მხიარული პენსიონერის 5 ბრძნული რჩევა, რომელიც ყველა 50 წელს გადაცილებულმა უნდა გაითვალისწინოს 

129

„მიიღე ხალხის ცხოვრებისეული გამოცდილება და გამდიდრდი“ – ამბობდა ბებიაჩემი. მოხუცებმა იციან ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრების საიდუმლო. ჭაღარა თმის, ნაოჭების და მტკივნეული სახსრების მიღმა იმალება სიბრძნის საგანძურები. თუ განიცდი, რომ 45 წლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება, ეს შთამაგონებელი სტატია თქვენთვისაა.

ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილება

მხიარული პენსიონერი ოლგა პაპსუევა თავის საავტორო ბლოგში მიმართავს ყველას, ვისაც დაბერების ეშინია. შთაგონებული ვართ: ასეთი მიდგომით, ყოველი დღე მდიდარი, კაშკაშა ფერებით აივსება.

„რა სწრაფად გადის დრო! გუშინ ჩემი და 79 წლის გახდა. მისი დამსახურებაა ჩემი ოჯახური ბედნიერება. მან გამაცნო ჩემი მომავალი ქმარი. 50 წელი თითქოს სამოთხეში ვიცხოვრეთ. თავად მშურს საკუთარი თავის. ახლა მესმის, რომ სიბერეში ბედნიერი ცხოვრებისთვის საფასურის გადახდა გიწევს. აცნობიერებ, რომ წლები გიჟურად მიფრინავს და დაბრუნება შეუძლებელია. ყველაფერი ძალიან კარგად იყო და ასე სწრაფად გაფრინდა. ცრემლებს ვერ ვიკავებ.

ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ცუდს მაინც ვერ ვიხსენებ. ხანდახან მე და ჩემი ქმარი ვჩხუბობდით, სკანდალებსაც ვაწყობდით. და რის გამო? მხოლოდ კარგი მახსოვს.

ჩემი 70 წლის სიმაღლიდან მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ლამაზებს. მათ, ვინც ახლა 16, 20, 30 და განსაკუთრებით 50 წლისაა. 50 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება. განსაკუთრებით მაშინ, თუ არაფერი გტკივა და შედარებით ჯანმრთელი ხარ. მენდეთ: წინ გელოდებათ ბევრი საინტერესო და კარგი რამ. ეს ჯერ კიდევ არ არის სიბერე!

70 წელიც სიბერე არ არის. აი, ჩემი მაგალითი ავიღოთ. ჯერ კიდევ ცოტას ვხედავ, ცოტა მესმის, დავდივარ, დავრბივარ კიდეც. ასევე ვცეკვავ და ცოტას ვსულელობ. ხანდახან ჩემი ასაკიც მავიწყდება. განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა თავს კარგად ვგრძნობ და სარკეში არ ვიყურები.

ჩემი უფროსი და ბედნიერი ქალია. ლამაზი, 79 წლის ასაკში ჩემზე უკეთ გამოიყურება! თუმცა უკვე სიარული უჭირს, მაგრამ ბედი ეუბნება იცხოვრე საქმროების გარემოცვაში. ცოტა ხნის წინ ჯოხით სკამზე იჯდა. ჯერ ერთი მამაკაცი მივიდა და გაეცნო, შემდეგ მეორე. თქვენ კი ამბობთ, რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრება მთავრდება. ზოგის ცხოვრება 70 წლის შემდეგ იწყება!

რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ სიბერეში მარტოობის არ უნდა შეგეშინდეთ. არ იდარდოთ! სანამ სიარული შეგიძლიათ, სანამ თქვენი ახალგაზრდობა ყვავის, მთლიანად მასში გადაეშვით. იხარეთ, დატკბით, რამდენადაც შეგიძლიათ. ნუ შეგაშინებთ ემოციები, იტირეთ და იცინეთ. იცხოვრეთ, ჩემო ძვირფასებო!“

ბებიას სიბრძნე

ახალგაზრდები მოხუცების რჩევებს სკეპტიკურად უყურებენ. ჩვენ სხვა დროში ვცხოვრობთ, რა იციან მოხუცებმა ჩვენი რეალობის შესახებ? მაგრამ გუშინდელი ახალგაზრდები იზრდებიან და გაოცებული აღნიშნავენ: ბებია მართალი იყო.

ქვემოთ შევაგროვეთ 5 რჩევა ახალგაზრდებისთვის მოხუცებისგან. დაე, სხვისი სიბრძნე გახდეს თქვენი სამაშველო ჟილეტი, რომელიც დაგიცავთ ზედმეტი დარდისა და წუხილისგან.

ენდე და აპატიე – ასე გულს შეიმსუბუქებ

ჩვენ გვახასიათებს საკუთარი შეცდომების გამართლება, მაგრამ სხვების დადანაშაულება ზუსტად იმავე შეცდომებში. ნორმალურია, ადამიანებზე დასკვნების გამოტანა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაგრამ არ ვიცით, რა აქვს სხვას თავში. რა გამოიარა, რა დასკვნები გამოიტანა.

სწორედ ამიტომ, სცადეთ, ენდოთ ადამიანებს, რომელთაც აქამდე იმედი არ გაუცრუებიათ. თუ გიმტყუნეს, პატიება სცადე, მაგრამ ფრთხილად იყავით. სიკეთის ბოროტად მოსარგებლის ადგილი თქვენს მეგობრებს შორის არ არის.

დააკვირდი ქცევებს და არა გარსს

ქცევა ერთადერთია, რაც ადამიანს განსაზღვრავს. ჩვენ ვიცვლებით მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. გარეგნობას, ასაკს და ტანსაცმელს დიდი წონა არ აქვს. დააკვირდი,  როგორ ავლენენ ადამიანები საკუთარ თავს წვრილმანებში, ასე გამოიჩენენ თავს გლობალურად. როგორ ექცევა მასზე სუსტს ან ძლიერს.

შეიყვარე იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია

გრძნობებს არ გაექცე! სიყვარული ყველაზე ტკბილი განცდაა, რომელიც ჩვენს სულს შეუძლია გაჩუქოს. პირველ სიყვარულზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებ. გრძნობა შეიძლება განელდეს და ეს ნორმალურია. ეცადე, რომ თითოეულ პარტნიორთან იყო გულწრფელი და პასუხისმგებელი. მიეცი ისეთი დამოკიდებულება, რომელიც თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება.

მეგობრობა ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებას ამდიდრებს. მასში ყოველთვის არის ურთიერთგაცვლა. გულუხვი იყავი. განსაზღვრე, რისი მიღება გსურთ სანაცვლოდ და არ მოგერიდოთ ამის ხმამაღლა თქმა: ადამიანებმა აზრების წაკითხვა არ იციან. თავისუფლად აცნობე, თუ რამე არ მოგეწონებათ.

ნუ მიიღებ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად

თუ იფიქრებ, რომ დედამიწა თქვენ გარშემო ტრიალებს, ცხოვრება საპირისპიროს დაგიმტკიცებს. იუმორით შეხედეთ საკუთარ თავს და გამოცდებს. ეცადეთ, რომ საკუთარი თავი ნაკლებად გააკრიტიკოთ. უმჯობესია, საკუთარ თავში ქექვა შეწყვიტოთ. მალე შეამჩნევთ, რომ შემცირდა პრეტენზიები საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ.

შეიყვარე შენი სხეული

დიდხანს და ჯანმრთელად რომ იცხოვროთ, ისე იკვებეთ, თითქოს უკვე გაქვთ დიაბეტი, ისე ივარჯიშეთ, თითქოს თქვენი მუხლები და სახსრები უკვე გაცვდა. კბილებზე იზრუნე, მზისგან დამცავი კრემი გამოიყენე და წელიწადში ერთხელ მაინც თერაპევტს ეწვიე.

ბევრი ასაკოვანი ადამიანი აღნიშნავს, რომ ისურვებდნენ ადრეული ქორწინება გაეცვალათ მსოფლიოს გარშემო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობასთან. ხშირად, ბავშვების გაჩენასთან ერთად ასეთი სიხარული მცირდება. ასევე მოხუცები ხშირად წუწუნებენ, რომ თავის დროზე მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან საკმარისი დრო არ გაატარეს. სულელური კონფლიქტები ვერ მოაგვარეს. ღირს წვრილმანი კამათის გამო ძვირფასი ადამიანების დაკარგვა? ალბათ, არა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს