
იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანმა ერთხელ თქვა: „პარფიუმი პირველია, რასაც გრძნობს ხალხი, როცა ოთახში შედიხართ, და უკანასკნელია, რაც ქრება, როცა ოთახს ტოვებთ“. ის მართალი იყო, რადგან ქალის სურნელს მისი აღწერა ყველაზე უკეთ შეუძლია. არომატმა დიდხანს რომ გაძლოს, უნდა იცოდეთ, როგორ იპკუროთ სუნამო სწორად.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი რამდენიმე წელი მუშაობდა პარფიუმერულ მაღაზიაში. მან ისწავლა არომატების გარჩევა და მისი კომპონენტებად დაშლა. მისგან გავიგე, რომ არსებობს წერტილები სხეულზე, რომლებიც სუნამოს წასასმელად ყველაზე ოპტიმალურად ითვლება. თურმე, მთელი ცხოვრება სუნამოს არასწორად ვიყენებდი!
როგორ ვიპკუროთ სუნამო, რომ არომატმა დიდხანს გაძლოს?
პარფიუმის არომატი სრულად რომ გაიხსნას, უნდა იცოდეთ, რა ახდენს გავლენას ამ პროცესზე. რა თქმა უნდა, უპირველესად ხარისხიანი პარფიუმი უნდა შეარჩიოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად წაისვათ სუნამო და როგორ გააკეთოთ ეს სწორად. „პაპარაცი“ ამის შესახებ გიამბობთ.
სად ვიპკუროთ სუნამო, რომ სურნელი დიდხანს არ გაქრეს
ჰაერში არომატის გავრცელების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია კანის ტემპერატურაზე, სადაც სუნამო იპკურეთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სუნამო წაისვათ გარკვეულ „ცხელ“ წერტილებში. ასეთ ადგილებში სისხლძარღვები კანთან მაქსიმალურად ახლოს მდებარეობს. მისი პულსაცია იწვევს პარფიუმის არომატის მაქსიმალურად სწრაფად გავრცელებას ჰაერში. ასეთ წერტილებად ითვლება:
- მაჯა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი სუნამოს წასასმელად. აქ არის სისხლძარღვების დიდი გროვა, ამიტომ არომატი კარგად ვითარდება და დიდხანს ძლებს. ამასთან, ხელის მოძრაობით არომატი განახლდება და განწყობას აგიმაღლებთ.
- იდაყვი. ეს ადგილიც არომატს შესანიშნავად ინარჩუნებს. არომატი თანდათან გავრცელდება, რაც დაგიცავთ თქვენ და გარშემომყოფებს ზედმეტად მომაბეზრებელი სუნისგან.
- კისრის უკანა ნაწილი. ერთ-ერთი წერტილი, სადაც არომატი ყველაზე დიდხანს ძლებს. ამ ადგილზე წასმისას სუნამო ძალიან ნაზად იგრძნობა. შესაფერისია მათთვის, ვისაც ძალიან მგრძნობიარე რეცეპტორები აქვს. გარდა ამისა, სუნამოს წასმის ეს მეთოდი იდეალურია ცხელ სეზონზე, როცა ძალიან ინტენსიურმა არომატმა შეიძლება დაგვახრჩოს.
- ყურის უკან. აქ ქალები სუნამოს ხშირად იპკურებენ. აქ პარფიუმი არა მხოლოდ კარგად იხსნება, არამედ დიდხანს ძლებს. განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ პარფიუმი ორივე ყურის უკან წაისვით.
- მუხლის ღრუში. იდეალურია ადგილია პარფიუმის წასასმელად, რომ შექმნათ არომატული შლეიფი, მაგრამ ნაკლებად მოსაბეზრებელი.
- ჭიპის ზემოთ. ადგილი, სადაც მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურა სუნამოს უფრო მოცულობით და კაშკაშად გახსნას ხელს უწყობს.
- თმა. პულსაციის წერტილები არ აქვს, მაგრამ მასზე წასმისას არომატი დიდხანს ძლებს. ასეთი წასმის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სუნი ვრცელდება ჰაერში თავის ყოველი მოძრაობისას. ასე მუდმივად არომატული ღრუბლის გარემოცვაში იქნებით.
როგორ ვიპკუროთ სუნამო ისე, რომ არომატმა დიდხანს გაგვახაროს?
პარფიუმის წასასმელი ადგილების გარდა უნდა იცოდეთ მისი გამოყენების გარკვეული თავისებურების შესახებ. ეს დაგეხმარებათ თავი ყოველთვის საუკეთესოდ იგრძნოთ.
1. მხოლოდ სუფთა კანზე
სუნამო მხოლოდ სუფთა კანზე უნდა წაისვათ. უმჯობესია ამის გაკეთება შხაპის შემდეგ, როდესაც კანი ოდნავ სველია. ასე არომატი სრულად გაიხსნება. ჭუჭყიან კანზე არომატი შეერევა ოფლს და ძალიან არაპროგნოზირებად კოქტეილს შექმნის. გახსოვდეთ, რომ ოფლის სუნი სუნამოთი არ უნდა დაფაროთ.
2. არ იპკუროთ სუნამო ტანსაცმელზე
როგორც იცით, არომატის პირამიდა სრულად მხოლოდ კანზე შეიძლება გამოვლინდეს. ქსოვილზე წასმისას პარფიუმი უსახურად ჟღერს, ხოლო სინთეტიკაზე წასმისას წარმოუდგენლად შეიძლება დამახინჯდეს. გამონაკლისია ნატურალური ბეწვი, რომელიც სუნამოს არომატს შესანიშნავად ინარჩუნებს.
3. არ იპკუროთ თმაზე
საქმე იმაშია, რომ პარფიუმი შეიცავს სპირტს, რომელიც თმაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე წვეთი სუნამო სავარცხელს წაუსვით და დაივარცხნეთ. მნიშვნელოვანი პირობა: თმა სუფთა უნდა იყოს.
4. არ შეიზილოთ სუნამო
ხშირად ამ შეცდომას უცოდინრობის გამო უშვებენ. ასე პარფიუმის არომატი სრულიად შეიძლება შეიცვალოს. პარფიუმერების მიერ საგულდაგულოდ შექმნილი პირამიდა მთლიანად ირღვევა, როცა მაჯებზე სუნამოს იპკურებთ და შემდეგ იზილეთ. დააცადეთ პარფიუმს კანში შეწოვა და გახსნა.
5. შექმენით არომატული ღრუბელი
პარფიუმის რაოდენობაში რომ არ გადააჭარბოთ, ერთი ხრიკი გამოიყენეთ. სუნამო ჰაერში გააფრქვიეთ, შემდეგ ამ არომატულ ღრუბელში შედით. პარფიუმის ნაწილაკები კანზე, თმაზე და ტანსაცმელზე დაილექება, რაც სუნს ძალიან ნაზად გაავრცელებს.
ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ სუნამოს 100%-ით გამოყენებაში.