იცით, რომ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ქიმია შეგიძლიათ გამოიყენოთ იმაზე მეტი დანიშნულებით, ვიდრე შეფუთვაზე მითითებულია? მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი აბები გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად. თეთრეულის კონდიციონერიც ასეთი საშუალებაა. მისი თვისებები შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ თეთრეულის სარეცხად, არამედ მთელი სახლის გასასუფთავებლად. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ თეთრეულის კონდიციონერი სხვა დანიშნულებით.
ხრიკები, როგორ გამოვიყენოთ თეთრეულის კონდიციონერი დასუფთავებაში
რამდენჯერაც არ უნდა ვესტუმრო ელენეს, მის სახლში არეულობა არასდროს მხვდება. ავეჯი ყოველთვის ბრწყინავს და ერთი მტვერიც არ ადევს. სახლს საკმაოდ ხშირად ვალაგებ, მაგრამ გადაწმენდიდან მალევე თაროები მტვრით იფარება. ალბათ, მსგავსი სიტუაცია ბევრისთვის ნაცნობია. გადავწყვიტე მეკითხა, ნამდვილად ალაგებს თუ არა ელენე სახლს ყოველდღე. თურმე ელენეს აქვს სპეციალური ხრიკი, რომლის გამოყენებით წესრიგს ინარჩუნებს და ავეჯს იცავს მტვრის სწრაფი დალექვისგან. მასწავლა, როგორ გამოვიყენო კონდიციონერი ზედაპირების გასაწმენდად. გიზიარებთ ღირებულ ინფორმაციას.
როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი და მისი ეფექტი
გაწმენდა. ავეჯზე სხვადასხვა სახის ლაქები და ცხიმის კვალი ხშირად ჩნდება. მათ, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, კარგად იციან, რომ პატარა ხელები ანაბეჭდებს ყველგან ტოვებენ. კარის სახელურზე ან გლუვ მინაზე ჩამჯდარი ლაქის მოშორება მარტივი არ არის. აქ თეთრეულის კონდიციონერი გამოგადგებათ. მასში შედის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომელიც მსგავს ჭუჭყს უმკლავდება. კონდიციონერი ჩვარს წაუსვით და პრობლემური ადგილები კარგად გაწმინდეთ. ძალიან ჩამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში უფრო სქლად წაუსვით და რამდენიმე წუთი გააჩერეთ, შემდეგ ნარჩენები ღრუბლით მოაშორეთ. კონდიციონერით მინის ზედაპირებიც შეგიძლიათ გაწმინდოთ. თუ სახლში არ გაქვთ სარკის და მინის საწმენდი სპეციალური საშუალება, მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ ჩაანაცვლეთ. ლაქები არ დარჩება.
დაცვა და ბზინვარება. ეს საწმენდი საშუალება შეიცავს სილიკონებს. ავეჯზე გამოყენებისას ეს მიკრონაწილაკები ლაქს დამატებითი დამცავი ფენით ფარავს. უფრო მეტიც, თუ ავეჯზე წვრილი ნაკაწრებია, სილიკონი მას ამოავსებს. შედეგად, ნაკლებად შესამჩნევი გახდება. რა თქმა უნდა, ასეთი ეფექტი მხოლოდ მცირე დაზიანების შემთხვევაში აქვს. იგივე სილიკონები ზედაპირს ანიჭებს განსაკუთრებულ ბზინვარებას, რომელიც საკმაოდ დიდხანს ძლებს.
სისუფთავის შენარჩუნება. კონდიციონერს სპეციალური ანტისტატიკური თვისებები აქვს. სწორედ ეს უშლის ხელს გადაწმენდის შემდეგ ზედაპირებზე მტვრის სწრაფად დალექვას. ასე ავეჯი უფრო დიდხანს სუფთა დარჩება.
არომატი. რა თქმა უნდა, თეთრეულის კონდიციონერს ყოველთვის სასიამოვნო სუნი აქვს. თუ ავეჯს მისით გაწმენდთ, ოთახში სასიამოვნო არომატი გავრცელდება. ალერგიულ ხალხს სანერვიულო არაფერი აქვთ. კონდიციონერი შექმნილია იმ ტანსაცმლის გასარეცხად, რომელსაც ტანთან ახლოს ვიცვამთ. კონდიციონერი შექმნისას სპეციალურ ტესტებს გადის და ჰიპოალერგიულად ითვლება.
ჩემთვის კონდიციონერის გამოყენების ეს გზა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ახლა ჩემი სახლი გაცილებით სუფთაა და ყოველთვის სასიამოვნო სუნი ასდის. დარწმუნებული ვარ, ხრიკი თქვენც მოგეწონებათ, როგორც კი პრაქტიკაში გამოცდით.