წელს ზაფხულში მეგობრებთან ერთად ზღვისპირა კურორტზე ვისვენებდი. ბინა ვიქირავეთ ადგილობრივებთან. საცხოვრებელი მოგვაქირავა ებრაულმა წყვილმა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. ამ წყვილთან ურთიერთობა ჩვენთვის დასვენების კიდევ ერთი ფორმა გახდა. მე და ჩემს მეგობრებს მათთან საუბარი ძალიან მოგვწონდა, რადგან ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდათ. მათ გვიამბეს, როგორ შეინარჩუნეს ძლიერი და ბედნიერი ქორწინება.
მაიას და აბრაამის (ასე ერქვათ ჩვენს ახალ ნაცნობებს) სიტყვებში ეჭვი არც შეგვპარვია, რადგან წყვილს მისაბაძი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ. უკვე 35 წელზე მეტია ერთად ცხოვრობენ. თურმე ებრაული ოჯახები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ითვლება და ამას ბევრი მიზეზი აქვს. დეიდა მაიამ გვიამბო, რა უნდა გვახსოვდეს ძლიერი ქორწინების შესანარჩუნებლად. მისი რჩევები დავიმახსოვრეთ და ჩავიწერეთ კიდეც.
როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი ქორწინება: ებრაელი წყვილის რჩევები
ებრაელი წყვილები უფრო ძლიერად ითვლება და ამას მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ებრაელი წყვილები შედარებით იშვიათად შორდებიან. იცავენ პოზიციას, რომ თუ ოჯახში გაურკვევლობა არსებობს, მოგვარება უნდა სცადო და მაშინვე არ გაიქცე განსაქორწინებლად.
ებრაელი ცოლები ირწმუნებიან, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ერწყმის და განქორწინება ცოცხალი ადამიანის ორ ნაწილად გაჭრას ჰგავს. ებრაელი ქმრები ქორწინებას რომანტიკული თვალით ნაკლებად უყურებენ. უმეტესობა მათგანი თვლის, რომ ქალები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ამიტომ თუ ერთ ქალთან შეგუება ვერ შეძლეს, სავარაუდოდ, სხვასთანაც არაფერი გამოუვათ.
ჩვენთან დაოჯახებული წყვილები ხშირად აშინებენ ერთმანეთს განქორწინებით კამათის დროს. ებრაულ ოჯახში ამის გაკეთება მიღებული არ არის. თუ გინდა მეუღლესთან ერთად დიდხანს იცხოვრო, განქორწინებაზე საუბარი დაივიწყე.
სიყვარული მოდის 10 წლის შემდეგ
დასავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სიყვარული მოდის. ბევრი ეძებს ამ სიყვარულს, რომ მის საფუძველზე ოჯახი შექმნას. პრაქტიკული ებრაელები ოჯახს სხვაგვარად ქმნიან. ამტკიცებენ, რომ ქორწინებას ორი ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის. სიყვარული მოდის მხოლოდ მაშინ, როცა ერთად გაივლიან დარდს და სიხარულს.
შეიყვარე და მიიღე ცოლი ნებისმიერი ფორმით
ებრაულ ოჯახში მიღებულია ქალის სილამაზის აღქმა მამაკაცის პრიზმაში. ამიტომაც, თუ ქმარი თვლის, რომ მისი ცოლი ცუდად გამოიყურება, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა გაბრაზდეს.
ამას ფსიქოლოგები ადასტურებენ. ქალი უფრო ლამაზდება, როცა იღებს კომპლიმენტებს და ყურადღებას. აი, გულგრილი და უპატივცემულო დამოკიდებულება ქალს აჭკნობს. ეს ყველაფერი ოჯახის განწყობაზე აისახება.
შეიყვარე ქმარი ისეთი, როგორიც არის
ქალმაც გარკვეული სიბრძნე უნდა გამოავლინოს ოჯახურ ცხოვრებაში. ყველას, მათ შორის მამაკაცს, თავისი ნაკლი აქვს. უნაკლო მამაკაცის ძიება ძალიან უგონო საქციელია. უფრო ლოგიკურია, იპოვო მამაკაცი, რომლის ნაკლოვანებებსაც შეეგუები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო შეიძლება დარჩე.
ასევე, ბრძენი ებრაელი ცოლები ქმრის ნაკლოვანებებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. აი, ძლიერ მხარეებს ხაზს უსვამენ და აქებენ.
დაივიწყე პატარა შეცდომები
ხშირად მინახავს, როგორ ახსენებენ მეუღლეები ერთმანეთს შეცდომებს. ჩემს ნაცნობებს შორის იყო ოჯახი, რომელშიც ცოლი 3 წლის განმავლობაში ახსენებდა ქმარს, როგორ არ გამოუვიდა კარადის შეკეთება და დაამტვრია მთელი ჭურჭელი. რა თქმა უნდა, ჭურჭელი დასანანია, მაგრამ მაშინაც კი, როცა ქმარმა ახალი კარადა ჩამოკიდა და ახალი ჭურჭელი იყიდა, ცოლი შეცდომას მაინც ახსენებდა. ღირს იმის თქმა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ?
ებრაელი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეცდომებს არ ახსენებს. რისთვის? სიტუაცია ხომ არ გამოსწორდება. მორიგი სარკასტული კომენტარის შეკავების უნარმა არა ერთი ებრაული ოჯახი გადაარჩინა.
არ იეჭვიანო
ეჭვიანობა არის გრძნობა, რომელიც ადამიანს შიგნიდან წვავს. სწორედ ეჭვიანობა ანგრევს ბევრ ოჯახს. მაგრამ არა ებრაულს. ასეთ ოჯახებში იციან, რომ სხვისი ცოლი და ქმარი განძი არაა, არამედ ყოველდღიური შრომა. ამიტომაც, არ უნდა ჩაერთოთ რთულ სასიყვარულო მრავალკუთხედში, თუ ამ ურთიერთობაზე დიდი შრომა მოგიწევთ.
არ იკამათო წვრილმანებზე
არ ღირს კამათი იმაზე, ვინ შედგა ცარიელი ქილა მაცივარში და ვინ შემოიტანა ჭუჭყი ხალიჩაზე. ასეთი წვრილმანი ყოფითი კამათი შეიძლება გადაიზარდოს სკანდალის დიდ ზვავში, რომელიც გზაზე ყველაფერს წალეკავს. ამ თვალსაზრისით დიპლომატიური ებრაელი წყვილების გახსენება ღირს. აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, თუ საქმე ყოველდღიურ რუტინას ეხება? იკამათეთ მხოლოდ ფილმებზე და ფერწერაზე. აქ ყველას თავისი გემოვნება აქვს.
მადლობა გამოხატე საჩუქრებისთვის
მაშინაც კი, თუ საჩუქრები თქვენი სიყვარულის ენა არ არის, მეორე ნახევარს საჩუქრისთვის მადლობა უნდა გადაუხადოთ. არავის სურს, რომ მისი ძალისხმევა უშედეგო იყოს.
თუ მეორე ნახევარს მადლობას არ გადაუხდით საჩუქრისთვის, მომდევნო საჩუქრის მიღების იმედი არ გქონდეთ. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ქურქს ელოდით, მაგრამ ყავის მადუღარა მიიღეთ, მადლიერება გამოხატეთ. შესაძლოა საყვარელმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ ცხელი ყავა ბეწვის ქურქზე უკეთ გაგათბობთ.
გაუფრთხილდი მეუღლის ნერვებს
იცით, რომ ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის? ამიტომ, ნერვულ სისტემას მოფრთხილება სჭირდება. ეს ეხება არა მხოლოდ საკუთარ ნერვულ უჯრედებს, არამედ საყვარელი მეუღლის ნერვებსაც. თუ იცით, რომ რაღაც ქცევა ან მოვლენა მეუღლეს არ მოეწონება, ამ მტკივნეულ წერტილზე ზეწოლა არ ღირს. გახსოვდეთ, რომ იდეალური არავინ არის, მაგრამ ერთმანეთის ფსიქიკას უნდა გავუფრთხილდეთ.
ოპტიმიზმი უპირველეს ყოვლისა!
მთავარი, რის გარეშეც ვერც ერთი ქორწინება დიდხანს ვერ იარსებებს, არის ოპტიმიზმი. ებრაულ ოჯახში ამ მხრივ პრობლემები არ აქვთ. უფრო ადვილია ცხოვრებას შეხედო ღიმილით და ნათელი მომავლის რწმენით. თუ ამასთან გვერდით გყავთ თქვენი ადამიანი, დაბრკოლებები ვერ შეგაშინებთ. ამიტომ თითოეულ წუთში პოზიტივი უნდა მოძებნოთ. ასე პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. შემოწმებულია!