უმეტესობა ჩვენგანი თვლის, რომ ჩვენი სახლი თავისუფლების პატარა კუნძულია, სადაც ემოციების დამალვა საჭირო არ არის. სამსახურიდან დაბრუნებისას გვინდა ოჯახის წევრებთან დავიჩივლოთ და ვთქვათ ყველაფერი ცუდი, რაც დღის განმავლობაში გულში დაგვიგროვდა. თუმცა ხშირად ასეთი აფეთქებების გამო სახლში ენერგეტიკა ამ გამოცდილებას შთანთქავს. დროთა განმავლობაში იმდენად იზრდება მათი რაოდენობა, რომ სახლში ყოფნა უსიამოვნო ხდება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ბინა ნეგატივისგან ბებიის მეთოდის გამოყენებით.
ხრიკი, როგორ გაწმინდოთ ბინა ნეგატივისგან
რამდენიმე თვის წინ ბებიას ვესტუმრე სოფელში. კიდევ ერთხელ შევნიშნე, რომ ყველა ოთახის კუთხეში ჭიქა წყალი ჰქონდა დადგმული. ეს ადრეც მინახავს, მაგრამ არ მიკითხავს, რატომ აკეთებდა ამას. თურმე ბებია დიდი ხანია იყენებს გამოცდილ მეთოდს სახლის ნეგატივისგან გასაწმენდად. ამბობს, რომ როგორც კი გრძნობს უმიზეზო დაღლილობას, სისუსტეს და თავის ტკივილს, მაშინვე ამ ხრიკს მიმართავს და ყველაფერი ქრება! გადავწყვიტე, პირადად გამომეცადა, რადგან ბოლო დროს მსგავსი სიმპტომები მაწუხებს. უკვე ერთ დღეში თავი უფრო თავისუფლად და კომფორტულად ვიგრძენი. ნამდვილად მუშაობს.
ინგრედიენტები რიტუალისთვის:
- 1 ჭიქა სუფთა წყალი
- 2 ს/კ მსხვილი მარილი
- 1 ს/კ სუფრის ძმარი
მოქმედების წესი:
1. ბინის ნეგატივისგან გაწმენდის ხრიკი ძალიან მარტივია. ოთახის კუთხეში მოათავსეთ 1 ჭიქა წყალი (შეგიძლიათ პირდაპირ იატაკზე მოათავსოთ). დაუმატეთ ჯერ ძმარი, შემდეგ მარილი. მარილს არ აურიოთ. დაე, ნელ-ნელა გაიხსნას წყალში. ამ სახით ჭიქა წყალი 1 დღე გააჩერეთ.
2. უძველესი დროიდან მარილი ნომერ პირველ საშუალებად ითვლება ბოროტ სულებთან და ცუდ ენერგიასთან ბრძოლაში. ითვლება, რომ მარილი ნელ-ნელა გახსნით, უმკლავდება ნეგატივს 24 საათის განმავლობაში. ძმარი პროცესს აძლიერებს. ზოგი აღნიშნავს, რომ მარილის დარჩენილი კრისტალები წყლის ზედაპირზეც ამოდის. ეს ნიშნავს, რომ სახლში იყო ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია და მარილმა იგი შთანთქა. 1 დღის შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ.
როგორ მუშაობს ეს ხრიკი მეცნიერული თვალსაზრისით?
თუ არ გჯერა მისტიკის და ეზოთერიზმის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლის ნეგატივისგან გაწმენდის ეს მეთოდი თქვენთვის არაა. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაამტკიცეს, რომ მსგავსი ხალხური საშუალება ნამდვილად ებრძვის დაღლილობას და სისუსტეს. საქმე იმაშია, რომ აორთქლებისას გახსნილი მარილი ჰაერს უარყოფითი იონებით მუხტავს. ისინი ამშვიდებენ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას და აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას. ადამიანი გრძნობს განწყობის გაუმჯობესებას და ენერგიის მოზღვავებას. პრინციპი ზუსტად იგივეა, რაც მარილის გამოქვაბულებში ან თუნდაც ზღვის სანაპიროზე. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მცირე მასშტაბით. სწორედ ამიტომ, ბებიამ მირჩია რიტუალის ჩატარება 1 კვირის განმავლობაში ეფექტის გასამყარებლად. ამავდროულად, ძმარი ჰაერს შესანიშნავად წმენდს და ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის გაქრობას.
ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ ბინა ნეგატივისგან. უმიზეზო დაღლილობის და ცუდი განწყობის პირველივე ნიშნებზე ამ ხრიკით ისარგებლეთ. იგრძნობთ, როგორ გაქრება მთელი დაგროვილი ცუდი ენერგია რამდენიმე დღეში. სუნთქვას გამარტივდება. გისურვებთ სიმშვიდეს და კომფორტს საკუთარ სახლში და პოზიტივის გარემოცვაშის ყოფნას.