როგორ შევაყვაროთ ადამიანს თავი 4 წუთში. 35 კითხვა, რომლის შემდეგაც სიყვარული გარდაუვალია

327

არტურ არონი – არის ფსიქოლოგი, რომელმაც 20 წლის წინ საოცარი ექსპერიმენტი ჩაატარა.
საკუთარ ლაბორატორიაში მან მიიწვია მისთვის უცნობი წყვილი, რომელთაც 35 შეკითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.
შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ქალმა და მამაკაცმა ერთმანეთს 4 წუთის განმავლობაში უყურა. საოცარია, რაც ამის შემდეგ მოხდა – ნახევარ წელიწადში მათ დაქორწინება გადაყვიტეს.

ამ ექსპერიმენტის საიდუმლო იმაში მდგომარობდა, რომ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ადამიანები ერთმანეთის მიმართ გახსნილები და გულწრფელები ხდებიან. ურთიერთგახსნილობა კი საოცრად აახლოებს ორ თუნდაც ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანს.
გარდა ამისა, ერთმანეთის მიმართ გაციებული წყვილი დაიბრუნებს და განაახლებს ურთიერთობას ამ შეკითხვებზე გულწრფელი პასუხების შემთხვევაში.

აი, შეკითხვების სია:

1. რომ გქონდეს საშუალება აირჩიო მსოფლიოში ერთი ადამიანი, ვის დაპატიჟებდი სადილად?

2. ისურვებდი იყო ცნობილი? რით გინდა გაითქვა სახელი?

3. სანამ განახორციელებდე სატელეფონო ზარს, გადიხარ თუ არა რეპეტიციას, რას იტყოდი? რატომ?

4. როგორი წარმოგიდგენია შენი იდეალური დღე?

5. როდის იმღერე ბოლოს მარტო, საკუთარ თავთან? სხვისთვის?

6. რომელს აირჩევდი? შენი ცხოვრების უახლოეს 60 წელიწადში 30 წლის გონებას თუ სხეულს?

7. გაქვს იდუმალი წინათგრძნობა იმის შესახებ, როგორ მოკვდები?

8. დაასახელე 3 საერთო ნიშანი, რაც გაქვთ შენ და შენს პარტნიორს.

9. რის მიმართ გრძნობ ყველაზე დიდ მადლიერების გრძნობას შენი ცხოვრების მანძილზე?

10. რომ შეგეძლოს შეცვალო შენი აღზრდის პროცესში რაიმე, რას შეცვლიდი?

11. 4 წუთის განმავლობაში მოუყევი შენს პარტნიორს შენი ცხოვრების ისტორია შეძლებისდაგვარად დაწვრილებით.

12. რომ შეგეძლოს გაიღვიძო ხვალ რაიმე ახალი უნარით/თვისებით, რომელს ისურვებდი?

13. ბროლის ბურთს რომ შეეძლოს მოგიყვეს შენი ცხოვრების, შენი მომავლის შესახებ, რის გაგებას ისურვებდი პირველ რიგში?

14. არსებობს რაიმე, რის გაკეთებაზეც დიდი ხანია ოცნებობ? რატომ არ გააკეთე ამდენ ხანს?

15. დაასახელი შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა.

16. რას აფასებ ყველაზე მეტად მეგობრებში?

17. რომელია შენი ყველაზე სანუკვარი მოგონება?

18. რომელია შენი ყველაზე საშინელი მოგონება?

19. რომ იცოდე, 1 წლის შემდეგ მოკვდებოდი, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში დაუყოვნებლივ? რატომ?

20. რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?

21. რა როლს თამაშობს სიყვარული შენს ცხოვრებაში?

22. დაასახელე შენი პარტნიორის დადებითი თვისებები, დაახლოებით 5 პუნქტად.

23. რამდენად ახლოს არიან შენთან შენი ოჯახის წევრები? თვლი, რომ ბევრად ბედნიერი ბავშვობა გქონდა, ვიდრე სხვა შენთვის ნაცნობ ადამიანებს?

24. როგორი დამოკიდებულება გაქვს დედასთან?

25. შეადგინე 3 დამაჯერებელი წინადადება, რომლებიც დაიწყება სიტყვით “ჩვენ”. მაგალითად, “ჩვენ, ორივე ამ ოთახში ვფიქრობთ, რომ…”

26. დაასრულე ფრაზა: “მე ვისურვებდი გამენაწილებინა ვინმესთვის…”

27. რა უნდა იცოდეს შენს შესახებ ადამიანმა, რომელიც გსურს, რომ შენი უახლოესი მეგობარი გახდეს?

28. უთხარი შენს პარტნიორს, რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად. შეეცადე იყო ძალიან გულწრფელი.

29. გაუზიარე შენს პარტნიორს შენი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო მომენტი.

30. გაიხსენე, რის გამო გიტირია ბოლო დროს.

31. რა არის შენთვის ისეთი ამ ცხოვრებაში, რის შესახებაც ხუმრობა წარმოუდგენელია?

32. ამ საღამოს რომ მთავრდებოდეს შენი ცხოვრება, ვისთვის ისურვებდი ყველაზე მნიშვნელოვანი რამის თქმას?

33. წარმოიდგინე, რომ შენი სახლი მთლიანად იწვის. იქედან ახლობლების გამოყვანის შემდეგ გაქვს საშუალება, დაბრუნდე და წამოიღო ერთი რომელიმე ნივთი. რას გამოიტანდი და რატომ აირჩვდი მაინცდამაინც ამ ნივთს?

34. გაუზიარე პარტნიორს შენი პირადი პრობლემა და სთხოვე, გირჩიოს, როგორ გადაწყვიტო ის.

35. მოუყევი შენი პირველი სიყვარულის შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს