ვკურნავთ დიაბეტს ვარდკაჭკაჭას გამოყენებით: ხალხური რეცეპტები

5405

ვარდკაჭკაჭას ფესვების შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ადვილადათვისებადი ნივთიერებები, რის წყალობითაც იგი კვების უძვირფასესი პროდუქტია, განსაკუთრებით კი დიაბეტიკებისთვის.

მას იყენებენ კანფეტებისა და ტორტების მოსამზადებლად, უმატებენ ყავასა და ჩაის, რაც მათ უჩვეულო გემოს, სუნსა და ფერს ანიჭებს.

ვარდკაჭკაჭას ფესვების ნახარში

დაასხით 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ვარდკაჭკაჭას ფესვებს 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და გააგრილეთ.

დალიეთ 50 მლ დღეში სამჯერ, შაქრიანი დიაბეტის დროს.

ვარდკაჭკაჭას ფესვების ნახარშს, ასევე, ნაღველმდენი საშუალების სახითაც იყენებენ, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს, როგორც შარდმდენი საშუალება – თირკმლების დაავადებების დროს.

ვარდკაჭკაჭა გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევების სამკურნალოდაც. მას გარეგანად იყენებენ აბაზანების, სავლებებისა და კომპრესების სახით, კანის დაავადებებისა და პოდაგრის დროს.

ვარდკაჭკაჭას ნახარში კონცენტრირებისთვის

დაასხით 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს 200 მლ ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ხარშეთ კიდევ 10 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ ჩაის სახით, შაქრიანი დიაბეტის დროს.

ვარდკაჭკაჭას ფესვების ნაყენი

2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენი 1 დღეში, 3-4 ულუფად. გამოიყენეთ საშუალება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

ვარდკაჭკაჭას ფესვებისა და ბალახის ნაყენი

1 ს.კ, დაქუცმაცებულ ვარდკაჭკაჭას ყვავილებსა და 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, შეახვიეთ და დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გადაწურეთ.

მიიღეტ შაქრიანი დიაბეტის დროს 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი ათდღიანია. შემდეგ შეისვენეთ 7 დღით და გაიმეორეტ მკურნალობა.

ვარდკაჭკაჭას ბალახის ნაყენი

1 ჩ.კ. ბალახს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ შაქრიანი დიაბეტის დროს, დღეში 2-3-ჯერ, 100-100 მლ.

ამ ნაყენის გამოყენება შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმლების დაავადებების, ნევრასთენიისა და ისტერიის სამკურნალოდ.

სამკურნალო ნაკრები (რეცეპტი 1)

ინგრედიენტები

  • 4 ს.კ. ვარდკაჭკაჭას ფოთლები
  • 4 ს.კ. ბერძნული კაკლის ფოთლები
  • 4 ს.კ. სამკურნალო ჭეჭველას ბალახი
  • 4 ს.კ. ჭინჭრის ფოთლები
  • 4 ს.კ. ბაბუაწვერას ფოთლები

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ინგრედიენტები, აიღეთ 2 ს.კ. ნაკრები და დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთით, შემდეგ აცადეთ გაგრილება და გადაწურეთ 30-40 წუთში. დალიეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, შაქრიანი დიაბეტის დროს.

სამკურნალო ნაკრები (რეცეპტი 2)

ინგრედიენტები

  • 5 ს.კ. ვარდკაჭკაჭას ფოთლები
  • 5 ს.კ. ტყის მარწყვის ფოთლები
  • 5 ს.კ. მატიტელას ბალახი
  • 5 ს.კ. ბაბუაწვერას ფოთლები

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ინგრედიენტები, 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 2-3 წუთით, შემდეგ 1-1.5 საათით გააგრილეთ და გადაწურეტ. მიიღეტ 60-70 მლ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, შაქრიანი დიაბეტის დროს.

სამკურნალო ნაკრები (რეცეპტი 3)

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ვარდკაჭკაჭას ფესვები
  • 2 ს.კ. ძირტკბილას ფესვები
  • 2 ს.კ. ხუთფურცელა შავბალახა
  • 2 ს.კ. ყავისფერი ასკილის ნაყოფი
  • 2 ს.კ. კუნელის ნაყოფი
  • 3 ს.კ. ოროვანდის ფესვები
  • 3 ს.კ. ნარცეცხლას ბალახი
  • 1 ს.კ. თირკმელის ჩაის ბალახი
  • 1 ს.კ. პიტნის ბალახი
  • 1 ს.კ. ვერონიკას ბალახი
  • 1 ს.კ. შავი არყის ფოთლები

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, აიღეთ 2-3 ს.კ. ნაკრები, ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ მთელი ღამით, დილით გადაწურეთ.

მიიღეთ თბილი ნაყენი, 70 მლ ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, შაქრიანი დიაბეტის დროს.

სამკურნალო ნაკრები (რეცეპტი 4)

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ვარდკაჭკაჭას ფესვები
  • 2 ს.კ. ოროვანდის ფესვები
  • 2 ს.კ. სელის თესლი
  • 7 ს.კ. მოცვის ფოთლები
  • 7 ს.კ. ლობიოს პარკები

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, აიღეთ 2-3 ს.კ. ნაკრები და დაასხით 500 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. გააჩერეთ 12 საათით, შემდეგ მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და გააჩერეთ 15 წუთით. დააყენეთ კიდევ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 200 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, შაქრიანი დიაბეტის დროს.

სამკურნალო ნაკრები (რეცეპტი 5)

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. ვარდკაჭკაჭას ბალახი
  • 2 ს.კ. ჟოლოს ფოთლები
  • 2 ს.კ. დიდბაიას ბალახი
  • 1 ს.კ. კრაზანას ბალახი

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, აიღეთ 2 ს.კ. ნაყენი და დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ და დააყენეთ პირსახოცში შეხვეული 2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში მცირე ყლუპებად, შაქრიანი დიაბეტის დროს.

უკუჩვენებები

როგორც სხვა უამრავ მცენარეს, ვარდკაჭკაჭასაც შეუძლია ალერგიულ ადამიანებში კანის რეაქციის გამოწვევა.

რამდენადაც მცენარე იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, მისი მოხმარება არაა სასურველი სისხლძარღვოვანი დაავადებების, ვარიკოზული დაავადებისა და ბუასილის დროს.

მართალია, ვარდკაჭკაჭა სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, მისი ხშირი და ჭარბი გამოყენება იწვევს საჭმლის მონელების პრობლემებს.

განსაკუთრებით ფრთხილად მიიღეთ ვარდკაჭკაჭას პრეპარატები, თუ გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ღვიძლის დაავადებები, ბრონქიტი, ასთმა, ქრონიკული ხველა ან სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები გაქვთ. საქმე ისაა, რომ ეს პრეპარატები აძლიერებს ხველას.

მართალია, ყავისგან განსხვავებით, ვარდკაჭკაჭა არ შეიცავს კოფეინს, მაგრამ იგი მაინც აღმგზნებია, ამიტომ მათ, ვისაც უძილობა, სტრესი ან დეპრესია აწუხებთ, არ უნდა გამოიყენონ ამ მცენარის პრეპარატები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს