გამოცდილი მებოსტნის რჩევით სოდის სასუქი გამოვიყენე და პომიდვრის ნერგები სწრაფად გაიზარდა

2

გამოცდილი მებოსტნეები წინასწარ გეგმავენ, თუ რას დარგავენ გაზაფხულზე ნაკვეთში. უდავოდ, უმეტესობა მათგანი ირჩევს პომიდორს დასარგავად, რომ შემდეგ მთელი ზაფხული მიირთვას საკუთარ ბოსტანში გაზრდილი პროდუქტებიდან მომზადებული გემრიელი ბოსტნეულის სალათები. გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ მოსავლის სწრაფად მისაღებად ნერგებს მომზადება სჭირდება. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ დააჩქაროთ პომიდვრის ნერგების ზრდა.

ხრიკები, როგორ დავაჩქაროთ პომიდვრის ნერგების ზრდა

ბებიაჩემი საზაფხულო დარგვისთვის ყოველთვის ნერგებს ეყრდნობა. თესლის დათესვა უფრო მოსახერხებელია, მაგრამ დარწმუნებული ვერ იქნებით, ნამდვილად ამოვა თუ არა. უამინდობის გამო ნაკვეთში მიწა ცივი შეიძლება იყოს მცენარეებისთვის, რომ ნიადაგში კარგად დამკვიდრდეს. ბებია იყენებს სოდის შესანიშნავ ნარევს, რომ ბოსტნეულის დროულად დარგვა მოასწროს. ეს ნარევი პომიდვრის ნერგებს სწრაფად ზრდაში ეხმარება. ამრიგად, მცენარე იღებს საკმარის ენერგიას და ძალას, რომ ბოსტანში გადაიტანონ. მის მეთოდს გიზიარებთ.

რა სარგებელი აქვს სოდას პომიდვრის ნერგებისთვის?

ბევრმა იცის, რომ საკვები სოდა ნამდვილად სასარგებლოა საოჯახო საქმეში. მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად, თუმცა მცენარეების სასუქადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სოდა ხელს უწყობს უკვე ჩამოყალიბებული ყლორტების გაძლიერებას, მისი ზრდის ტემპს აჩქარებს. სოდის ხსნარი ნასკვების რაოდენობას ზრდის. ვინც სოდას ამ მეთოდით იყენებს, ამტკიცებს, რომ განოყიერებული პომიდორი უფრო გემრიელი და წვნიანია, ვიდრე ჩვეულებრივი. სოდის ტუტე ხსნარი ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას და იცავს მცენარეს ზოგიერთი დაავადებისა და პარაზიტისგან.

როგორ მოვამზადოთ სასუქი, რომელიც პომიდვრის ნერგების ზრდას აჩქარებს

პომიდვრის გამოსაკვებად ამ ხალხური საშუალების მომზადება ძალიან მარტივია. აი, რამდენიმე რეცეპტი სხვადასხვა მიზნისთვის:

  • ნიადაგის დეზინფექცია ნერგების დარგვამდე. 6 ს/კ საკვები სოდა 2 ლიტრ თბილ წყალში გახსენით. მიწა პომიდვრის დარგვამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ ნარევით მორწყეთ.
  • ზრდის და ყვავილობის დაჩქარება. 3 ლიტრ წყალზე 30 გრამი სოდა დაგჭირდებათ. ამ ხსნარით თითოეული ღერო ფესვებთან მორწყეთ.
  • პომიდვრის ნასკვების სტიმულირება. მას შემდეგ, რაც ნერგები აყვავილდება, მოამზადეთ ხსნარი, 60 გრამი სოდა და 2 ლიტრი წყალი შეურიეთ. პომიდვრის თითოეული ბუჩქის ქვეშ დაახლოებით 500 მლ საშუალება დაასხით.
  • მავნებლებისგან დაცვა და პომიდვრის მომწიფების დაჩქარება. პატარა პომიდვრების გამოჩენის შემდეგ მცენარეს შეასხურეთ ხსნარი, რომელიც 200 გრამი სოდისა და 5 ლიტრი წყლის ნარევს წარმოადგენს.

სხვა როგორ გამოვიყენოთ სოდა?

თუ პომიდვრის ნერგების გაზრდის ნაცვლად პირდაპირ ბოსტანში დათესვას უპირატესობას ანიჭებთ, სოდა მაინც გამოგადგებათ. ყველა გამოცდილმა მებოსტნემ იცის, რომ დათესვამდე თესლს ჩალბობა სჭირდება, რომ მიკრობებისგან გაიწმინდოს და აღმოცენების შანსი გაეზარდოს. ზოგი გირჩევთ ამის გაკეთებას კალიუმის პერმანგანატის ხსნარში. ხალხური საშუალება სოდით ამ მიზნით შესაფერისია. დათესვამდე 24 საათით ადრე თესლი ხსნარში ჩაალბეთ. ამისთვის 2 ს/კ სოდა 2 ლიტრ წყალში გახსენით. მსგავსი დამუშავება თესლს დეზინფექციას ჩაუტარებს და ზრდას გააქტიურებს.

პომიდვრის ნერგების ზრდის დამაჩქარებელი ხრიკები სოდით დაგეხმარებათ მოსავლის სწრაფად მიღებაში. ამავდროულად, არ მოგიწევთ სპეციალური საშუალებების შეძენა და მავნე ქიმიის გამოყენება. ბოსტნეული ნატურალური და გემრიელი გამოვა. ყველაფერი, რაზეც ნამდვილი მებოსტნე ოცნებობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს