ექიმებმაც აღიარეს – რატომ არის სასარგებლო კარტოფილის წვენი ორგანიზმისთვის

62

ყველა დიასახლისმა იცის კარტოფილის კერძების მრავალი რეცეპტი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ძირნაყოფიდან შესაძლებელია წვენის გაწურვა, რომელიც ორგანიზმს პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. „პაპარაცი“ გიამბობთ, რა სარგებელი აქვს კარტოფილის წვენს და როგორ მოვამზადოთ სწორად.

რატომ არის სასარგებლო კარტოფილის წვენი?

ეს სითხე გაჯერებულია მრავალი მიკროელემენტით და ვიტამინით. კარტოფილის წვენი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას და სხვას. გარდა ამისა, მასში საკმარისი რაოდენობის B ჯგუფის, ასევე C, E, PP ვიტამინებია. წვენის დალევით შეავსებთ ყველა საჭირო რეზერვს, რაც ორგანიზმს გამართული მუშაობისთვის სჭირდება.

ორგანოები, რომელთათვისაც კარტოფილის წვენი სასარგებლოა

  • ღვიძლი. როგორც ცნობილია, ეს ორგანო ჩვენი სისხლის ფილტრის როლს ასრულებს. მეცნიერებმა კარტოფილის წვენში აღმოაჩინეს სპეციალური ნივთიერება, რომელიც ტოქსინების განადგურებას ხელს უწყობს. რაციონში მისი დამატებით ღვიძლის მუშაობას ოდნავ შეამსუბუქებთ. ასე ამ არეში თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
  • კუჭი. კარტოფილის წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას. ასევე დადებითად მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, აძლიერებს. ზოგი ირწმუნება, რომ ეს ხალხური საშუალება კარგია გულძმარვის ეფექტის შესამსუბუქებლად.

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა. აქ კალიუმის შემცველობა დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამ ელემენტის მიღებაა რეკომენდებული ქოლესტერინის დაფების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ასე შეძლებთ სისხლძარღვების პრობლემებისგან თავის დაცვას.
  • დიაბეტის დროს. ახალი კარტოფილით შეგიძლიათ მოამზადოთ ხალხური საშუალება დიაბეტისთვის. ეს სამკურნალო მეთოდი არაა, მაგრამ ტრადიციული თერაპიის ეფექტის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

როგორ გავწუროთ კარტოფილის წვენი და მივიღოთ?

  1. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. რამდენიმე ახალი კარტოფილი (აუცილებლად წანაზარდების და მწვანე ნაწილების გარეშე) წვრილად გახეხეთ. მიღებული პიურე მარლაში მოათავსეთ და წვენი გაწურეთ.
  2. სითხე 1-2 წუთი გააჩერეთ. ეს საჭიროა, რომ ზედმეტი სახამებელი ჭურჭლის ძირში დაილექოს. თუმცა თუ კარტოფილის წვენს 10 წუთზე მეტხანს გააჩერებთ, სჯობს აღარ დალიოთ.
  3. მიღება დაიწყეთ რამდენიმე სუფრის კოვზით ჭამამდე 20 წუთით ადრე. დროთა განმავლობაში ეს რაოდენობა მეოთხედ ჭიქამდე გაზარდეთ.

კარტოფილის წვენი დაგეხმარებათ მოიმარაგოთ საჭირო ვიტამინები და მინერალები. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში. სერიოზული პრობლემების შემთხვევაში თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის. ხალხური საშუალების მიღება შესაძლებელია მხოლოდ გვერდითი მოვლენების არარსებობის შემთხვევაში, ამიტომ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა არ დაგავიწყდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს