ჩვენს სოფელში ყველა (ქალი, კაცი, ბავშვი) გოგრის თესლით მკურნალობს.
გოგრის ხმელი თესლით სავსე ტომარას ყველა ოჯახში იპოვით და ყოველ საღამოს აუცილებლად ყველა თეთრ თესლებს კვნეტს. ასე ჯანმრთელობის და ენერგიის შენარჩუნებას ვახერხებთ.
გოგრის თესლი სისხლძარღვების გასაწმენდად
- 100 გრ გოგრის თესლი ყავის საფქვავით დაფქვით, 0,5 ლ არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 3 კვირა დააყენეთ. 10 მლ ნაყენი 20 მლ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, 3 კვირის განმავლობაში სისხლძარღვების გასაწმენდად მიიღეთ.
- 400 გრ გოგრის თესლი დანაყეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 2 კვირა დააყენეთ. მიღებული სამკურნალო საშუალება გადაწურეთ, 50 მლ ლიმონის წვენი აურიეთ და 10 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სისხლძარღვების გასაწმენდად დალიეთ. გამწმენდი კურსი მანამ ჩაიტარეთ, სანამ ნაყენი არ დამთავრდება. აუცილებლობის შემთხვევაში 6 თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ლიმფური სისტემის, თირკმლების გასაწმენდად და მარილების მოსაშორებლად
- 200 გრ გაუსუფთავებული გოგრის თესლი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით და 2 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 10 მლ ნაყენი 20 მლ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 კვირის განმავლობაში ლიმფური სისტემის გასაწმენდად მიიღეთ.
- თანაბარი პროპორციით გაუსუფთავებული გოგრის თესლი, სელის თესლი, მანანას ყვავილი და გვირილას ყვავილი აიღეთ, აურიეთ და 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი სუსტ ცეცხლზე 30-40 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. 50 ნახარში დღეში 4-ჯერ, ჭამამდე, 5 დღის განმავლობაში თირკმლების გასაწმენდად დალიეთ.
- 50 გრ გოგრის თესლი ფაფის მიღებამდე გასრისეთ და 100 მლ მიწავაშლის ნაყოფის წვენი აურიეთ. მარილების გამოსადევნად დღეში ერთხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1-2 კვირის განმავლობაში მიიღეთ.
გოგრის თესლი ყაბზობის დროს
- 50 გრ გოგრის თესლი და სელის თესლი აიღეთ. დააქუცმაცეთ და აურიეთ. ნაწლავების გასაწმენდად 5 გრ საშუალება დღეში 2-ჯერ ჭამამდე მიიღეთ, წყალი დააყოლეთ. კურსი 2 კვირა.
- 10 გრ გოგრის თესლი, 30 გრ ჭვავის ქატო და 200 მლ მაწონი აიღეთ. ინგრედიენტები აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ნაწლავების გასაწმენდად და განავლის დასარეგულირებლად ძილის წინ 3-4 კვირის განმავლობაში მიიღეთ.
- 10 გრ გოგრის თესლი, 3 გრ გოგრის ყვავილი, 15 გრ შავქლიავი კურკების გარეშე და 250 მლ მდუღარე წყალი აიღეთ. ნედლი მასალა აურიეთ და მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. ნაწლავების გასაწმენდად და განავლის დასარეგულირებლად ღამით 2-3 კვირის განმავლობაში დალიეთ.
თირკმლების ტკივილის დროს
- გოგრის თესლი როგორც ჩაი ისე დააყენეთ და დღეში 2-3 ჭიქა, 1 კვირის განმავლობაში დალიეთ. თირკმლების ტკივილის დროს შესანიშნავი საშუალებაა.
- 1 ს/კ დაქუცმაცებულ გოგრის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. თესლი ძლიერ შარდმდენ თვისებას ფლობს და შარდმდენი ორგანოების დაავადების და ჭიების დროს დღეში 3 ჭიქა გამოიყენება.
ჭიების დროს
- 150-200 გრ გასუფთავებული გოგრის თესლისა და 2 ნედლი კვერცხის გულისგან ფაფა მოამზადეთ. დილით, უზმოზე 20 გრ ქაშაყი შეჭამეთ. არაფერი დალიოთ. 2 საათით მარჯვენა გვერდზე სათბური დაიდეთ. ყოველ 20 წუთში 20 გრ ქაშაყი (სულ 4 მიღება). ამის შემდეგ გოგრის თესლის ნარევი შეჭამეთ. ასეთი მკურნალობით მრგვალ ჭიებს, ნაწლავის ჭიებს და ლამბლიოზს მოიშორებთ.
- ბრტყელი ჭიების საწინააღმდეგოდ შემდეგი მეთოდი კარგ საშუალებად ითვლება. უზმოზე დაახლოებით 100 გრ გასუფთავებული გოგრის თესლი (აუცილებლად მწვანე კანით) შეჭამეთ. 1 საათის შემდეგ მცირე ყლუპებით 1 ჭიქა რძე დალიეთ, რომელშიც 1 თავი ნიორი იქნება მოხარშული. 30 წუთის შემდეგ ძლიერი საფაღარათო საშუალება დალიეთ, ხოლო 1,5-2 საათის შემდეგ თბილი წყლის (მასში 1 თავი ნიორი წინასწარ უნდა მოხარშოთ) ოყნა გაიკეთეთ.
- როცა ჭიების არსებობის ნიშნები გაქვთ, მაგრამ მისი სახეობა ჯერ ვერ განსაზღვრეთ, სასარგებლოა შემდეგი საშუალება. 100 გრ გასუფთავებული და წვრილად დაჭრილი გოგრის თესლი (სჯობს ხმელი), 40 გრ კაკაოს ფხვნილი, ცოტა შაქრის ფხვნილი აურიეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ და ცომის მასა მოამზადეთ. ამ ცომიდან 20 კვერი მოამზადეთ და შაქარი მოაყარეთ. პირველ დღეს არაფერი შეჭამოთ და დალიოთ. მეორე დღეს, დილიდან ყოველ 10 წუთში თითო კვერი შეჭამეთ. ჭიები ორგანიზმს სწრაფად დატოვებენ.
- თანაბარი პროპორციით აბზინდას ფოთლები და დაქუცმაცებული გოგრის თესლი აურიეთ. ბოთლის 1/3 მოცულობა ამ ნარევით გაავსეთ და ბოლომდე არყით აავსეთ. ბნელ ადგილას ან მზეზე 1 კვირა დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. ბოლოს გადაწურეთ და 30-50 მლ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე სადილის და ვახშმის წინ მიიღეთ. წელიწადში ერთხელ კურსი გაიმეორეთ.
- ბრტყელი ჭიების გამოსადევნად 100 გრ გასუფთავებული და გაწმენდილი გოგრის თესლი და მოცვის კენკრა აურიეთ. უზმოზე შეჭამეთ და 2 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება გამოიყენეთ. 2 დღის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ და კიდევ 2 დღის შემდეგ პროცედურა მესამედ ჩაიტარეთ. და ბოლოს, ქაშაყის პორცია ხახვთან და მცენარეულ ზეთთან ერთად მიირთვით. თუ ქაშაყის მონელება უპრობლემოდ მოხდება, შეგიძლიათ თქვათ, რომ ბრტყელი ჭია სრულად მოიშორეთ.
გოგრის თესლი, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება თავისი უსაფრთხოების მიხედვით პირველ ადგილზეა. მისი გამოყენება შეგიძლიათ მაშინ, როცა თანამედროვე ჭიების საწინააღმდეგო ქიმიურ პრეპარატებზე უკუჩვენება გაქვთ (ღვიძლის დაავადება, თირკმლის, გულის დაავადება, ორსულობა და ა.შ.). უსაფრთხოების გამო გოგრის თესლის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში რეკომენდებულია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს