ბევრი ცრუმორწმუნე ადამიანი არ იძინებს მანამ, სანამ საწოლთან ახლოს არ დადებს ჭიქა მარილიან წყალს. რა საჭიროა ამის გაკეთება? ამ კითხვაზე არსებობს პასუხი, რომელმაც შეიძლება გაგაოცოთ.
ჭიქა წყალს საწოლთან დილით დასალევად არ დებენ. ყველაფერი პირიქით არის. მარილიანი წყალი, რომელიც მთელი ღამე თქვენს საძინებელში იყოს, მაშინვე უნდა გადაღვაროთ. გიამბოთ, რატომ უნდა მოიქცეთ ასე.
რა საჭიროა ჭიქა მარილიანი წყალი საწოლთან?
ეს საინტერესოა
ძველად სჯეროდათ, რომ ღამით ბნელი ძალები ადამიანების ფიქრების დაპყრობას ცდილობენ. ვინაიდან დღის ამ მონაკვეთში ყველაზე უფრო დაუცველები ვართ, ენერგეტიკული ხაფანგი ზედმეტი არ იქნება. ჭიქა მარილიანი წყალი ამის ნათელი მაგალითია. ის ხდება მაგნიტი ბნელი ძალებისთვის და მათ ციხეში კეტავს. ამრიგად, წყალში გაზავებული მარილი ჩვენს ძილს იცავს.
როგორც ცნობილია, მარილი ძლიერ ენერგიას ფლობს. ამიტომაც, ძილის წინ მარილი წყალს დაუმატეთ. მარილი სახლს ნეგატივისგან გაწმენდს. ამასთან, განწყობის გაუმჯობესებას და ძილის დარეგულირებას ხელს შეუწყობს.
სათანადო მომზადება
ნეგატიური ენერგიისგან თავის დასაცავად მარტივი რიტუალი უნდა შეასრულოთ. აიღეთ სუფთა ჭიქა და წყაროს წყალი ჩაასხით. 1 სუფრის კოვზი სუფრის მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. დაუმატეთ წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. შემდეგ სასთუმალთან მოათავსეთ. ჭიქა მარილიანი წყალი საწოლის ქვეშაც შეგიძლიათ დადოთ. ეს ვარიანტი კარგია, როცა არ გაქვთ ტუმბო საწოლთან ახლოს ჭიქა წყლის დასადებად.
თუ დილით ხედავთ, რომ წყალი მღვრიე ან ოდნავ აქაფებულია, ამულეტმა ბნელი ძალების წინააღმდეგ იმოქმედა. ეს ყველაფერი მარილთან უარყოფითი ენერგიის ურთიერთქმედების მაჩვენებელია. მაშინაც კი, თუ ასეთი რიტუალებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ხართ, ამ მარტივი რიტუალის ჩატარებას გირჩევთ. ენერგიის და მხნეობის მუხტი, რომელსაც დილით მიიღებთ, არაფერს შეედრება.