ბაზლამა თურქული კვერია. თურქები სამარხვო კვერებს კარაქს უსვამენ და ჩაისთან ერთად საუზმეზე მიირთმევენ. ასევე ბაზლამა ხმელ კვერთან ერთად ძალიან გემრიელია.
კლასიკური რეცეპტის მიხედვით ბაზლამას საფუარით და წყლით ამზადებენ. თუ საფუარის ცომს არ ემეგობრებით, მაშინ თურქული კვერის მომზადების ალტერნატიულ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ.
როგორ გამოვაცხოთ კვერები ტაფაზე
დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ინგრედიენტები ხელზე შეგიძლიათ დაითვალოთ. აქ ძვირადღირებულ პროდუქტებს და უჩვეულო სანელებლებს ვერ იპოვით. მხოლოდ უბრალო პროდუქტები, რომელთა დანახვას მიჩვეული ხართ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ კვერები სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
- 400 გრ ხორბლის ფქვილი
- 250 მლ კეფირი
- მარილი გემოვნებით
- 1 ჩ/კ სოდა
მომზადება:
1. ფქვილი მარილთან და სოდასთან ერთად გაცერით.
2. რბილი ცომი მოზილეთ. კეფირის კონსისტენციის მიხედვით შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები ფქვილი დაგჭირდეთ. მთავარია, ნაზი ცომი გამოვიდეს.
3. ცომი რომ არ მიგეწეპოთ, ხელებზე მცენარეული ზეთი წაისვით.
4. ცომი 10 წუთით დასასვენებლად მაცივარში შედგით.
5. ცომიდან პატარა ძეხვი გაიყვანეთ და 5 ნაწილად გაყეთ. თითოეული ნაწილი თხელ, მრგვალ ბლითებად გააბრტყელეთ.
6. ბლითები მთელ დიამეტრზე ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. ტაფა გაახურეთ.
7. საშუალო ცეცხლზე კვერები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ტაფაზე ზეთის წასმა საჭირო არაა. როცა კვერები შეიწვება, შეგიძლიათ კარაქი წაუსვათ.
უბრალოდ შეხედეთ, როგორი მადის აღმძვრელი კვერები გამოვიდა. ეს მაღაზიაში ნაყიდი პურის შესანიშნავი ალტერნატივაა. კვერების მომზადებაზე უფრო მარტივი არაფერია.
ეს დიასახლისი კვერებს ისე მოხერხებულად აცხობს, რომ მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. ვიდეო ნახეთ, სადაც დიასახლისი დეტალურად გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ ხრაშუნა კვერები.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.