10 საათიანი სამუშაო დღე ინსულტის რისკს 29 %-ით ზრდის – კვლევის შედეგები

38

ფრანგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში საშუალოდ 10 საათით მუშაობენ, ინსულტით დაავადების 3-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ.

მკვლევარებმა, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე სამუშაო კულტურის გავლენას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც წელიწადში როგორც მინიმუმ 50 დღე 10 ან მეტი საათით მუშაობდნენ, ინსულტის განვითარების რისკი 29 %-ით უფრო მაღალი ჰქონდათ.

ისინი, ვინც 10 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში ხანგრძლივი დროით მუშაობდნენ, ინსულტის განვითარების რისკის უფრო მაღალ კატეგორიაში (45%-ით უფრო მაღალი რისკი) მოხვდნენ.

„როგორც ექიმი, პაციენტებს ვურჩევ, რომ ნაკლები იმუშაონ და ჩემი რჩევები გაითვალისწინონ“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ექიმი ალექსი დესკატი ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევის ფრანგული ეროვნული ინსტიტუტიდან.

ფრანგული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში „ინსულტი“ გამოქვეყნდა, კვლევაში მონაწილეთა 29 %-ში, რომლებიც „დიდხანს მუშაობდნენ“ და 10 %-ში, რომლებიც „ქრონიკულად დიდხანს მუშაობდნენ“,  გამოკითვის დაწყებიდან 1224 ინსულტის შემთხვევა დაფიქსირდა.

გასაოცარია, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ინსულტის განვითარების დამატებითი რისკი უფრო მეტად გამოხატული იყო 50 წლამდე ასაკის, ახალგაზრდა ადამიანებში. „ეს მოულოდნელი იყო“ – ამატებს დესკატი, რომელიც ამ მოვლენის დამატებით კვლევას მოითხოვს.

თქვენ დღეში რამდენ საათს მუშაობთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს