ცივი სეზონის დაწყებასთან ერთად ტრადიციულად გვაწუხებს ახალი ხილის ნაკლებობა. აქ თბილი რეგიონებიდან შემოტანილი ხილი სამაშველოდ მოეშურება. ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელია. მაგალითად, წარმოუდგენელია ახალი წლის აღნიშვნა მანდარინის გარეშე. როგორ გავიგოთ, რომელი მანდარინია ყველაზე ტკბილი?
“პაპარაცი” გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მანდარინის არჩევისას, რომ გემრიელი და წვნიანი იყოს. ახლა მარტივად აარჩევთ ტკბილ მანდარინს როგორც მაღაზიაში, ასევე ბაზარში. დაიმახსოვრეთ!
რომელი მანდარინია ყველაზე ტკბილი: არჩევანის საიდუმლოებები
მაღაზიებში დახლებზე გვხვდება სხვადასხვა სახეობის მანდარინი, ამიტომ ღირს იმის ცოდნა, როგორ შევარჩიოთ ხილი სწორად.
1. უარი თქვით მანდარინის შეძენაზე, თუ აქვს ჩაჭყლეტილი ადგილები. როგორც წესი, ასეთ ხილში გაფუჭება უკვე დაიწყო. ეს პუნქტი დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეამოწმოთ, ქერქს ოდნავ დააწექით. თუ ღრმული არ გასწორდა, მანდარინში ლპობა დაწყებულია.
2. მანდარინის ქერქს ყურადღება მიაქციეთ. უნდა იყოს ოდნავ პრიალა, მაგრამ არა წებოვანი. გლუვი ქერქი ნიშანია, რომ მანდარინი დიდი ხნის წინ დაკრიფეს. შიგნით გამომშრალი ან დამპალი იქნება.
3. მწვანე ლაქები და ძარღვები ნიშანია, რომ ყიდვისგან თავი უნდა შეიკავოთ. ასეთი ნიშნები ნიშნავს, რომ მანდარინი მკვახე დაკრიფეს. მჟავე გემო ექნება.
4. მანდარინის ფერსაც მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო ნაჯერი ფერი აქვს ქერქს, მით დიდია ალბათობა, რომ სუფრაზე ტკბილი მანდარინი მოხვდება. გარდა ამისა, მთელ ნაყოფზე ფერი ერთგვაროვანი უნდა იყოს.
5. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხილის წონა. რაც უფრო მძიმეა მანდარინი, მით უფრო წვნიანია. ძალიან მსუბუქი ხილი შიგნიდან მშრალი და უგემურია.
6. თუ შესაძლებელია დააკვირდით, როგორ სცილდება კანი რბილობს, გააკეთეთ. თუ მანდარინი კარგად იფცქვნება, მწიფეა.
სად იზრდება ყველაზე ტკბილი მანდარინი?
იმის გასარკვევად, რომელი მანდარინია ყველაზე ტკბილი, უნდა იცოდეთ, საიდან არის შემოტანილი.
ჩინური მანდარინი პატარა ზომით და თხელი ქერქით გამოირჩევა. ასეთი მანდარინის დამახასიათებელი ნიშანია მწვანე ფოთლები ნაყოფზე. რა თქმა უნდა, ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ასეთ ხილს მჟავე გემო აქვს და ოდნავ მშრალია.
ესპანური მანდარინის დამახასიათებელი თვისებაა ზომა. ესპანური მანდარინი არის მსხვილი, კაშკაშა, მკვრივი, ფოროვანი ქერქით. როგორც წესი, ტკბილია, მაგრამ ბევრი კურკა აქვს. ზოგჯერ ესპანურ მანდარინზე ყლორტები რჩება.
თურქული მანდარინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მაღაზიებში და ბაზრებში. შედარებით იაფია, ამიტომ საშუალებას იძლევა კარგად დანაყრდეთ სეზონზე. თურქული მანდარინი ღია ნარინჯისფერი ან ღია ყვითელია, მცირე ზომის და თხელი ქერქით. ასეთი მანდარინი ხშირად მჟავეა, მაგრამ წვნიანი.
ქართული მანდარინი გემოს რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებს. ასეთი მანდარინი ყოველთვის პატარაა, ღია ნარინჯისფერი ქერქით. ქართული მანდარინი ყოველთვის წვნიანია, მაგრამ კურკებით. ტკბილ-მჟავე გემო და გამოხატული ციტრუსის არომატი აქვს.
მაროკოული მანდარინი მოეწონება მათ, ვისაც უყვარს ტკბილი მანდარინი. პატარა ზომის, მაგრამ წვნიანია. მასშიც ხვდება კურკები, მაგრამ არა ბევრი. მაროკოული ნაყოფი ძირში ჩაღრმავებით გამოირჩევა. მაროკოში მანდარინის მწარმოებლები თავიანთ პროდუქტებს რომბის სტიკერით აღნიშნავენ, რათა მყიდველმა შეძლოს მისი ამოცნობა დახლზე.
ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ისეთი მანდარინი, რომელიც თქვენს გემოვნებას შეეფერება.