სახსრების მკურნალობა ჩვეულებრივი გოგრით. იცხოვრეთ ტკივილის გარეშე

914

ცოტამ თუ იცის, რომ გოგრა სახსრებს შესანიშნავად კურნავს. გთავაზობთ რეცეპტების ნაკრებს, რომლებიც სახსრების ტკივილის მოშორებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

პოდაგრას გოგრა არ უყვარს

რეცეპტი 1

  • 300 გრ გოგრის რბილობი

გოგრის რბილობი მცირე ნაჭრებად დაჭერით და ღუმელში გამოაცხვეთ. 30 გრ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ. კურსი – 1 თვე.

რეცეპტი 2

  • 100 გრ გოგრის რბილობი

გოგრის რბილობი საშუალო სახეხზე გახეხეთ ან ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მიღებული ფაფა 2 ფენად გაკეცილ მარლაზე მოათავსეთ, მტკივნეულ სახსრებზე დაიდეთ, შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით საპნის გარეშე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ოსტეოქონდროზი და სახსრების ანთება

რეცეპტი 1

  • 200 გრ გოგრის ღერო
  • 500 მლ წყალი

ღეროები მსხვილ სახეხზე გახეხეთ, მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ოსტეოქონდროზის დროს დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ 250 მლ ნაყენი დალიეთ.

რეცეპტი 2

  • 30 მლ გოგრის ზეთი
  • 1 გრ ბადიაგის ფხვნილი

ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა მტკივნეულ სახსრებზე წაისვით, ბეწვის ქსოვილით შეიხვიეთ და რამდენიმე საათით გაიჩერეთ. ართრალგიის დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით გამოიყენეთ.

რეცეპტი 3

  • 100 მლ გოგრის ზეთი
  • 40 მლ სეზამის ზეთი
  • 5 გრ დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები

პიტნის ფოთლები მუქი ფერის ბოთლში მოათავსეთ, ზეთების ნარევი დაასხით და 1 კვირა დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. სამკურნალო საშუალება გადაწურეთ და რადიკულიტის და ოსტეოქონდროზის დროს ზურგის და სახსრების შესაზელად გამოიყენეთ.

რეცეპტი 4

  • 40 მლ გოგრის ზეთი
  • 20 გრ აბზინდის ბალახის ფხვნილი

ნედლი მასალა აურიეთ და 1,5 საათის განმავლობაში ორთქლზე გააცხელეთ. ამის შემდეგ 2 დღე დააყენეთ. სამკურნალო საშუალება გადაწურეთ და სახსრებში ართრალგიის დროს შეიზილეთ. საშუალება მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ საჭირო რაოდენობის ნარევი 36-37 გრადუს ტემპერატურაზე შეათბეთ.

რეცეპტი 5

  • 120 მლ გოგრის ზეთი
  • 40-50 გრ სამედიცინო თიხა

ნედლი მასალა აურიეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. მიღებული სამკურნალო საშუალება მტკივნეულ სახსრებში წრიული მოძრაობით შეიზილეთ, ამის შემდეგ შეიფუთეთ და 2 საათით გაიჩერეთ.

ნარევი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კვლავ სახსრები შეიფუთეთ. სამკურნალო საშუალება მუხლების, იდაყვის და მაჯის სახსრების ანთების დროს გამოიყენეთ.

რეცეპტი 6

  • 1 ლ გოგრის ზეთი
  • 15 გრ ახალი ქრისტესისხლას ბალახი

ბალახი კარგად დააქუცმაცეთ და მუქი ფერის ბოთლში მოათავსეთ. გოგრის ზეთი დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. გადაწურეთ და სახსრების ანთების დროს მასაჟისთვის და შესაზელად გამოიყენეთ.

რეცეპტი 7

  • 10 მლ გოგრის ზეთი
  • 6-7 გრ გახეხილი ნიორი

ნედლი მასალა აურიეთ და დაზიანებულ სახსრებზე ტკივილის დროს შეიზილეთ. დღეში 2-ჯერ გამოიყენეთ.

მნიშვნელოვანია! ეს სამკურნალო საშუალება სახსრების რბილი ქსოვილების გაცვლით პროცესებს აუმჯობესებს.

რეცეპტი 8

  • 10 გრ დაქუცმაცებული გოგრის ღერო
  • 250 მლ წყალი

გოგრის ღეროს მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. პოდაგრის და ოსტეოქონდროზის დროს 20-30 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი -1-2 კვირა.

მნიშვნელოვანია: ყოველდღე ახალი ნახარში მოამზადეთ.

რეცეპტი 9

  • 200 მლ გოგრის ზეთი
  • 6 გრ ქრისტესისხლას ბალახი
  • 10 გრ გულყვითელას ყვავილი
  • 10 გრ აბზინდას ბალახი
  • 10 გრ ფიჭვის კვირტები
  • 10 გრ გვირილას ყვავილი
  • 10 გრ ბეგქონდარა
  • 10 გრ კრაზანას ბალახი
  • 10 გრ პიტნის ბალახი

მცენარეული ნედლი კარგად აურიეთ. 20 გრ მიღებულ მასას გოგრის ზეთი დაასხით და 6 საათით ორთქლზე გააჩერეთ. მიღებული შემადგენლობა გადაწურეთ, გააგრილეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. ართრიტის და ოსტეოქონდროზის დროს სახსრებისა და ზურგის შესაზელად გამოიყენეთ.

რეცეპტი 10

  • 100 მლ გოგრის ზეთი

ზეთი მინის ჭურჭელში გადაიტანეთ, ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩადგით და 38-39 გრადუსამდე გააცხელეთ. პოდაგრის და ართრიტის დროს დაზიანებულ სახსრებზე შესაზელად გამოიყენეთ.

მნიშვნელოვანია: თუ დაავადება მარილების დაგროვებით არის გამოწვეული, მსგავს პროცედურასთან ერთად რეკომენდებულია გოგრის ზეთის მცირე რაოდენობით შიგნით მიღება.

რეცეპტი 11

  • 7 გრ გოგრის ღერო
  • 10 გრ გოგრის თესლი
  • 7 გრ ჭინჭრის ბალახი
  • 250 მლ წყალი

მცენარეული ნედლი დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. 7 გრ მიღებულ მასას მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ართრიტის გამწვავების დროს 15 მლ საშუალება დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.

რეცეპტი 12

  • 10 გრ გოგრის ღერო
  • 10 გრ ოროვანდის ფესვები
  • 250 მლ წყალი

მცენარეული ნედლი დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. 10 გრ მიღებულ ნარევს მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით ორთქლზე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. 15 მლ დღეში 3-4-ჯერ ართრიტის გამწვავების დროს მიიღეთ.

რეცეპტი 13

  • 10 გრ გოგრის ყვავილი
  • 10 გრ გვირილას ყვავილი
  • 10 გრ გოგრის ღერო
  • 50 მლ წყალი

მცენარეული ნედლი კარგად დააქუცმაცეთ და აურიეთ. 10 გრ მასას მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 15-20 მლ დღეში 3-ჯერ ართრიტის გამწვავების დროს დალიეთ.

რეცეპტი 14

  • 5 გრ დაფქული გოგრის ღერო
  • 3-4 გრ შავი მოცხარის ფოთლები
  • 300 მლ წყალი

მცენარეული ნედლი აურიეთ, მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 250 მლ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ სახსრების ტკივილის დროს მიიღეთ.

მნიშვნელოვანია: მკურნალობის კურსი 2 კვირას შეადგენს.

რეცეპტი 15

  • 10 გრ დაქუცმაცებული გოგრის ღერო
  • 10 გრ დაქუცმაცებული ორკბილას ბალახი
  • 250 მლ წყალი

მცენარეული ნედლი კარგად აურიეთ. მიღებულ 10 გრ მასას მდუღარე წყალი დაასხით და 30-40 წუთით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ. 15 მლ დღეში 4-5-ჯერ ართრალგიის დროს მიიღეთ.

მნიშვნელოვანია: უფრო კონცენტრირებული ნაყენი შეგიძლიათ მტკივნეული სახსრების შესაზელად გამოიყენოთ.

რეცეპტი 16

  • 10 გრ გოგრის ღერო
  • 10 გრ ფიჭვის წიწვები
  • 120 მლ წყალი

მცენარეული ნედლი ყავის საფქვავის დახმარებით დააქუცმაცეთ. 10 გრ მიღებულ მასას მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20-30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. 15 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ ართრალგიის დროს მიიღეთ.

რეკომენდაცია

სახსრების დაავადების დროს საცხობი მარილის რაციონში მოხმარება უნდა შეზღუდოთ. ასევე მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით რაციონიდან შაქარი გამორიცხეთ. შეგიძლიათ შაქარი ჩირით და თაფლით ჩაანაცვლოთ.

რეკომენდებულია რძის პროდუქტები, ხაჭო და მაწონი, რეგულარულად გამოიყენოთ.

კერძებს შეგიძლიათ მცირე რაოდენობით კურკუმა და კოჭა დაუმატოთ. თუმცა ამ სანელებლების გამოყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადების დროს არ შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს