ალბათ გსმენიათ გამოთქმა „იღბლიანი ვარსკვლავის ქვეშ დაიბადა“. თუმცა, ჩინელებმა ის ოდნავ შეცვალეს და ამბობენ “იღბლიანი რიცხვის ქვეშ დაიბადა”. აღმოსავლური ჰოროსკოპის შემქმნელებს მტკიცედ სჯერათ კავშირი ნუმეროლოგიასა და ასტროლოგიას შორის. ისინი ამტკიცებენ, რომ დაბადების წლის ბოლო ციფრი გავლენას ახდენს პიროვნების ტიპზე. და მართლაც, უმეტეს შემთხვევაში აღწერა ზუსტად ემთხვევა.
როგორ განსაზღვრავს თქვენს ხასიათს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი
აღმოსავლელი ბრძენები თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათი დამოკიდებულია არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანზე, არამედ დაბადების წლის რიცხვების კომბინაციაზეც. უფრო მეტიც, მათ დაადგინეს, რომ თითოეულ ნომერს ცალკეული სტიქია მფარველობს. ეს სტიქიები სულ ხუთია: წყალი, დედამიწა, ხე, ცეცხლი და ლითონი. სტიქიები ასევე გავლენას ახდენენ ადამიანების ხასიათსა და ჩვევებზე.
თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი არის 0 ან 1
თუ წელი, რომელშიც ამ ქვეყანას მოევლინეთ, რომელიმე ამ რიცხვით მთავრდება, თქვენ ლითონის სტიქია გმფარველობთ. ასეთი ადამიანები ყოველთვის იცავენ საკუთარ აზრს და ურყევად სჯერათ პირადი შეხედულებების. ისინი მიზანდასახულები და დამოუკიდებლები არიან. გარდა ამისა, არჩეული მიზნის მისაღწევად, მათ შეუძლიათ გამოიჩინონ მოთმინება და შეინარჩუნონ სიმშვიდე რთულ სიტუაციებში. ამ ელემენტის ქვეშ დაბადებულები ითვლებიან საიმედო პარტნიორებად როგორც სამსახურში, ასევე ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა, ზოგჯერ მათი ერთგულება საკუთარი ოცნებებისა და მისწრაფებებისადმი, ხელს უშლის რეალური მდგომარეობის დანახვაში. მათი ხასიათის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ისინი ცუდად რეაგირებენ კრიტიკაზე და შეუძლიათ იმპულსურად იმოქმედონ, როდესაც ვინმე მიუთითებს მათ შეცდომებზე.
თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი არის 2 ან 3
მფარველი სტიქია – წყალი. ამ ელემენტის ადამიანებს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი ემპათები. მათ იციან როგორ იგრძნონ სხვისი ემოციები. მათი დაბადების წლის ბოლო ციფრი განსაზღვრავს მათ კომუნიკაბელურობასა და ემპათიურობას. უდავოდ, წყლის ელემენტის პიროვნებები გამოირჩევიან შემოქმედებითობითა და არტისტულობით. მათ ასევე იციან როგორ მოერგონ სწრაფად ნებისმიერ საზოგადოებას და ცხოვრებისეულ სიტუაციებს. თუმცა, სხვა ადამიანების განცდებისადმი მგრძნობელობა მათ საშუალებას აძლევს ადვილად იმანიპულირონ სხვებით. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ბუნებრივი ხიბლი საკუთარი თავის სასარგებლოდ.
თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი არის 4 ან 5
ეს რიცხვები შეესაბამება ხის სტიქიას. შესაბამისად, 4 და 5 ციფრების ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან სტაბილურები და შრომისმოყვარეები არიან. ისინი გამოირჩევიან მორალური ქცევით და პრინციპული ხასიათით. კეთილშობილება და სიტუაციის ანალიზის უნარი ასევე შედის ამ პიროვნების მახასიათებლების სიაში. ეს ადამიანები არიან თავდაჯერებულები, მაგრამ აქედან მომდინარეობს მათი სისუსტეც – ისინი ცდილობენ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთონ. გარდა ამისა, გულუხვობის გამო, ასეთი პიროვნებები ხშირად გამოირჩევიან მფლანგველობით.
თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი არის 6 ან 7
ამ ციფრებს მართავს ცეცხლი. შინაგანი ენთუზიაზმი ასეთ ადამიანებს გამუდმებით თავგადასავლებისკენ და ახლის შეცნობისკენ უბიძგებს. ზოგადად, ისინი ცდილობენ მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და უნარები. ბუნებრივი ლიდერული თვისებები ცეცხლოვან ინდივიდებს შესანიშნავ ხელმძღვანელებად აქცევს. უფრო მეტიც, მათ ხელს უწყობს ინტელექტის მაღალი დონე, დარწმუნების უნარი და ვიზუალური მიმზიდველობა. გარდა ამისა, მათ აქვთ განვითარებული ინტუიცია და სიტუაციის განცდა, რაც ხელს უწყობს საქმეების წარმართვაში. თუმცა, ასეთი თვისებების გამო, ამ ელემენტის ადამიანები ზოგჯერ ქედმაღლობენ და გადამეტებულ სიუხეშეს იჩენენ სხვების მიმართ.
თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი არის 8 ან 9
ამ რიცხვების ელემენტია დედამიწა. ამ წლებში დაბადებულთა მთავარ განმასხვავებელ თვისებად რაციონალურობა ითვლება. ისინი ღრუბლებში არ დაფრინავენ და რეალისტურ, მიღწევად მიზნებს ისახავენ. ზოგადად, ამოცანებისადმი ასეთი მიდგომა ეხმარებათ კარიერაში წარმატების მიღწევაში და ფულის გამომუშავებაში. მიუხედავად ამისა, მიწის ელემენტის პიროვნებები არ ანიჭებენ პრიორიტეტს სამსახურს და პირველ ადგილზე აყენებენ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ისინი ყოველთვის აიღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე, რის გამოც მათ სანდო კომპანიონებად მიიჩნევენ. შესანიშნავი ინტელექტი და მოთმინება მხოლოდ აორმაგებს მათ წარმატებას. თუმცა, ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან ძალაუფლების მანიისკენ, სურთ რაც შეიძლება მეტი კონტროლი მოიპოვონ.
მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ნუმეროლოგიის, ბევრი ადამიანი რეალურად აღნიშნავს, რომ დაბადების წლის ბოლო ციფრი განსაზღვრავს ხასიათს. რა თქმა უნდა, ხასიათისა და ქცევის ზოგიერთი თვისება ჩვენში ენერგეტიკულ დონეზეა ჩადებული. მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების მანძილზე აღმოსავლელი ბრძენები მხოლოდ ადასტურებდნენ ამ თეორიას.