25 შთამაგონებელი და ბრძნული ფრაზა

9895

ცხოვრებაში ყველას აქვს მომენტი, როცა ხელი ჩაქნეული გაქვთ ან გზაჯვარედინზე იმყოფებით. ახლობლები დასახმარებლად საჭირო სიტყვებს ყოველთვის ვერ პოულობენ და მხოლოდ დარდი გვრჩება. თუმცა არ იდარდოთ! „პაპარაცმა“ თქვენთვის შთამაგონებელი ფრაზების ნაკრები მოამზადო, რომელთა დახმარებით გადატვირთვას და ცხოვრებისეული ღირებულებების განახლებას შეძლებთ.

ცხოვრება კითხვებით სავსეა, რომლებზეც პასუხის გაცემა რთულია. ვიმედოვნებთ, ბრძნული ფრაზები განწყობის გაუმჯობესებასა და პოზიტივით ავსებაში დაგეხმარებათ. ჰარმონია და შთაგონება შეინარჩუნეთ!

მოკლე ციტატები ცხოვრების შესახებ

1. თუ მთელი სამყაროს გაბედნიერება გსურთ, სახლში წადით და თქვენი ოჯახი შეიყვარეთ“ (დედა ტერეზა)

2. “სიმშვიდე ყველაზე ძლიერი ემოციაა. დუმილი ყვირილზე უფრო ხმამაღალია. გულგრილობა – ომზე უფრო საშიშია“. (მარტინ ლუთერი)

3. “იოცნებეთ ისე, თითქოსდა სამუდამოდ იცხოვრებთ. იცხოვრეთ ისე, თითქოსდა ხვალ მოკვდებით“. (ბენჯამინ ფრანკლინი)

4. “სილამაზის გამო არ შემიყვარდი და ვნების გამო არ გადაგიყვარებ“. (რუდოლფ ზომერფელდი)

5. “იცხოვრე ისე, რომ შემხვედრმა ადამიანებმა გაგიღიმონ და თქვენთან ურთიერთობის შემდეგ ცოტათი უფრო ბედნიერები გახდნენ“. (ოშო)

6. “ზოგჯერ რაღაც უცნაური გზით ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ლაგდება“. (მაქს ფრაი)

7. “ბედნიერებაა, როცა ახლობლები და თქვენთვის ძალიან ახლო ადამიანები ცოცხლები, ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ყველაფერი დანარჩენი შეიძლება შეაკეთოთ, გადააგდოთ, იყიდოთ და საერთოდ დაივიწყოთ“. (ლეონიდ სუხორუკოვი)

8. “არ თქვათ, რომ დრო არ გაქვთ. ზუსტად იმდენი დრო გაქვთ, რამდენიც ჰქონდა მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩს, ტომას ჯეფერსონს, პასტერს, ჰელენ კელერს და ალბერტ აინშტაინს“. (ჯექსონ ბრაუნი)

9. “არასდროს ინანოთ ის, რაც გააკეთეთ, თუ ამ მომენტში ბედნიერი იყავით“. (ომარ ჰაიამი)

10. “სამყარომ გვაპატიოს მაშინ, როცა უკმაყოფილო ვართ იმით, რაც გაგვაჩნია“ (აღმოსავლური სიბრძნე)

11. “ურთიერთობის გაფუჭების ყველაზე კარგი მეთოდი – მისი გარკვევის დაწყებაა“. (უინსტონ ჩერჩილი)

12. “ყველა მოვლენა, რომელიც თქვენს თავს ხდება, ყველა ხალხი, რომლებსაც ხვდებით, თქვენს ცხოვრებაში ჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ თავად მოიზიდეთ. მათთან რას გააკეთებთ, თავად უნდა გადაწყვიტოთ“. (რიჩარდ ბახი)

13. “ოცი წლის შემდეგ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ ეჭვები მოიშორეთ“. (მარკ ტვენი)

14. “დიდებულია არა ის, ვინც არ დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და ადგა!“ (კონფუცი)

15. “ცხოვრება ისე, როგორც თავად გსურთ – ეგოიზმი არაა. ეგოიზმია, როცა სხვებმა უნდა იფიქრონ და აკეთონ ის, რაც თავად გსურთ“. (ოსკარ უაილდი)

16. “ქალი ბედნიერი მრავალი მიზნით უნდა გახადოთ. პირველ რიგში, ნერვებს არ გაიფუჭებთ, მეორეც, სასიამოვნო სანახავია. ოღონდ ერთი უბედურებაა: თუ არ უყვარხართ, ვერც გააბედნიერებთ“. (დიმიტრი გრინბერგი)

17. “გამომეტყველება, რომელსაც თქვენს სახეზე ატარებთ, ტანსაცმელზე უფრო მნიშვნელოვანია, რომელსაც იცვამთ“. (დეილ კარნეგი)

18. “თუ თავს ცუდად გრძნობთ, ანუ მთაზე ადიხართ. თუ თავს მსუბუქად გრძნობთ, ანუ სივრცეში დაფრინავთ“. (ჰენრი ფორდი)

19. “პატიებას ყოველთვის არ ითხოვს ის, ვინც დამნაშავეა. პატიებას ითხოვს ის, ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია“. (ერიხ მარია რემარკი)

20. “ბრძენია არა ის, ვინც ბევრი რამ იცის, არამედ ის, ვინც საჭირო რამ იცის“. (ესქილე)

21. “ვისაც შეუძლია, აკეთებს. ვისაც არ შეუძლია, აკრიტიკებს“. (ჩაკ პალანიკი)

22. “როცა თავს ცუდად გრძნობთ, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ თუ დანებდებით, უკეთ ვერ გახდებით“. (მაიკ ტაისონი)

23. “სანამ შეპყრობილი ხართ იმით, თუ ხალხი თქვენზე რას იტყვის, თქვენ მათი ძალაუფლების გავლენის ქვეშ იმყოფებით“. (ნილ დონალლ უოლში)

24. “გიყვარდეს ქალი ნიშნავს იფიქროთ არა იმაზე, თუ მისგან რას მიიღებთ, არამედ იმაზე, თუ მისთვის რას გაიღებთ“. (ანდრე მორუა)

25. “როცა რაღაც ძალიან ძლიერ გსურთ, თამაშში მიზიდულობის კანონი ირთვება“. (ენდრიუ კორნეგი)

რედაქციის რჩევა

და ბოლოს, ბუდას ციტატა მინდა გითხრათ: „რამდენი ბრძნული ფრაზაც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენჯერაც არ უნდა წარმოთქვათ, რა აზრი აქვს, თუ მათ საქმეში არ გამოიყენებთ?“ თქვენი ყველა მოქმედება ფიქრით იწყება. სწორედ ამიტომ, პოზიტიურად იფიქრეთ და სამყარო უფრო კეთილი გახდება. და ბოლოს, თქვენი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ, რომ ცხოვრება უფრო ბედნიერი გახდეს.

ზოგჯერ წაკითხული ფრაზა თვითშეგრძნებას და სამყაროს აღქმას ხაზს უსვამს, რაც თანამოაზრეების არსებობის გააზრებით სულის შვებას იწვევს. თქვენ საყვარელი აფორიზმი გაქვთ, რომელიც შთაგონებას განიჭებთ და განწყობის გიმაღლებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს