ბრენდებში. ეს ასევე ეხება ფერად პრინტებსაც.

თუ გული რამე არაჩვეულებრივს გთხოვთ, მაშინ ჯობია უპირატესობა კლასიკურ ნახატებს მიანიჭოთ, მაგალიტად უჯრებს სასურველია შავ-თეთრ ფერთა გამაში, რომელიც ყოველთვის მომგებიანად გამოიყურება.

ხელოვნური ტყავი

დროთა განმავლობაში ხელოვნური ტყავი კარგავს თავდაპირველ იერს. მას ნაკაწრები და ბზარები უჩნდება. შეძენისას არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ ეს ფაქტორები და შეგუებული იყავით იმ ფაქტს რომ ეს სამოსი თქვენ დიდხანს არ გაგიძლებთ.

ლოგოტიპები

სამოსი მიწებებული ლოგოტიპებით დიდი ხანია რაც მოდაში აღარ არის, ნუ შეიძენთ სამოს მიწებებული ლოგოებით, რომელიც ძალიან იაფფასიანად გამოიყურებიან.

გაყალბების გარეშე

კიდევ ერთი შეცდომა – სურვილი იპოვოთ დიზაინერების ახალი კოლექციების მზგავსი სამოსი. ყველა კოპირება გამოიყურება არაპრეზენტაბელურად.ამას სჯობს შეიმოსოთ ქართველი დიზაინერების შედარებით იაფი სამოსით. თქვენ იქნებით ორიგინალურად ჩაცმული და აირიდებთ კოპირების შტამპებს.

იაფფასიანი იერი

როგორ გავაკეთოთ ისე რომ ყველაზე ძვირადღირებული სამოსი არ გამოიყურებოდეს როგორც იაფფასიანი? ნუ მოუვლით მას! ძაფები, დაკარგული ღილები, ღილაკები, გრანულები – ეს ყველაფერი თქვენ არ გარგებთ. ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად ჩაატაროთ რევიზია თქვენს კარადაში და გამოასწოროთ ასეთი დანაკლისები

სხვა ზომის სამოსი

შეიძინეთ მხოლოდ თქვენი ზომის სამოსი, რომელიც კარგად მოერგება თქვენს სხეულს. თუ მაისურს ან ჟაკეტს აქვს ზედმეტად განიერი სახელურები, კაბა ან შარვალი იზბორება მაშინ ეს სამოსი გამოიყურება იაფასიანად. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ მის ყიდვაზე: მიიტანეთ ის კარგ მკერავთან და გადააკერინეთ თქვენი სხეულის მიხედვით. კარგად მომდგარი სამოსი ყოველთვის უფრო ძვირფასად გამოიყურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს