გამოვიყენოთ კონდიციონერი სახლის დასუფთავებისას

79

ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმისთვის, რაც მათ შეფუთვაზეა მითითებული. მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები შეგვიძლია გამოვიყენოთ დაბინძურებული ზედაპირების გასასუფთავებლად. ამგვარი საშუალებების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ სარეცხის კონდიციონერიც. მისი თვისებები გამოსადეგია არა მხოლოდ რეცხვისთვის, არამედ სახლის დასუფთავების დროსაც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ კონდიციონერი სხვა გზით.

როგორ გამოვიყენოთ სარეცხის კონდიციონერი სახლის დასუფთავებისას. ხრიკი

რამდენჯერაც არ უნდა ესტუმროთ ჩემს მეგობარს, ანას, მის სახლში არასოდეს დაგხვდებათ არეულობა. ავეჯი მუდამ ბრწყინავს და მასზე მტვრის ნაწილაკსაც კი ვერ შეამჩნევთ. მე თავადაც სახლს ყოველდღე ვალაგებ, მაგრამ თაროები მეორე დღეს მაინც გასაწმენდია. ეს ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. დავინტერესდი, მართლა ალაგებდა თუ არა ჩემი მეგობარი სახლს ყოველდღე. აღმოჩნდა, რომ ანამ იცის ერთი ხრიკის შესახებ, რომელიც მას წესრიგის დამყარებაში ეხმარება. მან მიამბო, თუ როგორ იყენებდა სარეცხის კონდიციონერს ზედაპირების გასაწმენდად. ამ ინფორმაციას თქვენც გაგიზიარებთ.

როგორ გამოვიყენოთ სარეცხის კონდიციონერი

ავეჯზე ძალიან ხშირად შეგვიძლია ვნახოთ ლაქები და ცხიმის კვალი. განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილები ჰყავთ იციან, რომ პატარა ხელები ყველგან ტოვებენ თავიანთ ნათითურებს. ძველი ლაქების მოშორება კარების სახელურთან ან შუშაზე არც ისე მარტივია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც სარეცხის კონდიციონერი დაგვეხმარება. ის შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მსგავს დაბინძურებას მარტივად უმკლავდებიან. საკმარისია, კონდიციონერი ჩვარზე გადაიტანოთ და კარგად გაწმინდოთ პრობლემური ადგილი. თუ ჭუჭყი უკვე ძალიან ჩამჯდარია, ეცადეთ, კონდიციონერი უფრო სქელ ფენად წაუსვათ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩეროთ, შემდეგ კი ნარჩენები ღრუბლით გაწმინდოთ. კონდიციონერის გამოყენების კიდევ ერთი მეთოდია – შუშის ზედაპირების გაწმენდა. როდესაც არ გაქვთ შუშებისა და ფანჯრების გასაწმენდი სპეციალური საშუალება, შეგიძლიათ იგი კონდიციონერით ჩაანაცვლოთ. ლაქები არ დარჩება.

დაცვა და ბზინვარება. ეს საწმენდი საშუალება შეიცავს სილიკონებს. ავეჯის ზედაპირზე წასმისას, ეს მიკრონაწილაკები ფარავენ ლაქს დამატებითი დამცავი ფენით. გარდა ამისა, თუ მასზე არის მცირე ნაკაწრები და დაზიანებები, სილიკონი ავსებს ამ სიცარიელეებს. შედეგად, ისინი ნაკლებად შესამჩნევი გახდება. რა თქმა უნდა, ეს ეფექტი გამოვლინდება მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებების შემთხვევაში. სილიკონი ზედაპირებს განსაკუთრებულ ბზინვარებას ანიჭებს, რომელიც საკმაოდ დიდხანს ნარჩუნდება.

სისუფთავის შენარჩუნება. კონდიციონერს ასევე აქვს სპეციალური ანტისტატიკური თვისებები. ეს არის სწორედ ის, რაც ხელს უშლის მტვრის დაბრუნებას ზედაპირზე მალევე მას შემდეგ, რაც გაწმენდთ. ასე ავეჯი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.

არომატი. რა თქმა უნდა, სარეცხის კონდიციონერს ყოველთვის სასიამოვნო არომატი აქვს. თუ ამ სითხით სახლში ავეჯს გაწმენდთ, ოთახში სასიამოვნო არომატი დატრიალდება. ალერგიის მქონე ადამიანებმაც კი არ უნდა ინერვიულონ უსაფრთხოებაზე, რადგან სარეცხის კონდიციონერი განკუთვნილია ტანსაცმლისთვის, რომელსაც სხეულზე ვატარებთ. ამიტომ, შექმნის პროცესში პროდუქტი გადის სპეციალურ ტესტებს და ითვლება ჰიპოალერგიულად.

ჩემთვის კონდიციონერის გამოყენების ეს მეთოდი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ახლა ჩემი სახლი გაცილებით სუფთაა და ყოველთვის სასიამოვნო არომატი ტრიალებს. დარწმუნებული ვარ, ეს ხრიკი თქვენც მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს