სამზარეულოს ცხიმის ლაქებისგან 3 წუთში ვწმენდ – არყის გამოყენების ინსტრუქცია 

2665

სამზარეულოში ყოველდღე ვწმენდთ სამუშაო ზედაპირებს, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ბევრი სხვა ზედაპირი. კარადა, თარო, ფანჯრის რაფა და სკამიც ხშირად უყურადღებოდ რჩება. სულ ტყუილად, რადგან ადგილი, სადაც საკვები მზადდება, ყველაზე სწრაფად ჭუჭყიანდება და ძველდება. ცოტამ თუ იცის, როგორ გაწმინდოს სამზარეულო ისე, რომ ავეჯი არ დააზიანოს და ამ საქმეს მთელი შაბათ-კვირა არ დაუთმოს.

მაღაზიაში გაქცევა და ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების ყიდვა საჭირო არ არის – ეს ჯანმრთელობას და ოჯახის ბიუჯეტს აზიანებს. სამზარეულოს მოწესრიგება და ცხიმის მოშორება ძველი კეთილი არყით შეგიძლიათ.

როგორ გავწმინდოთ სამზარეულო არყით?

ალბათ, ბევრი მიმართავდა ამ მეთოდს სპირტიანი სალფეთქების გამოჩენამდე. ასე მატარებლის კუპეში მგზავრობისას პირველ რიგში სპირტიანი ჩვრით ვწმენდდით მაგიდას და სავარძელს – დეზინფექცია, სისუფთავე და ლაქებიც არ არის. იგივე ხრიკი სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სამზარეულოს წმენდისას ბევრი დიასახლისი სერიოზულ შეცდომას უშვებს. ყველა მოდური საწმენდი საშუალება სამზარეულოს ავეჯის გასაწმენდად შესაფერისი არ არის. როგორც ნატურალური ხე, ასევე პლასტმასი ზარალდება. ძირითადად, მიზეზი არის ის, რომ საწმენდი საშუალებები ნაწილობრივ რჩება და რეაქციაში შედის. ზოგიერთი ორჯერ მაინც სჭირდება ჩამორეცხვა.

ჩვეულებრივ, ცხიმის ლაქებს აგრესიული ქიმია უმკლავდება, მაგრამ რა საჭიროა მისი გამოყენება, როცა ვიცით, რომ სპირტი ცხიმს შლის? ყველაზე უბრალო არაყი გამოგადგებათ. არაყს ბევრი უპირატესობა აქვს:

  • ჩამორეცხვა არ სჭირდება, ნარჩენები სწრაფად აორთქლდება;
  • ცხიმი სწრაფად და უკვალოდ იშლება;
  • რაიმეს შექმნა საჭირო არ არის, პროდუქტი სუფთა სახით გამოსაყენებლად მზადაა;
  • ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში;
  • ავეჯს არ აზიანებს;
  • შესაფერისია დეზინფექციისთვის, ორი ერთში საშუალებაა;

თუ ჭუჭყი ძალიან ძველია და ბევრი მტვერი დაგროვებულია, კიდევ ერთი კომპონენტი დაუმატეთ – თხევადი საპონი. ქურის და კაფელის გასაწმენდად აუცილებელია. 200 მლ არაყზე დაგჭირდებათ 30 მლ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ის ნაკლებად აგრესიულია და ადვილად ირეცხება. ამ რაოდენობის ხსნარით მთელი სამზარეულოს გასუფთავება შეგიძლიათ.

ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გაწმინდოთ: სამუშაო ზედაპირი, ნიჟარა, ქურა, ფანჯრის რაფა, კარადა და თარო. საყოფაცხოვრებო ქიმიის ფართო სპექტრის გამოჩენამდე ჩვენი ბებიები ზუსტად ამას აკეთებდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ძველი მეთოდი წარსულში არ უნდა დარჩეს.