ალოე ნებისმიერ ოჯახში უნდა იყოს: 20 მიზეზი რაც მის შეუცვლელობაში დაგარწმუნებთ.

1224

ალოეს ქონა კარგია იმ სახლებში, რომლებშიც ადამიანები ხშირად ავადდებიან, რომლებშიც მწოლიარე ავადმყოფები ან უბრალოდ სუსტი ბიოველის მქონე ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ. მცენარე განსაკუთრებით სასარგებლოა ექიმებისა და მკურნალებისთვის, რომლებთანაც მრავალი ადამიანი მიდის ჯანმრთელობაზე ჩივილით.

გავლენა ემოციურ მდგომარეობაზე 

  • ალოეს ხასიათი, ალოეში მკაფიოდ გამოხატული სატურნი, სულის ძალის პლანეტა, ეხმარება ადამიანებს სირთულეებთან გამკლავებაში.
  • ეს მცენარე კარგია სულმოკლე ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ხშირად აწყდება უსიამოვნებებს და არ შეუძლია მათთან გამკლავება.
  • კარგია ალოე მარტოხელებისთვისაც – იგი მარტოობის მარტივად ატანაში გვეხმარება.

გავლენა ჯანმრთელობაზე

  • ამტანი ალოე აძლიერებს ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს.
  • ჩვენს სახლში უბრალოდ ალოეს ქოთნის დადებაც აძლიერებს ჩვენს სხეულს, ზრდის დაავადებების მიმართ მედეგობას, თუმცა, პირველ რიგში, ალოე აძლიერებს ორგანოებსა და სისტემებს, რომლებსაც ნიშანი კირჩხიბი მართავს: საჭმლის მომნელებელი სისტემა, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი.

ალოეთი მკურნალობა

ბრონქული ასთმა

გაჭერით ალოეს ფოთლები და დაასხით თაფლი. დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას 1 თვით. შემდეგ ფოთლები დააქუცმაცეთ და თაფლი ისევ დაუმატეთ, დააყენეთ კიდევ ერთი თვე. გადაწურეთ, მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კანის ანთება, ცხიმიანი კანის გამონაყარი და გაღიზიანება, დერმატიტი

ალოეს ფოთლები 1 კვირით გააჩერეთ გრილ ადგილას. შემდეგ დააქუცმაცეთ და დაწურეთ წვენი. შეიზილეთ კანზე.

ფილტვების ანთება, მწვავე ბრონქიტი, პლევრიტი

1 ჭიქა ალოეს დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი. დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას 12 საათით. მიიღეთ ჭამამდე 1 ს.კ. დღეში სამჯერ. 3 დღეში მოამზადეთ ახალი ულუფა.

ბავშვებისა და ქრონიკულად დაავადებულთა გაძლიერებისთვის

100 გ ახლადდაწურულ ალოეს წვენს დაუმატეთ 300 გ თაფლი, 500 გ ბერძნული კაკალი და 3 ლიმონის ცედრა. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ.

ყაბზობა, გასტრიტი, მეტეორიზმი

შეურიეთ 100 გ თაფლი და 100 გ ალოეს წვენი, დააყენეთ 3 საათით. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კოჟრები

გაჭერით ფოთოლი, რბილობი დაიდეთ კოჟრებზე და შეიხვიეთ. დილით მოიხსენით და დაიზილეთ კრემი. გაიმეორეთ გაქრობამდე.

სურდო

რამდენიმე დღის განმავლობაში იწვეთეთ ორივე ნესტოში 3-5 წვეთი ალოეს წვენი რამდენიმესაათიანი შუალედებით.

ცხვირიდან სისხლდენა

ორი კვირის განმავლობაში, ჭამამდე, მიირთვით თითო ნაჭერი ალოეს ფოთოლი.

საერთოგამაძლიერებელი მოქმედება

150 გ ალოეს წვენს დაუმატეთ 250 გ თაფლი და 350 გ კაჰორის ღვინო. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე.

მწვავე ბრონქიტი, ფილტვების ანთება

200 გ წვრილად დაჭრილი დაჭრილი ალოეს ფოთლები შეურიეთ 1 ჩ.კ. მოხარშულ მარილს.

ნაწოლები, კოჭის წყლული, დამწვრობა, მოყინვა

100 გ ფოთლები დააქუცმაცეთ, მანამდე მოაშორეთ ეკლები. დაუმატეთ 100 გ წყალი, ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ 100 გ გლიცერინი და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, ისევ მოურიეთ. დააყენეთ 1 დღით ბნელ, გრილ ადგილას, გადაწურეთ.

ნაწიბურები და ჭრილობები

დაიდეტ ალოეს გაჭრილი ფოთლები დაზიანებულ მონაკვეთებზე.

საშვილოსნოს კიბო

5 ლ წითელ მაგარ ღვინოს დაუმატეთ 2.5 კფ თაფლი, 1.5 კგ დაქუცმაცებული ალოეს ფოთლები (მცენარე 3 წლის მაინც უნდა იყოს, მოკრეფამდე 1 კვირის განმავლობაში არ მორწყოთ). დააყენეთ ბნელ გრილ ადგილას 5 დღით. პირველი 5 დღის მანძილზე მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში, შემდეგ – სამჯერ დღეში 1 ს.კ., ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი – 1.5 თვე.

თავის ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილები

2 კვირის განმავლობაში, უზმოზე მიიღეთ 5 წვეთი წვენი.

სტომატიტი

გაჟღინთეთ ალოეს წვენით ბამბის მილაკები და გაიჩერეთ პირის ღრუში. ან გამოივლეთ პირის ღრუ წყალთან თანაბრად გაზავებული ალოეს წვენით.

ტუბერკულოზი, პნევმონია, ხანგრძლივი ხველა

150 გ არყის კვირტებს დაასხით 0.5 ლ წყალი და ადუღეთ 2 წუთით. გადაწურული ნახარში დაუმატეთ მასას, მომზადებულს 1 კგ ცაცხვის თაფლით, 200 გ წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლებითა და 200 გ ზეითუნის ზეთით. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. მომხმარებამდე შეანჯღრიეთ.

ქრონიკული ჰაიმორიტი

შეურიეთ 5 გ ალოეს წვენი, ამდენივე თაფლი და ქრისტესისხლას ბალახი. ჩაიწვეთეთ დღეში სამჯერ, 7-7 წვეთი თითო ნესტოში. მასა გადმოაფურთხეთ.

თმის გაძლიერება და ზრდის სტიმულირება

1 ს.კ. თაფლს დაუმატეთ 1 ჩ.კ. აბუსალათინის ან რევანდის ზეთი და 1 ჩ.კ. ალოეს წვენი. შეიზილეთ თმის ძირებში.

კუჭის წყლული

დააქუცმაცეთ 0.5 ჭიქა ალოეს ფოთლები, შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი და დააყენეთ 3 დღით. შემდეგ დაუმატეთ 1 ჭიქა წითელი ნატურალური ღვინო და დააყენეთ 1 დღით. მიიღეთ ცარიელ კუჭზე ორი თვის განმავლობაში, 1 ს.კ. დღეში სამჯერ.

ჯიბლიბო

5 საათით დააყენეთ ალოეს ფოთლები მდუღარე წყალში. გაიკეთეთ ქუთუთოს აბაზანები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს