ქალს ყოველთვის სურს ცვლილებების შეტანა გარეგნობაში. როგორც წესი, ეს ცვლილებები ვარცხნილობას ეხება. განახლების სურვილი გვიბიძგებს ექსპერიმენტებისკენ, რომელიც ყოველთვის კარგად არ სრულდება. თუ თქვენც გაქვთ თმის უჩვეულოდ შეღებვის სურვილი, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ აირჩიოთ თმის ფერი, რომელიც უფრო ახალგაზრდულად გამოგაჩენთ.
მახსოვს, სტუდენტობის წლებში მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გარეგნობის განახლება და მაღაზიაში ვიყიდეთ ყველაზე მოდური ფერის საღებავი. ჯერ მეგობარმა შეიღება. დაღლილი ბადრიჯნისფერი საღებავის ჩამობანისას სარკეში დაბერებული ქალი დაინახა და გული კინაღამ გაუსკდა. საღებავი ძალიან გამძლე აღმოჩნდა, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეკრული თმით დადიოდა, რომ როგორმე შეენიღბა ეს დამაბერებელი ფერი სახიდან. მისი ბედი რომ არ გაიზიაროთ, გასწავლით, როგორ აირჩიოთ თმის ფერი, რომელიც უფრო ახალგაზრდულს გამოგაჩენთ.
როგორ ავარჩიოთ თმის ფერი უფრო ახალგაზრდული იერის მისაღებად
გახსოვდეთ, რომ თმის ფერი ინდივიდუალური თემაა. თმის ფერის ასარჩევად ინდივიდუალურ გარე მახასიათებლებს უნდა დააკვირდეთ. სხვა სიტყვებით, გაიხსენეთ თქვენი ფერის ტიპი, უფრო ზუსტად მისი ტემპერატურა.
ფერის ტიპი – კანის, თმის და თვალის ფერის კომბინაცია, რომელიც გარეგნობის საერთო ტემპერატურას განსაზღვრავს. ყველა ფერის ტიპი შეიძლება დაიყოს სეზონების მიხედვით: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. გაზაფხული და შემოდგომა თბილი ფერის ტიპებად ითვლება, ხოლო ზაფხული და ზამთარი ცივია. თქვენი ფერის ტიპის დასადგენად მარტივი ტესტი ჩაატარეთ.
დადექით სარკის წინ და სახესთან მიიტანეთ ნარინჯისფერი ქსოვილი. როგორ შეიცვალა სახე? თბილი ფერის ტიპის წარმომადგენლის სახე უფრო განათდება, თვალები გამოკვეთილი გახდება. თუ სახე მიწისფერი გახდა, თვალები ჩამუქდა, ყველა ნაოჭი და მუქი წრეები თვალების ქვეშ გამოჩნდა, ცივი ფერის ტიპს მიეკუთვნებით. თუ ქსოვილის ფერს შავით შეცვლით, საპირისპირო შედეგს მიიღებთ.
სწორედ თქვენი ფერის ტიპი უნდა გაითვალისწინოთ, რომ თმის ახალი ფერი თქვენს გარეგნობას ჰარმონიულად შეერწყას. ცივი ფერის ტიპისთვის შესაფერისია ცივი შეფერილობა, თბილისთვის, შესაბამისად, თბილი.
ცივი ქერა
ხშირად, ქალები ირჩევენ თბილ ფერებს გარეგნობის გასაახლებლად და გასაახალგაზრდავებლად. და არა სულ ტყუილად, ქერა თმა სახეს რამდენიმე წელს მარტივად აკლებს. მთავარია, ელფერი სწორად შეარჩიოთ. პოპულარული ცივი ქერა ყველას არ უხდება. ეს ფერი ყველაზე მეტად ამშვენებს ქალებს, რომელთაც აქვთ ცივი ფერის კანი და ვარდისფერი ქვეტონი. ასეთი ფერი მათ იერს განაახლებს და კანის მცირე ნაკლოვანებებს დამალავს.
სტილისტები გირჩევენ ქერა თმა გააზავოთ ვარდისფერ და ცისფერ ჩრდილებში ხიბლის შესამატებლად. ამისთვის საკმარისია სახის წინ რამდენიმე კულულის გაღიავება და მსუბუქი ტონირება. ომბრეს ან ბალიაჟის გამოყენებით თმის ბოლოები სასურველ ფერში შეგიძლიათ გააფორმოთ.
თბილი ქერა
თუ თქვენს კანს აქვს ოქროსფერი, ყვითელი, კაკლისფერი ან ზეთისხილისფერი ქვეტონი, ყურადღება მიაქციეთ ქერას თბილ ელფერებს. აქ შედის კარამელისფერი, ხორბლისფერი, ოქროსფერი, თაფლისფერი და სხვა თბილი ელფერები.
უფრო მოდურად რომ გამოიყურებოდეთ ატმის და მარწყვის ჩრდილებს ყურადღება მიაქციეთ. საოცრად ელეგანტურად გამოიყურება და სახის საერთო იერს უფრო ახალგაზრდულს აჩენს.
ღია ათინათი
თუ მთელი ცხოვრება მუქ თმას ატარებდით და ქერა საერთოდ არ მოგწონთ, ფერის განახლება რამდენიმე ღია კულულით შეგიძლიათ. საერთო მასაში ოქროსფერი კულულები ისე გამოიყურება, თითქოს მზეზე გახუნდა. ამასთან კანი გარდაიქმნება და უფრო გარუჯულად და ჯანსაღად გამოიყურება.
თმის იერსახის შესაცვლელად საკმარისია შეღებოთ რამდენიმე კულული სახესთან და თხემზე. ასე თმის ხარისხს დაიცავთ და სალონის ვიზიტზე დიდი თანხის გაღება არ მოგიწევთ.
შოკოლადის ელფერები
ასაკის მატებასთან ერთად მუქ ფერებს რომ არ დაემშვიდობოთ, ყურადღება მიაქციეთ შოკოლადის და ყავისფერის გამას. წაბლი, მოკა, შოკოლადი – ეს ელფერები თბილი ბაზის წყალობით თბილი ტონალობის კანს უფრო ბზინვარეს აჩენს. თან უფრო კეთილშობილურად და ძვირადღირებულად გამოიყურება.
შოკოლადის ელფერები შესანიშნავად ღებავს ღია ქერას, რომელიც ასაკთან ერთად სახეს უფრო მოუვლელს აჩენს. აქ ყველაზე წარმატებულად გამოიყურება რძიანი შოკოლადის, კაკაოს და კარამელის ფერები.
წითური-წითელი
თუ ბუნებით კაშკაშა ქალი ხართ, წითლის ელფერები თქვენს იერს იდეალურად შეავსებს. სწორად შერჩეული ფერით გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მიიღებთ. ცივი ფერის ტიპის ქალისთვის შესაფერისია წითელი ხისფერი, მწიფე ალუბლისფერი, შინდისფერი და ცივი წითელი.
თუ თქვენი ფერის ტიპი თბილია, ყურადღება მიაქციეთ სპილენძის, ლალის და კლასიკური წითლის ელფერებს. არ დაგავიწყდეთ, საღებავის ჩამორეცხვისას ფერი უფერულდება, რამაც თქვენი გარეგნობა შეიძლება გააუარესოს. ამიტომაც წითელი ფერის თმას მუდმივი შენარჩუნება სჭირდება.
შეღებვის რთული ტექნიკა
სადალაქო ინდუსტრია შორს გაიჭრა, ამიტომ ახლა მხოლოდ ერთ ფერში შეღებვით შეზღუდვა საჭირო არ არის. პოპულარულია შეღებვის ისეთი მოდური ტექნიკები, როგორიცაა აირტაჩი, ომბრე, ბალიაჟი და სხვა. მათი დახმარებით შეგიძლიათ განაახლოთ გარეგნობა რამდენიმე კულულის გაღიავებით ან ფერის დაჭიმვის შექმნით ძირიდან წვერამდე.
გარდა ამისა, რთული შეღებვის ტექნიკით ადვილად დაფარავთ ჭაღარას, რაც ფერის შენარჩუნების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. ასეთი შეღებვა უფრო ბუნებრივად და მოცულობითად გამოიყურება.
შავი ფერი
თუ გსურთ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, ყველაზე წარმატებულ ვარიანტად შავი ითვლება. უმეტესობა ჩვენგანს მუქი ფერის თმა ასაკს გვმატებს და კანზე არსებულ ნაკლოვანებებს უფრო თვალსაჩინოს ხდის. ამიტომაც მოლურჯო შავის ნაცვლად აირჩიეთ მოკას, შოკოლადის, ესპრესოს და მსგავსი ელფერები. ასეთი ფერები უფრო მომგებიანად გამოიყურება, შავის კონტრასტს არბილებს.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ფერი მოგიხდებათ, პროფესიონალს მიმართეთ. შეუძლებელია გამოიყურებოდეთ ელეგანტურად და გემოვნებიანად მოუვლელი და არასწორად შერჩეული ფერის თმით. დაე, თქვენი თმა ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს!