8 სანელებელი, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობენ

364

პირდაპირ სამზარეულოში შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, რაც უსიამოვნებების სამკურნალოდ დაგჭირდებათ.

სანელებლები, როგორც ძლიერი სამკურნალო საშუალებები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. მათ უჯრედულ დონეზე ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ და ბევრი დაავადების დროს დაგეხმარებათ.

აი, სანელებლები, რომლებიც იმუნიტეტის დამცველი თვისებების გამო სასურველია ყოველდღე მიირთვათ.

კურკუმა

კურკუმა შეიცავს კურკუმინს, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. კურკუმა თავისი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით ცნობილია, რომელიც ინფექციებს კურნავს, ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს და ანთებას აქრობს.

ზაფრანა

ზაფრანა შეიცავს კროცეტინს, ბუნებრივ კაროტინოიდურ დიკარბოქსილურ მჟავას, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და მის ზრდას აფერხებს.

დარიჩინი

თქვენი დღე 1 ჭიქა თბილი რძისა და დარიჩინის ნარევით დაიწყეთ. ასე ორგანიზმს ენერგიას შემატებთ, ნივთიერებათა ცვლას გაააქტიურებთ და იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს შეუწყობთ.

კოჭა

ეს ცნობილი სასმელი ანტიოქსიდანტურ, ანთების და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. კოჭა ანთებას ეფექტურად აქრობს და სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.

დიდი კამა

მცენარე ანტიოქსიდანტების და ფიტო-მკვებავი ნივთიერებების მდიდარი წყაროა.

კვლიავი

კვლიავი უჯრედებს აძლიერებს, მათ მუშაობას და ზრდას არეგულირებს, ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.

ნიორი

კვლევამ აჩვენა, რომ ნიორი სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. განსაკუთრებით ეს ეხება წინამდებარე ჯირკვლის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის და ნაწლავების სიმსივნეს.

ორეგანო

მის შემადგენლობაში შედის ფიტოქიმიური ნივთიერება, რომელიც ცნობილია, როგორც „კვერცეტინი“. ეს ნივთიერება სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს.

თქვენ ეს სანელებლები მოგწონთ? კერძებს მათ ხშირად უმატებთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს