ექსპრეს საშუალება ათი ერთში: სახის, სხეულის, თმის და ფრჩხილების მოსავლელად. ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ!

476

ერთ-ერთი სამომხმარებლო კვლევის თანახმად, ქალები ყოველდღიურად 16-დან 20-მდე სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას იყენებენ. ამათგან დაახლოებით ნახევარი თავის მოვლისა და ახალგაზრდობის გამახანგრძლივებელი საშუალებებია. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან ბაზარზე „უნიკალური“ და „რევოლუციური“ პროდუქტი წვიმის შემდეგ გაჩენილი სოკოს სისწრაფით იზრდება.

„პაპარაცი“ სასწაულმოქმედ გელზე გიამბობთ, რომლის გამოყენებას ყოველი შემთხვევისთვის შეძლებთ. ის იმდენად უნივერსალური და ეფექტურია, რომ სინანულის გარეშე მოიშორებთ სრულად უსარგებლო ან არასწორად შერჩეულ საშუალებებს, რომლებიც სააბაზანოს თაროზე ადგილს იკავებენ. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე: გელის მომზადებას მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან თავად შეძლებთ.

საშუალების საბაზისო ინგრედიენტი ალოე ვერას რბილობია, რომლის სარგებლის შეფასება უბრალოდ შეუძლებელია. ნახეთ, ამ მრავალფუნქციური პროდუქტის გამოყენების სპექტრი!

როგორ გამოვიყენოთ უნივერსალური ალოეს გელი

თმის ნიღაბი: თავის კანზე და თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით, ნახევარი საათით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.

თმის ბოლოების საშუალება: ცოტა გელი სუფთა, სველ თმის ბოლოებში წაისვით, რომ სიმშრალის და გაყოფისგან დაიცვათ.

რუჯის შემდგომი ლოსიონი: კანს შესანიშნავად ამშვიდებს და აგრილებს.

დამარბილებელი საშუალება იდაყვებისა და მუხლებისთვის: აქერცვლას და კანის გაუხეშებას თავიდან აგაცილეთ.

ხელის კრემი: კანს ფირის ეფექტის გარეშე არბილებს და ატენიანებს.

ფრჩხილებისა და მის ირგვლივ თხელი კანის კრემი: ფრჩხილების მტვრევას თავიდან აგაცილებთ. თხელი კანის დარბილებასა და უმტკივნეულოდ მოშორებაში დაგეხმარებათ.

გაპარსვის და ეპილაციის შემდგომი საშუალება: ქავილს, გაღიზიანებას, სიწითლეს აქრობს და კანზე გამონაყარს აფერხებს.

სახის ნიღაბი: სქელ ფენად წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ, ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ.

სახის, ქუთუთოს, ყელის კრემი: გამაახალგაზრდავებელი მასა წებოვან შეგრძნებას არ ტოვებს. სწრაფად იწოვება და გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის იდეალურია.

კრემის ქვეშ ემულსია: გაუწყლოებული და ჩამოწელილი კანისთვის მკვებავი კრემის ქვეშ დამატებითი დატენიანებისთვის წაისვით.

როგორ მოვამზადოთ უნივერსალური ალოეს გელი სახლის პირობებში

მრავალფუნქციური ალოეს გელის მოსამზადებლად ინგრედიენტების ნაწილს ფანჯრის რაფაზე, ნაწილს კი აფთიაქში იპოვით.

ინგრედიენტები:

  • 2-3 ალოე ვერას სქელი ფოთოლი
  • 1 ს/კ ქოქოსის ზეთი
  • 1-3 წვეთი თქვენი კანის ტიპის მიხედვით შერჩეული ეთერზეთი

მომზადება:

  1. მოჭრილი ალოეს ფოთლები გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, უხეში ქერქი მოაშორეთ, კოვზით რბილობი ამოიღეთ და ბლენდერში მოათავსეთ.
  2. ქოქოსის ზეთი და ეთერზეთი დაუმატეთ. 2 წამით დააბლენდერეთ.
  3. გელი თავსახურიან ქილაში გადაიტანეთ, მაცივარში შეინახეთ.

გელის მასა მსუბუქია. კანზე შესანიშნავად ნაწილდება და სწრაფად იწოვება. კანზე წასმის შემდეგ ცოტა წებოვანებას იგრძნობთ, მაგრამ რამდენიმე წამში გაშრება. კანი გლუვი, მაგრამ ამასთან დატენიანებული გახდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს