სვამ სოდას გულძმარვის დროს? გასტროენტეროლოგი განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს სოდა ორგანიზმისთვის

918

არატრადიციულ მედიცინას შეიძლება ჰქონდეს თავისი უპირატესობა, მაგრამ ასევე აქვს ბევრი ნაკლოვანება. ზოგი მხოლოდ ხალხურ საშუალებებს ეყრდნობა და გამოკვლევების ჩატარებაზე და ექიმის დანიშნულების დაცვაზე უარს ამბობს. საჭმლის მონელების პრობლემები და გულძმარვის შეგრძნება სერიოზულ დაავადებად იშვიათად აღიქმება. ბევრი ადამიანი მათ მოშორებას სოდი ცდილობს. გასტროენტეროლოგები მკურნალობის ასეთი მეთოდის წინააღმდეგი არიან. გიამბობთ, რატომ არის სახიფათო სოდა გულძმარვის დროს.

რატომ არის საზიანო სოდა გულძმარვის დროს?

ზოგიერთ ხალხურ საშუალებას ნამდვილად შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგალითად, ხველის საწინააღმდეგო მალამო სუნთქვას აადვილებს. თუმცა, ხელნაკეთი მედიკამენტები არც ისეთი კონცენტრირებულია, როგორც ნაყიდი. აქედან გამომდინარე, საჭიროა მათი კომბინირება. მხოლოდ ხალხურ საშუალებაზე დაყრდნობა არ შეიძლება. საყლაპავის გაღიზიანების შემთხვევაში სოდა საზიანო შეიძლება იყოს. ბევრისთვის ნაცნობი მეთოდი უსიამოვნო შეგრძნებებს მხოლოდ დროებით აქრობს, მაგრამ პრობლემას არ აგვარებს. ამ ინფორმაციას აზიარებს გამოცდილი გასტროენტეროლოგი მარატ ზინატულინი.

სოდის მოქმედების პრინციპი კუჭში

გასტროენტეროლოგი ამტკიცებს, რომ მის პრაქტიკაში გულძმარვა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლითაც ადამიანები ექიმთან მიდიან. მას იწვევს საყლაპავში კუჭის წვენის და ფერმენტების მოხვედრა. ადამიანი ამ მიდამოში გრძნობს წვას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ზოგიერთი პროდუქტის მიღების შემდეგ. ისინი, ვინც სპეციალისტს არ მიმართავენ, ყველაზე ხშირად დამოუკიდებლად ცდილობენ ამ უსიამოვნო შეგრძნების მოშორებას. ამისთვის ჭიქა სოდიან წყალს სვამენ. ბევრი ადამიანი სოდიანი წყლის დალევის შემდეგ შვებას ნამდვილად გრძნობს და ამიტომ მეთოდს ეფექტურად თვლის.

სოდის ხსნარი კუჭში მოხვედრისას მჟავიანობას ანეიტრალებს. მარილმჟავასთან ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ნატრიუმის ქლორიდი, ნახშირორჟანგი და წყალი. ამ კომპონენტების მოქმედების გამო გულძმარვა თანდათან მცირდება.

რა საფრთხეს შეიცავს სოდის მიღება გულძმარვის დროს?

გულძმარვის დროს სოდის დადებითი ეფექტი დაახლოებით 3 საათი გრძელდება. სინამდვილეში, გადაუდებელ შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება. თუმცა, მარატ ზინატულინის თქმით, აქ საფრთხე დამალულია. სოდის დალევა მიჩვევას იწვევს. საქმე ნახშირორჟანგშია, რომელიც რეაქციის დროს გამოიყოფა. ის ნეგატიურად მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე და რეცეპტორებს ააქტიურებს. ხდება ე.წ. განმეორებითი კუჭის სეკრეცია, რაც მჟავიანობას მხოლოდ ზრდის. გამოდის, რაც უფრო ხშირად მიიღებთ სოდას, მით უფრო ხშირად შეგაწუხებთ გულძმარვა. ეს ეფექტი თოვლის გუნდასავით გაიზრდება.

ზოგი გვირჩევს სოდის გაზავებას რძეში ეფექტის შესარბილებლად, თუმცა ეს სიტუაციას არ ცვლის. ბერნეტის სინდრომი (რძე-ტუტე სინდრომი) შეიძლება განვითარდეს. ის ხშირად ჩნდება ასეთი თვითმკურნალობის შედეგად და ახლავს უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, გულისრევა, მადის დაკარგვა და თირკმლების ფუნქციების დარღვევა.

როგორც ხედავთ, ყველა ხალხური საშუალება ისეთი უვნებელი და სასარგებლო არ არის, როგორც ფიქრობთ. მხოლოდ არატრადიციულ მედიცინაზე დაყრდნობა არ შეიძლება. გულძმარვის დროს სოდის მიღება სახიფათოც შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის, თუ ამ მეთოდს ხშირად გამოიყენებთ. უმჯობესია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომ გამოკვლევა ჩაგიტაროთ და მკურნალობა დაგინიშნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს