სიდედრს ვთხოვე ბავშვზე ეზრუნა, სანამ ცოლთან ერთად ზღვაზე დავისვენებდი. დღემდე ვერ ვივიწყებ მის პასუხს

8

ტკბილი, თბილი ზაფხული საუკეთესო დროა ბავშვებისთვის დასასვენებლად. მაგრამ როცა 5 წლის ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, სად გაატარებ ბედნიერ 3 თვეს, ზღვაზე თუ აგარაკზე. მთავარია, მოსიყვარულე მშობლები გვერდით გყავდეს. ერთხელ ჩვენი ამბის გმირმა ბრძენი მოხუცი ქალისგან ძლიერი სიტყვები მოისმინა და ახლა ყველა შანსი აქვს, იდეალური მამა გახდეს შვილისთვის.

ბავშვების დასვენების დრო

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სიძესა და სიდედრს შორის მეგობრობა ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც ჩრდილოეთის ციალი ჩვენს მხარეში. როგორც წესი, ცოლის დედა წარმოდგენილია ცერბერად კაბაში, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია.

ჩემი მეგობარი უჩა ასე არ ფიქრობს. სიდედრს აღმერთებს და დიდი პატივისცემით ეპყრობა. როცა ვკითხე, როგორ მიაღწია ასეთ ჰარმონიას, თავისი ამბავი მიამბო, რომელსაც პირველ პირში გიზიარებთ.

„დაოჯახების შემდეგ სიდედრისგან ბინძურ ხრიკებს და ფოკუსებს ველოდი. ერთ დროს მეგობრებისგან მოვისმინე ბევრი პრეტენზია და საშინელი ამბავი საზიზღარი სიდედრების შესახებ. შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ ყველა ოჯახში ასე ხდება. თან ქალბატონი ცისანა ქვრივი და პენსიონერი იყო. მზად ვიყავი, რომ მოწყენილობისგან ჩვენს ცხოვრებაში ჩარევას დაიწყებდა.

გარკვეულწილად, ასეც მოხდა. ლიას ყოველდღე ურეკავდა და საათობით ლაპარაკობდნენ ტელეფონზე, მაგრამ სხვა მხრივ არ გვაწუხებდა.

როცა ნიკო დაიბადა, ვიფიქრე, რომ დრო მოვიდა. ახლა ნამდვილად დაგვახრჩობს სიდედრი თავისი ზრუნვით და დარიგებით. დადარდიანებულმა დავიწყე ახალი გასაშლელი დივნის ძებნა ძველის ნაცვლად. მეგონა, ცისანა მთელ დღეებს ჩვენთან გაატარებდა და ახალგაზრდა მშობლებს ჭკუას გვასწავლიდა.

მაგრამ სიდედრმა ისევ გამაოცა. გვიყიდა აკვანი, მოგვიტანა საფენები და სხვა საბავშვო ნივთები და ჩუმად წავიდა. ქალბატონი ცისანა უარს არასდროს ამბობდა შვილიშვილთან დარჩენაზე, როცა ლიას საავადმყოფოში წასვლა სჭირდებოდა, მაგრამ თავად ძიძობას თავს არ გვახვევდა.

ერთხელ შესვენებაზე გავიგონე, როგორ აქებდა კოლეგა ზღვისპირა რეკრეაციულ ცენტრს. თურმე წყვილებისთვის ნამდვილი სამოთხეა და თან ხელმისაწვდომ ფასად. გახარებული ცოლთან მივედი კონტაქტებით მომარჯვებული და ჩემოდნების ჩალაგება შევთავაზე. მას შემდეგ, რაც მშობლები გავხდით, ერთხელაც ვერ მოვახერხეთ განმარტოება. 4 წლის განმავლობაში პირველად ნანატრი დასვენება ხელში ჩამივარდა.

მხოლოდ ნიკოს თემა უნდა მომეგვარებინა. ლიას შევთავაზე ბავშვის დედამისთან დატოვება. დაე, შვილიშვილი გაანებივროს. ცოლს გაეღიმა და სიდედრთან გამიშვა მოსალაპარაკებლად.

ვიფიქრე, რომ პრობლემა არ იქნებოდა! ტორტი, მისი საყვარელი ყავა ვიყიდე და სიდედრს ვესტუმრე. ღიმილით შემომეგება და არომატული სასმელი მომიდუღა. ვუთხარი, რომ კარგი იქნება, თუ შვილიშვილი რამდენიმე კვირას საყვარელ ბებიასთან გაატარებს, მისი მშობლები კი ზღვაზე დაისვენებენ და ძალას მოიკრებენ.

ქალბატონი ცისანა გულდასმით მისმენდა, შემდეგ მიპასუხა: „უჩა, სიამოვნებით ვიზრუნებ ნიკოზე მთელი ზაფხული, მაგრამ მითხარი, ჩემო საყვარელო სიძევ, კიდევ როდის შეძლებ 4 წლის შვილის ზღვაზე წაყვანას? მხოლოდ ახლა. რადგან 1 წლის შემდეგ 5 წლის გახდება, შემდეგ ექვსის, შვიდის. ვერ დააბრუნებ ზაფხულს შვილთან დროის გასატარებლად, თუ ბებიასთან გაუშვებ. ნუთუ, მარტივად შეელევი ასეთ განძს?

მომისმინე, როცა ნიკო 18 წლის გახდება, თავად აღარ ისურვებს მშობლებთან ერთად დასვენებას. რაში სჭირდება იქ „წინაპრები“? უკვე ზრდასრული იქნება, მეგობრები და გოგონები ენდომება. შვილებისა და მშობლების ერთად გატარებული დღეები ძალიან ხანმოკლეა.

ისე სწრაფად გაიზრდება, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. შენ კი არ დაგრჩება ტკბილი მოგონებები, როგორ წაიყვანე ვაჟი პირველად ზღვაზე. ვერ მოისმენ მის აღფრთოვანებულ სიცილს. მასთან ერთად ვერ ააშენებ ქვიშის პირველ ციხეს, ვერ აჩვენებ თოლიებს.

ეს შენი უფლებაა, უჩა. შენი შვილის უფლებაც, დაიმახსოვროს, რომ პირველად მამამ წაიყვანა ზღვაზე და არა სხვა ადამიანმა. აჩუქე ეს სასწაული სამახსოვროდ! მერწმუნე, შვილები სამუდამოდ ჩვენ გვერდით არ რჩებიან, ამიტომ მათთან ერთად გატარებული ყოველი წამი მშვენიერი და განუმეორებელია“.

იცი, სიდედრის სიტყვები გულში ღრმად ჩამრჩა. უეცრად გავაცნობიერე, რომ მშობლებთან ერთად ერთობლივი მოგზაურობის მოგონებები არ მაქვს. ყოველ ზაფხულს ბებიასთან სოფელში ვატარებდი. მამა დაუღალავად მუშაობდა. მთელ თავისუფალ დროს მუშაობაში ატარებდა და როცა ინსულტით გარდაიცვალა, აღმოვაჩინე, რომ გასახსენებელი არაფერი მქონდა.

გადაწყვეტილება სწრაფად და უპირობოდ შევცვალე. იმ წელს სამივე ერთად წავედით ზღვაზე. მომავალ წელსაც. სიდედრი კი უფრო მეტად დავაფასე. ეს ბრძენი ქალი ნამდვილი საგანძურია“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს