ბოშური ჰოროსკოპი – რა პიროვნული თვისებები აქვს 12 იდუმალ ნიშანს

1590

ბოშები მომავალს საკმაოდ ზუსტად წინასწარმეტყველებენ. ძირითადად, ხელზე ან კარტით მკითხაობენ. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ხალხს აქვს საკუთარი ნიშნების სისტემა, რომელსაც ადამიანის დახასიათება შეუძლია. ბოშური ჰოროსკოპი დაბადების თარიღის მიხედვით განსხვავდება კლასიკურისგან, რომელსაც მიჩვეული ვართ. და ეს გასაოცარია!

ბოშური ჰოროსკოპი 12 ნიშნისგან შედგება და ხასიათის თვისებებს ზუსტად აღწერს. ბევრ სკეპტიკოსს აფრთხობს ამ ჰოროსკოპის მიზანში ზუსტი მოხვედრა. იპოვეთ თქვენი ნიშანი და თავად დარწმუნდით, ასეა თუ არა.

რას ამბობს თქვენ შესახებ ბოშური ჰოროსკოპი?

თასი (21.01 – 19.02)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ორიგინალური და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. ასეთ შემოქმედებით ადამიანს თავში უამრავი იდეა აქვს. ეს იმის მიუხედავად, რომ ამ ნიშნის ადამიანი ძალიან ორჭოფია. უჭირს ახალი საქმის დაწყება, ხოლო საქმის დასრულება უფრო მეტად. ასეთი ადამიანი მუდმივად ყოყმანობს და ელოდება, როდის მიიღებენ გადაწვეტილებას მის ნაცვლად.

კაპიუშონი (20.02 – 20.03)

ამ ნიშნის ქვეშ ძალიან საზრიანი ადამიანი იბადება. შეუპოვარი და შრომისმოყვარეა. ამიტომაც კარიერულ კიბეზე ადვილად ადის. აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელს უმართლებს როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. თავისი გულწრფელობით მხოლოდ ერთგულ ხალხს იზიდავს.

ხანჯალი (21.03 – 20.04)

ამ ნიშნის წარმომადგენელი მიზანდასახულობით გამოირჩევა. თუ გადაწყვიტა რაიმეს გაკეთება, გადარწმუნებას ვერავინ შეძლებს. ბედის ნებიერაა. ძალიან აზარტული და იღბლიანია. ასეთი ადამიანი არც ერთ დავას და თამაშს ხელიდან არ უშვებს. უმეტეს შემთხვევაში, გამარჯვებული გამოდის.

გვირგვინი (21.04 – 20.05)

ამ ნიშნის ადამიანს კომფორტი და ფუფუნება უყვარს. იმის მიუხედავად, რომ სურს მხოლოდ საუკეთესოთი იყოს გარემოცული, ფულს ქარს არ ატანს. კარგად იცის, რა რთულია ფულის გამომუშავება. სასწაულებს არ ელოდება, არამედ ძალას არ იშურებს, რომ სასურველს მიაღწიოს.

სასანთლე (21.05 – 20.06)

ამ ნიშნის ადამიანს ახასიათებს კეთილგანწყობა და გულუხვობა. გარშემომყოფებს სითბოს ჩუქნის. ხალხიც ამას გრძნობს და მისკენ მიილტვის. ერთი შეხედვით, ამ ნიშნის წარმომადგენელი კეთილი გულუბრყვილო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამის მიღმა დიდი გონება იმალება.

ბორბალი (21.06 – 21.07)

სასანთლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან განსხვავებით, ბორბლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძალიან ფეთქებადია. გონებას არ უსმენს, არამედ ემოციებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ფარავს. ხშირად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც მოგვიანებით ნანობს. ასეთი ქცევა ხელს უშლის პირად ცხოვრებაში, რადგან ჩხუბს არ გაურბის.

ვარსკვლავი (22.07 – 22.08)

ამ ნიშნის ქვეშ იბადება ადამიანი, რომელსაც ბუნებრივი მომხიბვლელობით თითქმის ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია. ეს მისი მთავარი იარაღია, რომელიც ეხმარება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. კარგად იცის, რა აჩუქა ბუნებამ და მაქსიმალურად იყენებს სარგებლის მისაღებად.

ზარი (23.08 – 22.09)

ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან კეთილი და ლმობიერია. თუ გჭირდებათ ყურადღებიანი თანამოსაუბრე, ადამიანი ზარი იდეალური ვარიანტია. ის მოგისმენთ და მოგცემთ ღირებულ რჩევას, რომელიც გამოგადგებათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მოსაზრებების მოსმენა ღირს.

მონეტა (23.09 – 22.10)

ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენელი ხდება პატივსაცემი ადამიანი სამსახურში და ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. ყველაფერი იმის წყალობით, რომ კარგად მართავს მოლაპარაკებებს და მზად არის, უმოკლეს დროში მოაგვაროს ნებისმიერი სირთულის პრობლემა.

შუბი (23.10 – 21.11)

ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან ანალიტიკური გონების ადამიანები. ისინი ყველა დეტალს ამჩნევენ. ამასთან ასეთი ადამიანი დასახულ ამოცანებს კარგად ართმევს თავს. აქვს ძლიერი ხასიათი, რაც სხვებში პატივისცემას იწვევს.

ნაჯახი (22.11 – 21.12)

ამ ნიშნის ადამიანს ცვლილებები და სიახლე არ აშინებს. კაშკაშა შთაბეჭდილებები სურს. ნებისმიერ დროს ნებისმიერი ავანტიურისთვის მზად არის. მუდმივად თავგადასავლებს ეძებს. შეუცნობლისკენ მიისწრაფვის, შედეგებზე დიდად არ ფიქრობს.

ნალი (22.12 – 20.01)

ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან შეუპოვარია. მუშაობის დროს არასდროს ისვენებს. სულ რაღაცით დაკავებულია. ენთუზიასტია და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ აშინებს. ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ამით სხვებში აღფრთოვანებას იწვევს.

საოცარია, რამდენად ზუსტ დახასიათებას იძლევა ბოშური ჰოროსკოპი დაბადების თარიღის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს