როგორ მოვამზადოთ ხალიჩიდან ჭუჭყის ამომყვანი ჭეშმარიტად საუკეთესო საშუალება.

713

ხანგრძლივი, დამღლელი დღის შემდეგ სახლში მისვლა, ბამბის პერანგის ჩაცმა და ბეწვიან ხალიჩაზე ფეხშიშველა გავლა ან ბავშვივით მასზე წამოწოლა და კატასთან თამაში ან თვალდახუჭული ფიქრი ერთი დიდი სიამოვნებაა.

თუმცა ეს იდილია შეიძლება თქვენი საყვარელი ხალიჩის უსიამოვნო სუნმა დაგირღვიოთ. თუ კარგად დააკვირდებით, ხალიჩაზე რამდენიმე უმნიშვნელო ლაქას დაინახავთ. თქვენ შეგიძლიათ დასვენების დღეებს დაელოდოთ და ხალიჩა ქიმწმენდაში წაიღოთ. თუმცა თუ პერფექციონისტი ხართ და მოცდა არ შეგიძლიათ, ხალიჩა უნდა გაწმინდოთ.

„პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ ლაქებს ხალიჩის ზედაპირზე.

პირველ რიგში, დროზე ადრე არ ინერვიულოთ. აქ არაფერი ზებუნებრივი არ მომხდარა. ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ემართება. ხალიჩის გაწმენდას შინაურული საშუალებების დახმარებით შეძლებთ. პირველ რიგში, მტვერსასრუტი აიღეთ და ჩვენს ინსტრუქციას მიჰყევით.

ხალიჩის საწმენდი საშუალებები

რამდენიმე რჩევა, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. უნდა გახსოვდეთ, ხალიჩების უმეტესობას სველი წმენდა არ მოსწონს, ამიტომ უპირატესობა მშრალ წმენდას მიანიჭეთ. თუ ჯაგრისის გამოყენებას აპირებთ, ლაქა მისი ცენტრისკენ გაწმინდეთ, რომ ჭუჭყი კიდევ უფრო დიდ მანძილზე არ გავრცელდეს. თუ უბრალოდ ჯაგრისით წმენდთ, ეს ბეწვის მიმართულებით გააკეთეთ, რომ ხალიჩის სტრუქტურა არ დააზიანოთ.

1. მარილი და სოდა

თუ ხალიჩის გაწმენდა გსურთ, მაგრამ მისი დაზიანება გაშინებთ, რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ, რომლებიც დაგეხმარებათ: ხალიჩაც სუფთა იქნება და არ დაზიანდება. პირველ რიგში, ზედმეტი მტვერი და წვრილი ნაგავი მტვერსასრუტით აიღეთ. ახლა შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

თქვენი პირველი დამხმარე საშუალებებია სოდა და მარილი, რომლებიც ნებისმიერ ხალიჩას განაახლებენ. 1:1 პროპორციით მარილი და სოდა აურიეთ და ხალიჩას უხვად მოაყარეთ. დალაქავებულ ადგილას შეგიძლიათ ოდნავ შეაზილოთ. 20 წუთის შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ. სოდა და მარილი უნივერსალური საშუალებებია: მათი დახმარებით ვერცხლეულსაც გაწმენდთ და ყელის ტკივილსაც გაიქრობთ. დიასახლისები არაერთი წელია იყენებენ, რადგან ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

2. ძმრის ხსნარი

თუ მარილი ცემინებას გაწყებინებთ, ხოლო სოდა როგორც მენდელეევის ცხრილის ელემენტი (ეს ხომ ნატრიუმია!) პრინციპულად არ გაწყობთ, შეგიძლიათ ძმარი სცადოთ. ამისთვის ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგჭირდებათ, რომელსაც სამზარეულოს კარადაში ინახავთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ მისი სუსტი ხსნარი ხალიჩის ზოლებს მნიშვნელოვნად აახლებს.

თავდაპირველად ხალიჩა მტვერსასრუტით აუცილებლად გაწმინდეთ, ამის შემდეგ ძმარში დასველებული რბილი ჯაგრისით ან ღრუბელით გაწმინდეთ. 1 ლიტრ წყალზე 15-20 მლ სუფრის ძმარი გამოიყენეთ. ლაქა შეგიძლიათ უფრო ძლიერად გახეხოთ. 20 წუთით აივანზე გადით, ჭიქა ყავა დალიეთ, შემდეგ ხალიჩა მშრალი ჩვრით ბეწვის მიმართულების მხარეს გაწმინდეთ. დარწმუნდით, რომ ხალიჩა აბსოლუტურად მშრალია. შენობის განიავება არ დაგავიწყდეთ. ეს ხომ მაინც ძმარია.

3. ჩაის ჩენჩო

კიდევ ერთი მეთოდი, თუ ჭიქა ყავას ჩაი გირჩევნიათ, ხოლო თქვენი ბინის ინტერიერი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. ეს მეთოდი ღია ფერის ხალიჩისთვის არ გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ, ოთახში სინათლე აანთეთ და დარწმუნდით, რომ ხალიჩის ზოლები მუქი ფერისაა. თუ წინაღობა არ არსებობს, საქმეს შეუდექით.

ამისთვის ჩაი წინასწარ დააყენეთ. ჩაის ჩენჩო ძლიერ სველი არ უნდა იყოს, ამიტომ ხალიჩას სანამ მოაყრით კარგად გაწურეთ. ჩაის ფოთლებით მთელი ხალიჩის დაფარვა საჭირო არაა, უბრალოდ დალაქავებულ ადგილას მოაყარეთ. გაშრობა აცადეთ და ცოცხით ან მტვერსასრუტით აიღეთ. საინტერესო დაკვირვება: ჩაის ჩენჩოს ხალიჩიდან არა მხოლოდ ლაქები ამოაქვს, არამედ უსიამოვნო სუნსაც აქრობს.

ესეც ასე! ზემოთ მოცემული ხალიჩის საწმენდი თითოეული საშუალება სახლის პირობებში წარმატებით გამოცდილია. თუ შედეგი რაიმე მიზეზით არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ხალიჩების საწმენდად გამოიყენოთ ნავთი, სახამებელი, ბენზინი, ნიშადურის სპირტი და თოვლიც კი. ამის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი გირჩევთ, რომ სპეციალისტის მიმართოთ იმისთვის, რომ ხალიჩას გადარჩენის რაიმე შანსი მაინც ჰქონდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს