შევაკეთოთ ელვა შესაკრავი. მარტივი მეთოდი

274

უმეტეს შემთხვევაში, ტანსაცმელზე ელვა შესაკრავი სწორედ იმ მომენტში გვიფუჭდება, როდესაც სადმე გვეჩქარება. ის შეიძლება არ შეიკრას ან გაიჭედოს, ან საერთოდ გაფუჭდეს. მაშინ ერთადერთ გამოსავლად ნივთის ხელოსანთან მიტანა მიგვაჩნია. მაგრამ ამას დამატებითი ხარჯები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებითი დრო სჭირდება, რომელიც არასოდეს გვყოფნის. სინამდვილეში, ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია სახლის პირობებში და სულ რამდენიმე წუთში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა შეაკეთოთ ელვა.

როგორ უნდა შეაკეთოთ ელვა. საუკეთესო მეთოდები

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა შეაკეთოთ ელვა დამოუკიდებლად. მიუხედავად ხარვეზის ტიპისა, არსებობს მისი შეკეთების რამდენიმე ძირითადი მეთოდი.

როგორ შევაკეთოთ ელვა, თუ კბილანაა ამოვარდნილი

რა დაგვჭირდება:

  • მაკრატელი;
  • ბრტყელტუჩა;
  • ძველი ელვა მსგავსი კბილანებით.

როგორ შევაკეთოთ:

  • 1. ძველ ელვას მოხსენით რამდენიმე კბილანა. ყურადღება გაამახვილეთ, რომ ისინი შეესაბამებოდეს ერთმანეთს ზომის მიხედვით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ელვა არ შეიკვრება.
  • 2. თითოეული მოხსნილი კბილანა მომძვრალი კბილანას ადგილზე დაამაგრეთ. ქვედა მხრიდან დააფიქსირეთ ბრტყელტუჩათი, მჭიდროდ მოჭერით.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ელვის ქვეშ შტიფტი დაზიანდება

დაგვჭირდება:

  • ძუა;
  • ნემსი;
  • მაკრატელი;
  • სანთებელა.

როგორ შევაკეთოთ:

  • 1. პირველ რიგში, მაკრატლით მოჭერით და სანთებელას მეშვეობით მოწვით ზედმეტი ბუსუსები და ძაფები, რომლებიც დაზიანებული შტიფტის ადგილზე ჩანს.
  • 2. გაუყარეთ ძუა ნემსში. ქსოვილის შეკერვისას რამდენჯერმე ამოკემსეთ ის კუთხე, სადაც დაზიანებული ელემენტია. მიუახლოვეთ ანთებული სანთებელა ისე, რომ ძუა ოდნავ გადნეს, მაგრამ არ დაიწვას. ამრიგად თქვენ მიიღებთ ახალ შტიფტს.
  • 3. მიუახლოვეთ სანთებელა ისე, რომ ძუამ ოდნავ დნობა დაიწყოს, მაგრამ არ დაიწვას. ამ გზით თქვენ მიიღებთ ახალ შტიფტს.

როგორ შევცვალოთ ელვა შესაკრავის ჩამკეტი

  • 1. უპირველეს ყოვლისა, მოხსენით ძველი ჩამკეტი, რომელიც არ მუშაობს. ეს შეიძლება გაკეთდეს ბრტყელი სახრახნისის მეშვეობით, მისი გაფართოებით. ელვის ჩამკეტი შეგიძლიათ ქლიბითაც გატეხოთ.
  • 2. ამის შემდეგ, აიღეთ ჩვეულებრივი ჩანგალი და ახალი ჩამკეტი მის კბილებს შორის მოათავსეთ.
  • 3. შემდეგ ელვა შესაკრავის ბოლოები ჩანგალზე მიმაგრებულ ჩამკეტში შეაცურეთ. ელვა შესაკრავის ჩამკეტს ბრტყელტუჩათი დააჭირეთ ისე, რომ საკეტი არ გაიხსნას. მზადაა!

როგორ მივაკეროთ ახალი ელვა შესაკრავი ძველის ზემოდან

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ შეძლებთ ელვის შეკეთებას, ან ის ძალიან დაზიანებულია, იყიდეთ ახალი. მისი გამოცვლა ასევე შესაძლებელია სახლის პირობებში.

რა არის საჭირო:

  • ახალი ელვა შესაკრავი;
  • სანთებელა;
  • მაკრატელი;
  • ძაფები;
  • საკერავი მანქანა;
  • ბრტყელტუჩა.

რა უნდა გაკეთდეს

  • 1. პირველ რიგში, წინა სამაგრიდან ბრტყელტუჩას მეშვეობით მოხსენით ყველა სამაგრი და კბილები. უბრალოდ, ეს უნდა გააკეთოთ რაც შეიძლება ფრთხილად, ისე, რომ არ გააფუჭოთ ელვა შესაკრავის ძაფები.
  • 2. თუ რამდენიმე ძაფი მაინც გამოვა, მაკრატლით მოაჭრით. ასევე შეგიძლიათ მოწვათ სანთებელას მეშვეობით.
  • 3. შემდეგ ახალი ელვა მიადეთ ძველს ისე, რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს კბილანებთან. იმისთვის, რომ ლენტები ერთმანეთს არ დაშორდეს, მათი კიდეები ხელით მიაკერეთ ერთმანეთს, ამის შემდეგ კი შეკერეთ სამკერვალო მანქანით.

როგორც ხედავთ, ატელიეში წასვლის გარეშე ელვის დამაგრების რამდენიმე გზა არსებობს. რატომ უნდა დახარჯოთ ძვირფასი დრო და ფული იმაში, რის გაკეთებაც სახლშიც შეგიძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს