აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხის წელია. სწორედ ამ ნიშნით ჩინურ ჰოროსკოპში 12 წლიანი ციკლი იწყება, ამიტომ მთელი წელი ცვლილებებით და სანიშნო მოვლენებით იქნება სავსე. თეთრი ვირთხა გასული 12 წლის განმავლობაში თქვენს ყველა ქმედებას შეაფასებს და თითოეულს რაღაც ახალს გაჩუქებთ.
მთელი, 2020 წელი და შემდეგი 12 წლიანი ციკლი წარმატებული რომ იყოს, ვირთხას უნდა დაუმეგობრდეთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ 2020 წელი წარმატებული იყოს. ამისთვის ცნობილი ჩინელი ასტროლოგის კევინ ფუნგის 2020 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გიზიარებთ.
2020 წლის პროგნოზი დაბადების თარიღის მიხედვით
ვირთხა
წელს თითქმის ყველაფერში გაგიმართლებთ. ეს თქვენი წელია და დროა ბედნიერება დაიჭიროთ და ყველაზე თამამი ოცნებები განახორციელოთ. მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების შანსი გექნებათ, პირადი ხასიათის პრობლემებს წარმატებულად მოაგვარებთ, ხოლო ჯანმრთელობა შესაშურად ძლიერი გექნებათ. საერთოდ, ნერვიულობის მცირე მიზეზი გექნებათ, მთელი წელი სასიხარულო მოვლენებით სავსე იქნება.
2020 წელი განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც საკუთარი საქმის დაწყებას აპირებს. წლის დასაწყისში ბევრი გარჯა მოგიწევთ, მაგრამ არა უშედეგოდ. თუ ბიზნესში შრომას და ფულს ჩადებთ, ყველაფერი დაგიფასდებათ. წლის შუალედში შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. მაგალითად, ძვირადღირებული მოწყობილობა შეიძინოთ. წლის ბოლოს დიდი თანხის გამომუშავების შესაძლებლობა გექნებათ.
ხარი
ვირთხის წელი ხარისთვის რთული, მაგრამ ნაყოფიერი იქნება. სჯობს თვითგანვითარებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ. ასე ბევრ საკითხის ახლებურად შეხედავთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. საკუთარ თავზე პროდუქტიული მუშაობა წლის შუა პერიოდში ნაყოფს გამოიღებს. გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი არასტაბილური იქნება, მაგრამ სიმშვიდე არ დაკარგოთ.
ძალიან მალე სამსახურის შეცვლა მოგიწევთ. ფინანსური მდგომარეობა მთელი წელი ცვალებადი იქნება: ხან საკმარისად მეტი გექნებათ, ხან ნაკლები. წლის ბოლოს სიტუაცია დარეგულირდება და უფრო მშვიდი გახდება. მთავარია, ყველა დაბრკოლებას მამაცურად შეხვდეთ და საკუთარი თავი არ დაკარგოთ. ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.
ვეფხვი
ვეფხვს პირად ცხოვრებასა და სამსახურში ბევრი სირთულე ელოდება. ამ მოვლენებში სასიხარულო შემთხვევები ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მათზე კონცენტრირება გააკეთეთ და სირთულეებს უფრო მარტივად გაუმკლავდებით. წლის მფარველთან ნაკლები საერთო გაქვთ, მაგრამ თქვენს მიმართ მაინც კეთილგანწყობილია.
არ იზარმაცოთ და ნებისმიერ საქმეში მთელი ძალისხმევა ჩადეთ. სამსახურს და ოჯახს მთელი დრო დაუთმეთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი შრომა სათანადოდ დაფასდება. ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას არ ელოდოთ, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ სცადოთ. შემოდგომა ყველაზე ხელსაყრელი დროა. თქვენი ძალების კონცენტრირება მოახდინეთ და აუცილებლად გაგიმართლებთ!
კურდღელი
2020 წელს დიდი ცვლილებები გელოდებათ: ახალი მეგობარი, ახალი სამსახური, ახალი სიყვარული. შესაძლოა, ახალი სახლის შეძენის შესაძლებლობაც გამოგიჩნდეთ. ასევე საზღვარგარეთ გადასვლის შესაძლებლობაც გექნებათ, მასზე უარი არ თქვათ. ვირთხის წელი ყველაზე ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და გრანდიოზული ჩანაფიქრების გასახორციელებლად.
ახალი შესაძლებლობები თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ახლობლების დახმარებასა და რჩევაზე უარი არ თქვათ. ამპარტავნობა შეწყვიტეთ, ასე შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. ცხოვრება წარმოუდგენელი ძალებით გაივსება და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ!
დრაკონი
ვირთხის წელი თქვენთვის საკმაოდ გაჯერებული იქნება. წარმოუდგენელ იღბალს სირთულეები შეცვლის. მთავარია, ცხვირი არ ჩამოუშვათ მაშინაც კი, თუ რაღაც ისე არ მიდის, როგორც გსურდათ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ნებისმიერი წარუმატებლობიდან შეგიძლიათ გამოცდილება მიიღოთ და თქვენს სარგებლად აქციოთ. წელს ახლობლები და ნათესავები დიდ მხარდაჭერას გაგიწევენ. მათ დახმარებაზე უარი არ უთხრათ და მათი მადლიერი იყავით.
სამსახურში განსაკუთრებულ ცვლილებებს სჯობს არ ელოდოთ, ყველაფერი სტაბილურად იქნება. ზაფხულის ბოლოს თქვენი პროფესიოლი უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა გექნებათ: კონფერენციას ან სემინარს დაესწრებით. შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენეთ. ეს თქვენი კარიერული კიბის დასაწყისი გახდება. ოჯახს დიდი დრო დაუთმეთ და ვირთხა გულუხვად დაგაჯილდოებთ.
გველი
ვირთხის წელი შემოსავლის ზრდას გპირდებათ. მთელი ეს პერიოდი ტყუილად ხომ არ მუშაობდით. სწორედ წელს თქვენი ყველა მცდელობა სათანადოდ დაფასდება. ოღონდ ამის გამო საკუთარი თავი მარწუხებში არ მოაქციოთ, ვირთხა ამას არ დააფასებს და კიდევ უფრო მეტ დაბრკოლებას შეგიქმნით. შეჩერდით და დაფიქრებულად იმოქმედეთ. წლის შუა პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება.
შრომისმოყვარე გველთან ფულის ნაკადი გაიზრდება. ამის შემდეგ ავანტიურულ და საეჭვო წინადადებას არ დათანხმდეთ. შეიძლება მსხვილი თანხა დაკარგოთ. ოჯახში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ გულწრფელი საუბრებით ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ. საერთოდ, მთელი წელი ძალიან წარმატებული და პროდუქტიული იქნება.
ცხენი
2020 წელს ბევრი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ, რაც არა მხოლოდ პირად ცხოვრებასთან, არამედ სამსახურთან კავშირში იქნება. თქვენ დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. ვირთხა გულუხვი იქნება და მატერიალური კეთილდღეობით დაგაჯილდოებთ. საკუთარ თავს დასვენების და მოგზაურობის საშუალებას მისცემთ, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდით.
წელს ბევრი მუშაობა არ ღირს. დროა, ტემპი შეანელოთ და დაისვენოთ. ყველაფერზე ნერვიულობა შეწყვიტეთ და საკუთარ თავზე იფიქრეთ. ახალი შთაბეჭდილებები ცხოვრებისეული ტონუსის ამაღლებაში დაგეხმარებათ. გემრიელ საჭმელზე, კარგ ტანსაცმელსა და გართობაზე უარი არ თქვათ. ზაფხულის დასაწყისში რაღაც სასიამოვნო მოვლენა გელოდებათ.
თხა
თხას ორაზროვანი წელი ელოდება. კარიერული კუთხით ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ პირად ცხოვრებაში სირთულეები გელოდებათ. ოღონდ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ, გულახდილად ისაუბრეთ და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეთ. სირთულეები გექნებათ, მაგრამ საუბრის დახმარებით მათ მოგვარებას შეძლებთ.
წლის დასაწყისი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. თქვენ ბევრი პასუხისმგებლობის აღება და სასწრაფო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამოგივათ. მოთმინება მოიკრიფეთ. მალე მშვიდი პერიოდი დადგება, გაზაფხულზე თქვენი მდიდარი გამოცდილების ხარჯზე ფულის გამომუშავებას შეძლებთ. შეიძლება პედაგოგობა შემოგთავაზონ ან პირადი კონსულტანციისთვის გადაგიხადონ. მომენტი დაიჭირეთ!
მაიმუნი
ეს წელი ბევრ შთაბეჭდილებას და სასიყვარულო გამარჯვებას მოგიტანთ. ახალი ნაცნობობა და პირადი ცხოვრება წლის მთავარი საკითხი გახდება. ცვლილებები არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ ფინანსური კუთხითაც მოხდება. დიდხანს არ იფიქროთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებთ, სჯობს ეს გაზაფხულის დასაწყისში გააკეთოთ. თქვენი ოცნების სახლს იპოვით. მართალია დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ეს ამად ღირს. შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ოჯახში მატებაა მოსალოდნელი. თქვენს პირადში, ან ნათესავების პირად ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი.
მამალი
წელს ნებისმიერი რბოლიდან გამარჯვებული გამოხვალთ. იღბალი მთლიანად თქვენს მხარეს იქნება. მთელი წელი სასიამოვნო მოვლენებით სავსე იქნება. საჩუქრები მიიღეთ, ოცნებები აიხდინეთ – თქვენთვის მწვანე შუქია ჩართული!
ამ წელს თქვენი მიღწევები შთამბეჭდავი იქნება. გაზაფხულზე კარიერულ კიბეზე წინსვლას შეძლებთ და ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებთ. თუმცა ამისთვის ბევრი შრომაც მოგიწევთ. შესაძლოა, დიდი შენაძენის გაკეთება მოგინდეთ, მაგრამ ამას ყველა არ დაეთანხმება.
ძაღლი
ვირთხის მუხთლობას არ ელოდოთ, მთელი წელი ყველა მხრივ კარგი იქნება. ოღონდ ზედმეტად არ გაისარჯოთ. ცხოვრების რადიკალურად შეცვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. დატკბით იმით, რაც გაქვთ. განსაკუთრებით ეს ოჯახურ ურთიერთობებს ეხება.
ერთადერთი გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. ფინანსები არ გამრავლდება, სამაგიეროდ სტაბილურობას შეინარჩუნებთ, თუ მსხვილ გარიგებაზე არ წახვალთ. ასჯერ დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ. ეს მოგებას არ მოგიტანთ, მხოლოდ დროს და ფულს დახარჯავთ. ფრთხილად იყავით და ახლობლებზე იზრუნეთ.
ღორი
ვირთხის წელში სიმდიდრე და სიყვარული ციდან არ დაგეცემათ. ტყუილად ვერაფერს მიიღებთ, ყველაფრის საკუთარი ძალებით მიღწევა მოგიწევთ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. უშიშრად იმოქმედეთ. ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ კარგად უნდა სცადოთ.
სამსახურს დიდი დრო დაუთმეთ, საქმიდან გადართვამ შეიძლება უფროსები გააბრაზოს და სიტუაცია გაამწვავოს. თუ სამსახურში მოწყენილი ხართ, მას უფრო შემოქმედებითად მიუდექით. თქვენი ინიციატივა შემჩნეული და ფინანსურად დაფასებული იქნება. ოჯახიც არ დაივიწყოთ. მათ, განსაკუთრებით მეორე ნახევარს სათანადო დრო დაუთმეთ.
როგორც ხედავთ, 2020 წელი საინტერესო მოვლენებით სავსე იქნება. წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ. როგორ მოგწონთ კევინ ფუნგის პროგნოზი დაბადების წლის მიხედვით?