დავამზადოთ ხალიჩა ძველი ჯინსებისა და ძაფებისაგან

34

ეჭვგარეშეა, თქვენ უკვე იცით, რომ ძველი ტანსაცმლის გადაყრა, რომელსაც აღარ იცვამთ, უბრალოდ არ ღირს. ასეთი ტანსაცმლისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ბევრი გამოსადეგი რამ თქვენი სახლისთვის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ შესანიშნავ იდეას, თუ როგორ უნდა დაამზადოთ ხალიჩა ძველი ჯინსისგან. მაღაზიაში ნაყიდისგან ვერ განასხვავებთ!

როგორ დავამზადოთ ხალიჩა ძველი ჯინსისა და ძაფისგან. ინსტრუქცია

დაგჭირდებათ;

  • ძველი ჯინსი;
  • ძაფი (სამი შეფუთვა, თითოეული დაახლოებით 200 მ);
  • მაკრატელი;
  • საზომი ლენტი;
  • საპონი ან ცარცი;
  • საკერავი მანქანა;
  • სახაზავი;
  • წებოვანი ლენტი (ქაღალდის);
  • კაბელი;
  • ქინძისთავები.
  • რა უნდა გაკეთდეს

1. პირველ რიგში, ძველ ჯინსს მოაჭერით ტოტები, რომ რაც შეიძლება დიდი ნაჭერი მიიღოთ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება შარვლის ზომაზე და ხალიჩის ზომაზე, რომლის დამზადებაც გსურთ. ამ შემთხვევაში სიგრძე 65 სმ აღმოჩნდა.

2. შარვლის თითოეული ტოტი გაჭერით შიდა ნაკერის გასწვრივ. ასევე ამოჭერით თავად ნაკერიც. ამის შემდეგ, მიღებული ნაჭერი გადაკეცეთ შუაზე, შიგნითა მხარე უნდა მოექცეს ზევით. გაზომეთ თანაბარი მონაკვეთები და მონიშნეთ ისინი საპნით ან ცარცით, რომ ქსოვილის სიგანე გაასწოროთ. ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. შედეგად უნდა მიიღოთ მართკუთხა ფორმის ნაჭერი. გარდა ამისა, გაარღვიეთ ქვედა ნაკერი ნაჭრის გასაგრძელებლად. ქსოვილი გააუთოვეთ.

3. ამის შემდეგ, შარვლის ორივე ტოტის ნაწილები ერთმანეთს მიადეთ, სწორი მხრით. მიაკერეთ ნაწილები ერთმანეთს სამკერვალო მანქანის გამოყენებით. ცალ მხარეს დატოვეთ 10 სმ-იანი პატარა მონაკვეთი. მიღებული ტომარა სწორ მხარეს გადმოატრიალეთ და შემდეგ ის ადგილიც შეკერეთ. ახლა თქვენ უკვე გაქვთ ბაზა თქვენი ხალიჩისთვის. ჯინსის ბაზაზე დახაზეთ დიაგონალური ხაზები, დაახლოებით 2 სმ-ის დაშორებით.

4. ახლა დაიწყეთ ხალიჩის ფუმფულა ნაწილის შექმნა. აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ძაფები. განიერ სახაზავს მიადეთ სქელი კაბელი და დაიწყეთ მასზე ძაფის გადახვევა მჭიდროდ. როდესაც საკმარისად გრძელ ზოლს მიიღებთ, დაამაგრეთ წებოვანი ლენტით. გამოაძვრეთ კაბელი ძაფების ქვეშიდან და შემდეგ გამოაძვრეთ სახაზავი. იგივე გააკეთეთ დანარჩენი ძაფის შემთხვევაშიც.

5. დაიწყეთ ძაფიანი ზოლების მიმაგრება ჯინსის ბაზაზე. ამისათვის მიამაგრეთ თითოეული ზოლი დახაზულ ხაზზე და დაამაგრეთ ქინძისთავებით. ძაფის მოჭრა შესაძლებელია სასურველი სიგრძის მიხედვით. არ შეგეშინდეთ, რომ ძაფები დაიშლება – ლენტი მჭიდროდ იჭერს მათ.

6. ამის შემდეგ, შეკერეთ ძაფის თითოეული ზოლი პირდაპირ წებოვან ლენტზე, რათა ის ხალიჩის ბაზაზე დამაგრდეს. მოაშორეთ ლენტი და მაკრატლით გაჭერით ძაფები თითოეულ მხარეს. ძაფები ხელებით გაშალეთ. მზადაა!

ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა დაამზადოთ ხალიჩა ძველი ჯინსისა და ჩვეულებრივი ძაფისგან. ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული უნარები. დამწყებსაც კი შეუძლია ამის გაკეთება! ასეთი ხალიჩის დამზადებას მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდება. შედეგად, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ ნივთს, რომელიც აუცილებლად მოერგება ნებისმიერი ოთახის ინტერიერს.