ელექტრო მოწყობილობაზე სითხე, შესაძლოა ცხელი, ან საერთოდ შაქრის და ნაღების შემცველი სითხე დაგეღვარათ. კლავიატურა ნაპერწკლებს ისვრის, თქვენ აღშფოთებული ყველა ბილწ სიტყვას ამბობთ, რაც ამ სიტუაციას შეეფერება. ამაზე შეიძლება ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ თქვენ კოსმოსური სადგურის ილუმინატორებიდან ასტრონავტები შეშფოთებული გიყურებენ. ყველაფერი იმიტომ, რომ მათი ფრენა კომპიუტერის მიერ რეგულირდება, რომლის კლავიატურაზეც თქვენ დილის ყავა გადაგესხათ.
ჩვეულებრივ რას აკეთებენ ამ სიტუაციაში ადამიანები? სწორია, კლავიატურას აგდებენ, მის ნაცვლად ახალს ყიდულობენ და ასეთი ნივთი თეთრები ღირს. სხვა საქმეა, როცა ეს ტომოგრაფიის ან ორბიტის სადგურის კლავიატურას ეხება. თუნდაც ნოუთბუქი აიღეთ, რომელზეც მთელი თქვენი ბუღალტერიაა დამოკიდებულები და ანგარიში პირდაპირ ახლა გჭირდებათ. იმედგაცრუების დრო არაა. ნოუთბუქის კლავიატურის გაწმენდა არც თუ ისე შეუძლებელი საქმეა.
კლავიატურის წმენდა
მნიშვნელოვანია ერთი მარტივი რამ გაიგოთ: საშინელება არ მომხდარა, თქვენს წინაშეა რკინა, რომელიც შეგიძლიათ გამოასწოროთ ან შეცვალოთ. პირველი ლოგიკური მოქმედება – კვების წყარო გამორთეთ. ეს რაც შეიძლება ჩქარა გააკეთეთ, ბატარეაც გამოაძვრეთ, რომელიც ჩვეულებრივ კორპუსის ქვედა ნაწილში მდებარეობს. შემდეგ ნოუთბუქი გადმოაბრუნეთ, რომ სითხე დაიწუროს, ან ღრმად შეღწევა ვერ შეძლოს.
ახლა უნდა გადაწყვიტოთ, თუ რას გააკეთებთ: ან კლავიატურად გააშრეთ და დამოუკიდებლად გაწმინდეთ, ან დაუყონებლივ სახელოსნოში წაიღეთ. თუ მეორე აირჩიეთ (ჩვენ ასე მოვიქცეოდით), შეგიძლიათ სტატია აღარ წაიკითხოთ. თუ გარჯა გადაწყვიტეთ, სამუშაოს ფრონტი განსაზღვრეთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ღილაკებზე რა და რა რაოდენობის სითხე დაგეღვარათ.
კლავიატურაზე მოხვდა:
1. წყალი
არ დაგავიწყდეთ, რომ ნოუთბუქების უმეტესობას წყლისგან დამცავი აქვს, მაგრამ ეს ასპროცენტიანი არაა. თუ ეს 1 ჭიქა წყალი იყო, რომელშიც ვალერიანის ჩაწვეთება ვერ მოასწარით, ზემოთ ხსენებული მოქმედება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. უბრალოდ დენის წყაროდან გამორთეთ, მშრალი ჩვრით გადაწმინდეთ და გაშრობა აცადეთ. ამაზე დაახლოებით 1 დღე დაგეხარჯებათ. თუ ლოდინი არ გსურთ, ფენი აიღეთ და ელექტრონული მოწყობილობა გააშრეთ.
2. ჩაი ან ყავა
ნოუთბუქისთვის ეს საკმაოდ აგრესიული სითხეა. რატომ? ყველაფერში დამნაშავე შაქარი, რძე და ყავის მარცლების ნაწილაკებია, რომლებიც ასე თუ ისე ფილტრში ხვდებიან. კლავიატურის გამოშრობაც რომ შეძლოთ, შეცდომების დაშვება გამორიცხული არაა. პროფილაქტიკური მეთოდი – კლავიატურა დაუყონებლივ აიღეთ და მშრალი ჩვრით გაწმინდეთ.
3. ლუდი ან სხვა სპირტიანი სასმელი
ლუდთან კონტაქტის შემდეგ ელექტრო მოწყობილობა სწრაფად იჟანგება, ხოლო სპირტი თავისთავად ტექნიკას აზიანებს. თუ გაშრობის შემდეგ ღილაკები არ რეაგირებენ, სწორ ასოს არ წერენ ან საერთოდ არ მუშაობს, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს: კლავიატურას დაშლა დასჭირდება. სიტუაცია შეგიძლიათ გამოასწოროთ, თუ დედაპლატა არ დაზიანდა, რომელიც ღილაკების ქვეშ მდებარეობს.
4. “ღილაკები მოხსენით“
ბევრი მოწყობილობის არქიტექტურა მოდულურია, შეიძლება მარტივ პლასტმასის სამაგრს ემაგრებოდეს, ასე რომ შეგიძლიათ სახრახნისით მისი ფრთხილად ამოღება დაიწყოთ. ზედმეტი ძალის გამოყენება არ ღირს, ასე შეიძლება გატეხოთ. ასევე თითოეული ღილაკი ბრტყელტუჩათი ამოიღოთ. ყველა მოქმედება ფოტოთი დააფიქსირეთ.
5. მარცხენა მხარს სამჯერ გადააფურთხეთ, რომ თვალი არ გეცეთ
კლავიატურა მოხსენით, ღილაკები გააშრეთ, მშრალი ღრუბლით მაქსიმალურად გაამშრალეთ, რომ დარჩენილი სითხის შეწოვა არ მოხდეს. შეგიძლიათ ოდნავ სველი ქსოვილის სალფეთქით გაწმინდოთ, რომ ყავის ან ჩაის კვალი საბოლოოდ გააქროთ. ამ სითხეს თქვენს ნოუთბუქზე საქმე არ აქვს. ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნეთ. ინსტრუქციისთვის შეგიძლიათ თქვენს მიერ გადაღებული სურათები გამოიყენოთ.
თუ კლავიატურის გაწმენდის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს, შეგიძლიათ ამოისუნთქოთ და უფრო დიდ ჭიქაში დასალევი მოამზადოთ: ორჯერ ზედიზედ მსგავსი უბედურება არ უნდა მოხდეს. კიდევ ერთი დეტალი! მაკბუქთან მსგავსი მოქმედება არ გამოგადგებათ, ამიტომ სასწრაფოდ სერვის ცენტრში წაიღეთ. ეს დანარჩენ ნოუთბუქებსაც ეხება. გახსოვთ წარწერა ტრანსფორმატორზე: „არ ჩაძვრეთ, თორემ….“?