ყველა დიასახლისს სურს, რომ მის ტანსაცმელს გარეცხვის შემდეგ სასიამოვნო სურნელი ასდიოდეს და ეს სასიამოვნო არომატი დიდხანს შენარჩუნდეს. სასურველია, რომ ეს ეფექტი მივიღოთ ქიმიური საშუალებების დამატების გარეშე, რომლებმაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რომელი ბუნებრივი არომატიზატორები დაგეხმარებათ ასეთი სურვილის რეალობად ქცევაში.
სარეცხის ბუნებრივი არომატიზატორები ქიმიკატების გარეშე
ვის არ უყვარს ის გრძნობა, როცა მძიმე დღის შემდეგ თბილ საწოლში წვები და თეთრეული სისუფთავით ბრწყინავს. დამეთანხმებით, ეს საუკეთესო რელაქსაციაა. სწორედ ეს სიახლის განცდა გვჩუქნის ასეთ ემოციებს. დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რომელი თეთრეულის არომატიზატორები დაგეხმარებათ არა მხოლოდ არომატის გაუმჯობესებაში, არამედ ქსოვილის დარბილებაშიც. ჩვენ ვისაუბრებთ, რამდენიმე ხრიკზე, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. უფრო მეტიც, ყველა საჭირო ინგრედიენტი აბსოლუტურად ბუნებრივია და, სავარაუდოდ, უკვე არის თქვენს სამზარეულოში.
სოდა
როგორც უკვე იცით, სოდა მრავალი ყოველდღიური პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. მისი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სხვადასხვა ზედაპირისა და ჭურჭლის გასაწმენდად, არამედ სარეცხის რეცხვისას. საკმარისია მხოლოდ ნახევარი ჭიქა ამ ფხვნილის დამატება პირდაპირ სარეცხი მანქანის დოლურაში და შესანიშნავი შედეგი სახეზე იქნება. ჯერ ერთი, სოდა გააქრობს ნებისმიერ უსიამოვნო სუნს, რომელიც ქსოვილმა შეითვისა. მეორეც, როგორც ბუნებრივი გამწმენდი, ის ჩამჯდარი ლაქების მოშორებაშიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სოდა კარგად არბილებს წყალს. თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა, აუცილებლად გამოიყენეთ ეს ხრიკი. ამ შემთხვევაში სარეცხი ფხვნილის ან გელის ეფექტურობა გაიზრდება. თქვენი ნივთები სისუფთავით გაბრწყინდება და არომატიც შესანიშნავი იქნება.
ლიმონის წვენი
ლიმონი ასევე ითვლება ბუნებრივ არომატიზატორად და გამწმენდ საშუალებად. საკმარისია, დაამატოთ ამ სითხის ერთი ჭიქა გელთან ერთად სარეცხი მანქანის ფხვნილის განყოფილებაში. არ შეგეშინდეთ, რომ წვენი დააზიანებს თქვენს მანქანას. პირიქით, ეს ხელს შეუწყობს მის გაწმენდას. ხშირად ხდება, რომ ნივთებზე უსიამოვნო სუნი ჩნდება ზუსტად იმიტომ, რომ მანქანა საჭიროებს გაწმენდას. ამ შემთხვევაში, გამოცდილი დიასახლისები იყენებენ ლიმონმჟავას. ამავდროულად, ლიმონის წვენი თქვენს სარეცხს ციტრუსის არომატს და სირბილეს შემატებს.
ეთერზეთები, როგორც სარეცხის არომატიზატორები
ეთერზეთებს ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში და გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ. ბევრი ყიდულობს მათ ზუსტად სუნის გამო, მაგრამ მათ უფრო დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ზოგიერთ ესენციას აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ეფექტი. სწორედ ის, რაც გვჭირდება თეთრეულის რეცხვისას, რომელიც ასე მჭიდრო კავშირშია სხეულთან. ეჭვგარეშეა, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არომატიც. აირჩიეთ დამამშვიდებელი ლავანდა, გვირილა, ჟასმინი, ვალერიანა, ლიმონი, კედარი და სხვა. რა თქმა უნდა, არ უნდა გადააჭარბოთ – უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ფხვნილის განყოფილებაში სარეცხ საშუალებებთან ერთად.
ეს ბუნებრივი სარეცხის არომატიზატორები თქვენს ტანსაცმელს განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს. სიახლის შეგრძნება გაცილებით დიდხანს შენარჩუნდება. გარდა ამისა, არ მოგიწევთ ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ კონდიციონერებზე, რომლებიც მხოლოდ ნიღბავს უსიამოვნო სუნს და არ აქრობს მათ.