ბანანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმპორტული ხილია. გასაკვირი არც არის, რადგან ბანანის ფასი და გემოს თვისებები რეგულარულად მირთმევის საშუალებას იძლევა. ეს ხილი ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენით გამოირჩევა. ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი სარგებელი მოაქვს, ამიტომ ექიმები მის რაციონში ჩართვას გირჩევენ.
გასტროენტეროლოგმა მორიგი ვიზიტისას ბანანის სასარგებლო თვისებებზე მიამბო. თურმე, მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს, ბანანი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია პროდუქტია. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა ბანანი ყოველდღიურ რაციონში ჩავრთე. ნამდვილად მუშაობს!
ბანანის სარგებელი მთელი ორგანიზმისთვის
ავსტრალიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ბანანი ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. კარგი დანამატია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ბანანი განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. „პაპარაცი“ დეტალურად გიამბობთ ამ პროდუქტის დადებით მხარეებზე.
ჰიპოალერგიულობა
ბანანი ერთ-ერთ ყველაზე ჰიპოალერგიულ ხილად ითვლება, ამიტომ მცირეწლოვანი ბავშვების დამატებით კვებაში ერთ-ერთი პირველია. ბანანიდან გამოდის შესანიშნავი პიურე, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ხილთან შერეული. ბანანი იდეალურად ავსებს ფაფებს როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
კალიუმის და მაგნიუმის წყარო
უმეტესობა ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ბანანი კალიუმის წყაროა. ის ხელს უწყობს გულის გაძლიერებას, მისი რიტმის აღდგენას. გარდა ამისა, ბანანი ინფარქტის და ჰიპერტონიის განვითარების რისკს ამცირებს.
ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც სისხლძარღვების კედლების გამტარობას ამცირებს. ეს სისხლიდან ცილების და სითხის დაკარგვას აფერხებს.
გარდა ამისა, ბანანი კალიუმის შემცველობის წყალობით სპორტსმენებს ეხმარება აღდგენაში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ბანანი ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის მოშორებაში, რაც შეშუპებას ამცირებს.
ბანანი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც პასუხისმგებელია ცილების სინთეზზე კუნთებში. თუ გაწუხებთ კრუნჩხვები, ეს მაგნიუმის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია. თუ აქტიურად ვარჯიშობთ, აუცილებლად ჩართეთ ბანანი რაციონში.
სარგებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის
ბანანს აქვს ჯადოსნური ეფექტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. იგი შეიცავს უჯრედისს, ამიტომ ნაწლავებისთვის ჯაგრისის ფუნქციას ასრულებს. სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყაბზობა და დარღვევები აწუხებს.
კუჭის პრობლემების დროს ბანანის რაციონში ჩართვა ზედმეტი არ იქნება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ბანანი კუჭის წყლულის ტკივილსაც ხსნის. ეს ხილი კუჭის და ნაწლავების ლორწოვანი გარსის აღდგენას ხელს უწყობს.
ბანანი შეიცავს პექტინს და სახამებელს, რომელიც გარს ეხვევა კუჭის კედლებს და კომფორტული მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. თუ გაწუხებთ გასტრიტი, ბანანი თქვენს დიეტაში აუცილებელია.
საშუალება გულძმარვის წინააღმდეგ
თუ ხშირად გაწუხებთ გულძმარვა, ბანანი აქაც დაგეხმარებათ. ბანანის რბილობი ღრუბლის როლს ასრულებს, რომელიც შთანთქავს კუჭის წვენს და ამით ანეიტრალებს. თუმცა ბანანი სამკურნალო საშუალება არ არის, ხილი მხოლოდ სიმპტომებს აქრობს.
დამხმარე საშუალება სტრესთან ბრძოლაში
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას. ეს არის B9 ვიტამინი, რომელიც დეპრესიას ისევე კარგად ებრძვის, როგორც ანტიდეპრესანტები.
ასევე, ბანანი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას სეროტონინი ხდება. ის კი ბედნიერების ჰორმონად ითვლება. ამიტომაც ექსპერტები გირჩევენ, მიირთვათ მეტი ბანანი ცივ სეზონზე დეპრესიისგან თავდასაცავად. სხვათა შორის, ტრიპტოფანი ძილის ხარისხზეც მოქმედებს, ამიტომ ბანანის მიღება უძილობასაც ებრძვის.
როგორც ხედავთ, ბანანის სარგებელი ორგანიზმისთვის უბრალოდ ფასდაუდებელია. სარგებლიანობის გარდა სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. მისგან ამზადებენ გემრიელ მაფინებს, ნამცხვრებს და სხვა გემრიელობას. აუცილებლად მოამზადეთ დელიკატესები ბანანით თქვენი ოჯახისთვის.