ნამდვილი სასწრაფო დახმარება, პირშუშხას ნაყენი თქვენს საოჯახო აფთიაქში უნდა ინახებოდეს.

172

გთავაზობთ პირშუშხას სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომელიც ყველა საოჯახო აფთიაქში უნდა იყოს – ასე მუდმივად ხელთ გექნებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალება.

პირშუშხას 900 გ ფესვი კარგად დარეცეთ, არავითად შემთხვევაში არ გაფხიკოთ. დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპში.

ჩაალაგეთ სამლიტრიან ქილაში, დაუმატეთ 0.5 ჭიქა შაქარი ან თაფლი, დაასხით 3 ლ მდუღარე, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი.

მოურიეთ ხის კოვზით ან ნიჩბით, დაახურეთ ორად გადაკეცილი მარლა და დადგით ბნელ ადგილას 7 დღით.

შემდეგ გადაწურეთ ოთხფენიან მარლაში, გადაღვარეთ ბოთლში და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ თითო ს.კ.

ეს სასწაულმოქმედი წამალი დროითაა გამოცდილი, იგი ხსნის ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და მთელი კნტ-ს ტკივილებს.

რამდენიმე წლის წინ ნაღვლის ბუშტი ამტკივდა. ღამით მეწყებოდა გულისრევა, აუტანელი ტკივილები. სამი დღე ისე ვიწექი, არც გადავბრუნებულვარ, არც გავნძრეულვარ…

ერთმა თანამშრომელმა, ჩემი პრობლემის შესახებ გაგებისას, შემომთავაზა პირშუშხას ნაყენი, რომელსაც თავად იყენებდა ოპერაციის შემდეგ.

მე ექიმს გავესაუბრე, მან კი მიპასუხა, რომ პირშუშხა ნაღველმდენია და გამწვავების პერიოდში მისი მიღება არ შეიძლება.

თუმცა, დასაკარგავი არაფერი მქონდა და 1 ჩ.კ. ნაყენის დალევა გადავწყვიტე. რამდენიმე წუთში ტკივილი შეწყდა.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ნაყენი, ვერანდაზე დატოვებული, გაიყინა. მე გული დამწყდა, მეგონა, რომ გაფუჭდა. საბედნიეროდ, მას სამკურნალო თვისებები არ დაუკარგავს. სხვათა შორის, იგი წლების განმავლობაში ინახება.

ჰო, მართლა, ნაყენის წინასწარ მომზადება საჭირო არაა. შეგიძლიათ იგი მცირე რაოდენობითაც გააკეთოთ, ინგრედიენტების პროპორციული შემცირებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს