
ეს ბუნებრივი საშუალება აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმების წვას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. შეიცავს ჯანჯაფილს, პირშუშხას, ლიმონს, დარიჩინს და თაფლს — ინგრედიენტებს, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და აუცილებელი მინერალებით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ჯანჯაფილის ფესვი (2 სმ);
- 125 გრამი პირშუშხა;
- 4 ლიმონი;
- 2 ს.კ დარიჩინი;
- 3 ს.კ თაფლი;
ინსტრუქცია:
- მოათავსეთ ბლენდერში ჯანჯაფილის ფესვი და მირშუშხა.
- ჩაამატეთ მასში 4 ლიმონის წვენი და კარგად გადაურიეთ.
- ჩაამატეთ მიღებულ ნარევში დარიჩინი და თაფლი.
- ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში.
მიღება:
მიირთვით ეს საშუალება დღეში ორჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე ან ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე. გახდომის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 კვირას, ხოლო შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 3 დღიანი შესვენების გაკეთება. ამ ხანმოკლე პერიოდში მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
ყურადღება: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებლად გაირეთ კონსულტაცია ექიმთან.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რამდენად სწრაფად ჩანს ეფექტი?
შესამჩნევი ცვლილება ხშირად აღინიშნება უკვე პირველი კვირის განმავლობაში – ენერგიის დონის მომატება და მადა მცირდება. - შეიძლება თუ არა გამოყენება ქრონიკული დაავადებების დროს?
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ მედიკამენტებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. - რამდენად უსაფრთხოა თაფლი და დარიჩინი ყოველდღიურად?
დოზის დაცვით – სრულიად უსაფრთხოა. თუმცა ალერგიის შემთხვევაში თავი შეიკავეთ.
რედაქციისგან:ბუნებრივი რეცეპტები, როგორიცაა ეს ცხიმის დამწველი ნარევი, საკმაოდ ეფექტურია როდესაც ისინი ინტეგრირდება ჯანსაღი ცხოვრების წესში. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of the Science of Food and Agriculture ჟურნალში, ადასტურებს, რომ ჯანჯაფილს აქვს ტერმოგენული ეფექტი და რეალურად აჩქარებს ცხიმების წვას (Mashhadi et al., 2013).
ასევე, პირშუშხა შეიცავს გლუკოზინოლატებს, რომლებიც ასტიმულირებენ საჭმლის მონელებას და ცილების მეტაბოლიზმს (Tebib et al., 2021). ბუნებრივი ინგრედიენტების სინერგიული ეფექტი აუმჯობესებს წონაში კლებას, მადას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.