იცით, როგორ შეწვათ თევზი ზედმეტი ზეთის და ცხიმის შხეფების გარეშე? – გაგიმხელთ საიდუმლო ხრიკს

9476

შემწვარი თევზი ჩემი მეუღლის ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ჩემს არგუმენტებზე, რომ კერძი არც ისე ჯანსაღია, თითქმის არ რეაგირებს. მეც ვამზადებ. მართალია, ამ პროცესს ნაკლები სიამოვნება მოაქვს. შემწვარი ზეთის, რომლის შხეფებიც მთელ სამზარეულოში ვრცელდება, ზედაპირიდან მოშორებაზე უფრო მეტ დროს ვხარჯავ, ვიდრე თევზის ჭამაზე. დავინტერესდი, როგორ შევწვა თევზი ზედმეტი ზეთის და ცხიმის შხეფების გარეშე.

რჩევისთვის მივმართე მეგობარს, რომელიც ხშირად წვავს თევზს მთელი ოჯახისთვის. ამასთან მისი სამზარეულოს სისუფთავე უბრალოდ მაოცებს. თურმე ჩემი მეგობარი იყენებს მეთოდს, რომელიც იაპონიაში მოგზაურობისას ისწავლა. იქ დიასახლისი თევზს უზეთოდ წვავდა, მაგრამ კერძს შეუდარებელი გემო ჰქონდა. ამ მეთოდით თევზის მომზადება ვცადე და ახლა მხოლოდ მას ვიყენებ.

როგორ შევწვათ თევზი უზეთოდ იაპონური მეთოდით?

თევზის შეწვის მთავარი საიდუმლო პერგამენტის ქაღალდის გამოყენებაა. იცით, რომ პერგამენტის ქაღალდი უკვე ცხიმით გაჟღენთილია? ამის წყალობით პერგამენტის ქაღალდის გამოყენებით ადვილად შეგიძლიათ მოამზადოთ კერძები ცხიმის დამატების გარეშე. პერგამენტის ქაღალდზე თევზიც შეგიძლიათ შეწვათ. ასე სამზარეულოს დაიცავთ კვამლისგან, რომელიც ზეთის წვისას გამოიყოფა. გამოდის, რომ ზეთის შეწვის შემდეგ სამზარეულოს განიავება არ დასჭირდება.

როგორ შევწვათ ზეთი პერგამენტის ქაღალდზე?

ინგრედიენტები:

  • 1 კგ თევზი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 30 გ კარაქი (სურვილისამებრ)
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. აიღეთ თევზი, რომლის შეწვას აპირებთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ცხიმიანი, ასევე დიეტური ჯიშის თევზები. თევზი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით, თუ საჭიროა.

2. თევზს მარილი, წიწაკა და საყვარელი სანელებლები წაუსვით. ასევე თევზის ნაჭრები წინასწარ სოიოს სოუსში შეგიძლიათ დაამარინადოთ. ასე მზა კერძი უფრო არომატული და წვნიანი გამოვა.

3. შემდეგ თითოეული ნაჭერი ფქვილში ამოავლეთ. სიტყვაზე, ამ მეთოდით მომზადებისას თევზს ფქვილი სულ ოდნავ შეგიძლიათ მოაყაროთ. ხანდახან ფქვილს სახამებლით ვანაცვლებ. ასე თევზის ნაჭრები უფრო მკვრივი რჩება და არ იშლება.

4. შეწვის დრო მოვიდა. აიღეთ დიდი ტაფა და გააცხელეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ტაფაზე ჯერ რაიმე ცხიმის დამატება საჭირო არ არის. როგორც კი ტაფა გახურდება, პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ტაფის ძირი კარგად უნდა დაიფაროს.

5. პერგამენტის ქაღალდზე თევზის ნაჭრები დააწყვეთ და ორივე მხრიდან ჩვეულებისამებრ შეწვით.

6. თევზი უფრო ნაზი რომ გამოვიდეს, კარაქი გამოიყენეთ. როდესაც თევზს ტაფაზე დააწყობთ, 2-3 წუთი მოიცადეთ, რომ შეწითლდეს. ამ დროში კარაქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და თევზის ნაჭრებს შორის ჩააწყვეთ. თევზის შეწვა გააგრძელეთ.

7. პერგამენტის ქაღალდზე მომზადებული თევზი წვნიანი და რბილი გამოვა, ცხიმიანი არ იქნება. სუფრაზე გარნირთან ან სალათასთან ერთად გაიტანეთ, ლიმონის წვენი მოასხით. გემრიელად მიირთვით.

უკვე იცით საიდუმლო ხრიკი, როგორ შეწვათ თევზი ზეთის, კვამლის და ცხიმის შხეფების გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს