სვიტრი საკიდზე – როგორ ჩამოვკიდოთ სწორად ისე, რომ არ გაიწელოს

4

ყველას გვიყვარს თბილი, მყუდრო სვიტრების ჩაცმა ზამთარში. ის ყინვაში კარგად გვათბობს და მოდურად გამოიყურება, მაგრამ ასეთი ტანსაცმელი ადვილად ცვდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნივთების არასწორად შენახვა კარადაში. უკეთესია სვიტრები ჩამოკიდოთ საკიდზე, მაგრამ არა ისე, როგორც მიჩვეული ხართ. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს ისე, რომ ნივთები არ გაიწელოს.

ნივთების მარტივად შენახვა კარადაში საკიდზე

ბევრი მოდის ექსპერტი გირჩევთ, რომ ტრიკოტაჟის და ბეწვის სვიტრები თაროებზე დაკეცილი არ შეინახოთ. ამ შემთხვევაში ნამდვილად დაიჭმუჭნება. ქსოვილი საკმაოდ დელიკატურია, ამიტომ ასეთი ნივთები დაუთოებისას ადვილად შეიძლება დაზიანდეს. თან სჭირდება დრო, რომელიც ყოველთვის გვაკლია.

ამის მიუხედავად, სვიტრის საკიდზე უბრალოდ ჩამოკიდება არ შეიძლება. დიახ, ასე სვიტრი არ დაიჭმუჭნება, მაგრამ ნამდვილად გაიწელება. ნივთი ფორმას დაკარგავს, მხრებზე უშნოდ ამოიბერება. ასეთი სვიტრის ჩაცმის სურვილი დაგეკარგებათ, მაქსიმუმ სახლში თუ ჩაიცვამთ. მსგავს შედეგს მარტივად აიცილებთ თავიდან, თუ ტანსაცმელს საკიდზე სწორად ჩამოკიდებთ. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს.

სვიტრის საკიდზე ჩამოკიდების მეთოდები

ვარიანტი 1

1. სვიტრი საკიდზე სწორად რომ ჩამოკიდოთ, შუაზე გადაკეცეთ, სახელო სახელოზე. საკიდი მოათავსეთ სვიტრის სახელოსა და ტანს შორის დახრილი კუთხით. საკიდის კავი სვიტრის იღლიის გარეთ უნდა მდებარეობდეს.

2. შემდეგ სახელოები საკიდში მოათავსეთ. იგივე სვიტრის ძირითად ნაწილზე გაიმეორეთ. ასეთ მდგომარეობაში კარადაში ჩამოკიდეთ. არათუ არ გაიწელება, არამედ დაუთოებულიც დარჩება.

ვარიანტი 2

1. სვიტრი ზედაპირზე სწორად გაშალეთ. შემდეგ სვიტრის ძირითადი ნაწილი სახელოებამდე საკიდში გაატარეთ.

2. ასწიეთ საკიდი ნივთთან ერთად, რომ სვიტრი შუაზე გადაიკეცოს. სვიტრის სახელოებიც თანაბრად გადაკიდეთ საკიდის ღერძზე, რომ ჩამოკიდებული არ იყოს. მზადაა.

ვარიანტი 3

1. სვიტრი ბრტყელ ზედაპირზე მოათავსეთ და გაშალეთ. სვიტრის შუა ნაწილში საკიდი მოათავსეთ ისე, რომ კაუჭი საყელოსკენ მიმართული იყოს.

2. სახელოები საკიდის მხრებს შემოახვიეთ და საკიდში გაატარეთ. სახელოები მაქსიმალურად ქვემოთ ჩამოწიეთ, რომ სვიტრი არ ჩამოცურდეს. ახლა სვიტრი კარადაში შეგიძლიათ ჩამოკიდოთ.

როგორც ხედავთ, ყველა ამ მეთოდს სულ რამდენიმე წამი სჭირდება. დაფიქრდით, რამდენ დროს დაზოგავთ დილით სამსახურში წასვლამდე დაუთოებაზე. ნივთების სწორად შენახვით ტანსაცმელს კარგ ფორმაში უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ. გამოიყენეთ ეს ხრიკები, რომ გაახანგრძლივოთ საყვარელი სვიტრების სიცოცხლე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს