მაშინაც კი, თუ მათემატიკა არ გიყვართ და ჰუმანიტარული საგნებისკენ მიდრეკილება გაქვთ, მათემატიკის სწავლა მაინც სასარგებლოა. ეს მეცნიერება მოსწავლეებს ეხმარება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში, მეხსიერების გაუმჯობესებაში. ტვინის სავარჯიშოდ ასეთი მათემატიკური ამოცანების და მაგალითების ამოხსნა სასარგებლოა უფროსებისთვისაც, რომლებმაც სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრეს.
მარტივი მათემატიკური მაგალითები აზროვნებისთვის
„პაპარაცი“ გთავაზობთ საინტერესო მათემატიკურ მაგალითებს. ერთი შეხედვით, მასში რთული არაფერია, თუმცა ბევრი ზრდასრული მოქმედებებში ირევა და, შედეგად, არასწორ პასუხს იღებს. მოსწავლეებს, რომლებიც მსგავს ამოცანებს ხშირად ხსნიან, სწორი პასუხის პოვნა უადვილდებათ. სცადეთ, თუ შეძლებთ მათ ამოხსნას მარტივად. გაიხსენეთ მათემატიკის გაკვეთილები.
მაგალითი 1
ამ მათემატიკურ მაგალითს მარტივად ამოხსნით, თუ სწორად გახსოვთ მოქმედებების თანმიმდევრობა. როგორც მინიმუმ, მოსწავლეები სწორ პასუხს სწრაფად პოულობენ. შეძლებენ მათი მშობლებიც ასე იოლად გამკლავებას?
მაგალითი 2
არსებობს კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეგიყვანოთ. საკმარისია, ყურადღება არ მიაქციოთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ნიშანს და უკვე ვეღარ მიიღებთ სწორ პასუხს. ამ მაგალითში მოქმედებებს მაქსიმალურად დააკვირდით. გაიხსენეთ, რას გასწავლიდნენ მათემატიკის გაკვეთილებზე სკოლაში.
მაგალითების პასუხები
მაგალითი 1
ამ ამოცანაში უბრალოდ უნდა გაიხსენოთ, რომ წესების მიხედვით ჯერ გამრავლება და გაყოფა სრულდება. ანუ ჯერ გამრავლება 9 * 9 = 18, შემდეგ გაყოფა 9 : 9 = 1. ამის შემდეგ წინა მოქმედებების შედეგები შეკრიბეთ: 81 + 1 = 82. დარჩენილი შეკრება და გამოკლება შეგიძლიათ არც შეასრულოთ, რადგან შედეგზე გავლენას არ მოახდენს. პასუხი – 82.
მაგალითი 2
ასეთ მაგალითში ამოხსნა ფრჩხილებში მოცემული მოქმედებით უნდა დაიწყოთ. ჯერ სრულდება გამრავლება 2 * 0 = 0, შემდეგ მიმატება 2 + 0 = 2. შემდეგ ვასრულებთ ფრჩხილებში მიღებული რიცხვის და ფრჩხილების წინა რიცხვის გამრავლებას 2 * 2 = 4. შემდეგ მიმატება მაგალითის დასაწყისში 2 + 4 = 6. ბოლო მოქმედების შესრულებას აზრი არ აქვს, რადგან მიიღებთ 0-ს. პასუხი არის 6.
ასეთი მათემატიკური ამოცანები აზროვნებას ავითარებს. ზუსტად ის არის, რაც გვჭირდება მეხსიერების გასააქტიურებლად. მეცნიერების თქმით, მსგავსი დატვირთვა ხელს უწყობს ტვინის დაცვას სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა დემენცია. ხშირად ავარჯიშეთ გონება. ამით მხოლოდ სარგებელს მიიღებთ.