ნივთები, რომლები არ უნდა აიღოთ ქუჩაში და არ უნდა შეიტანოთ სახლში. 7 ტაბუ

627

გიპოვიათ ქუჩაში რაიმე ღირებული ნივთი? მაგალითად, მე ბავშვობაში ბევრი მსგავსი რამ მიპოვია, მაგრამ დედა ამ ნივთების სახლში შეტანის უფლებას არ მაძლევდა. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ არ უხაროდა დედას, როდესაც რაიმეს ვიპოვიდი. აღმოჩნდა, რომ არსებობს ნივთები, რომელთა აღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მითუმეტეს სახლში წაღება. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ბიოენერგეტიკის თემით დაინტერესებული მეგობრისგან შევიტყვე, თუ ქუჩაში ნაპოვნ რომელ ნივთებს არ უნდა შევეხოთ ხელით. სწორედ მან ამიხსნა, თუ რატომ მიშლიდა დედაჩემი ასე მკაცრად, სხვისი დაკარგული ნივთების აღებას. აღმოჩნდა, რომ ამას საკმაოდ ადეკვატური მიზეზები აქვს.

რა ნივთების აღება არ შეიძლება ქუჩაში?

ყველა ნივთი არ ატარებს უარყოფით ენერგეტიკას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკარგული ნივთი პატრონის საყვარელი ნივთი იყო, ის თქვენ ნამდვილად არ მოგიტანთ ბედნიერებას.

არ შეიძლება ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამკაულების აღება

კეთილშობილი ლითონები ენერგიის ძალიან ძლიერი გამტარებია. უფრო მეტიც, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებულ სამკაულებს ახსოვს მისი მფლობელის აურა. მათი დახმარებით ძალიან ხშირად აკეთებენ ჯადოს, რადგან მათზე ზემოქმედებით, შეიძლება ადამიანზე გავლენის მოხდენა. ეს განსაკუთრებით ეხება ოქროს სამკაულებს. მათ ხშირად მიზანმიმართულად აგდებენ ქუჩაში, რათა თავი დააღწიონ პრობლემებს, მათი სხვა ადამიანზე გადაცემით.

სხვისი საქორწილო ბეჭდის მოსინჯვით, თქვენ შეგიძლიათ უნებურად გადაიტანოთ საკუთარ თავზე მისი მფლობელის სასიყვარულო ტანჯვები. გარდა ამისა, რაც უფრო დიდხანს ატარებთ სამკაულს, მით უფრო ძლიერად იმოქმედებს ის თქვენს ბიოველზე. და, როგორც გესმით, ხშირად ეს გავლენა საერთოდ არ იქნება დადებითი.

გულმკერდის ჯვარი

ყველამ იცის, რომ გულმკერდის ჯვარი ძალიან პირადი და საკრალური რამ არის. ჯვარს შეუძლია შთანთქას პატრონის ენერგია, მათ შორის უარყოფითიც. სხვისი დაკარგული ჯვარი საერთოდ არ უნდა აიღოთ, რადგან ზუსტად არასოდეს იცი ვინ ატარებდა მას და რა აზრები ტრიალებდა მის თავში. უფრო მეტიც, ეს ჯვარი თქვენ არ უნდა ატაროთ. დაიმახსოვრეთ, რომ ამ გზით შეგიძლიათ სხვისი ბედი გაიზიაროთ. ვინ იცის ბედნიერია თუ არა? ამიტომ ჯობია არ გარისკოთ.

მონეტები

როგორც უკვე იცით, ლითონები ითვლება შესანიშნავი ენერგიის გამტარებად. ამიტომ, იმისდა მიხედვით, თუ ვინ დაკარგა მონეტა, ის შეიძლება გახდეს როგორც თილისმა, ასევე სასჯელი.

და რადგან ლითონზე ადვილია ჯადოს გაკეთება, ჯადოქრები ხანდახან მონეტებს იყენებენ და შემდეგ აგდებენ. სხვათა შორის, ყველაზე ხშირად ასეთ ფულს ყრიან გზაჯვარედინებზე, რადგან სწორედ იქ გროვდება უარყოფითი ენერგია. ამიტომ, ზოგჯერ ნაპოვნი მონეტა შეიძლება მოულოდნელი ხარჯების მიზეზად იქცეს. დაიმახსოვრეთ, რომ თუ დაუმსახურებელ ფულს მიიღებთ, შესაძლოა აანაზღაუროთ იგი რაიმე ღირებულის დაკარგვით. უმჯობესია, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები.

საათი

ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ საათები ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საჩუქარია. და ეს ეხება ახალ საათებს. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ გამოყენებულ საათზე? საათების დახმარებით ადამიანებს, რომლებიც შავ მაგიას ეწევიან, შეუძლიათ სხვისი დაავადებები ჯანმრთელ ადამიანს გადასცენ.

თუ ქუჩაში გაფუჭებულ საათს იპოვით, ხელით არ შეეხოთ. საქმე ისაა, რომ საათი, რომელიც გარდაცვლილს ხელზე ეკეთა, სამუდამოდ წყვეტს მუშაობას. როგორც გესმით, ცოცხალი ადამიანისთვის კატეგორიულად აკრძალულია ასეთი აქსესუარის ტარება.

ნემსები, ქინძისთავები, სამაგრები

ნებისმიერი წვეტიანი საგნები, იქნება ეს ქინძისთავები თუ ნემსები, ქუჩაში ისე უბრალოდ არ ხვდება. ცოტა ვინმე თუ ატარებს თან ნემსს და ძაფს. შელოცვები, ყველაზე ხშირად წვეტიან ნივთებზე კეთდება, რადგან ნეგატივი სწორედ ნემსის წვერზე გროვდება.

ჩვეულებრივი ქინძისთავი, ასევე შეიძლება დაიკარგოს მას შემდეგ, რაც პატრონი ბოროტი თვალისგან დაიცვა. და თუ ეს ასეა, მაშინ მასში უკვე არის ბევრი ნეგატიური ენერგია, რომელიც არ უნდა გადმოიტანოთ საკუთარ თავზე.

გასაღებები

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაკარგოს გასაღები ან იპოვოს ის. მაგრამ გასაღები, რომელიც გზაზე დევს, ყოველთვის დაკარგული არ არის. არსებობს რიტუალები, რომლებშიც გასაღებები გამოიყენება. მაგალითად, ადამიანს შეუძლია საკუთარ წარმოდგენაში დახუროს კარი წარსულ უბედურ ცხოვრებაზე და გადააგდოს გასაღები. გჭირდებათ მისი აღება და ამით იმ უბედური კარის გაღება? ამიტომ უმჯობესია არ აიღოთ გასაღებები ქუჩაში.

არ აიღოთ ხელნაკეთი ნივთები

ჩვენს ეპოქაში, ხელნაკეთი ნივთები ძალიან ფასდება. უბრალოდ ქუჩაში არ უნდა აიღოთ ასეთი ნივთები. ეს განსაკუთრებით ეხება მოტანკას თოჯინებს. გახსოვდეთ, რომ ადამიანები ხშირად ჯადოს ხელნაკეთი თოჯინას გამოყენებით აკეთებენ. და ასეთი თოჯინას სახლში შეტანა ნიშნავს მასზე უბედურების მოზიდვას.

თუ ძალიან გინდათ, რომ სახლში ხელნაკეთი თოჯინა გქონდეთ, უმჯობესია თავად შექმნათ. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რომ ის სიკეთეს და წარმატებას მოგიტანთ. მაგალითად, შეეცადეთ გააკეთოთ საყვარელი ბალერინა ხელსახოცებისგან.

ახლა თქვენ უკვე იცით, რა არ უნდა აიღოთ ქუჩაში, რათა შეინარჩუნოთ ბედნიერება და კეთილდღეობა თქვენს სახლში. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ სახლში ზოგიერთი ნივთი დამალული უნდა იყოს ცნობისმოყვარე თვალებისგან, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი ენერგიის გავლენა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს