რჩევები, როგორ გარეცხოთ ხაოიანი პირსახოცები ისე, რომ დიდხანს დარჩეს რბილი და ფუმფულა

144

ახალი პირსახოცი ყოველთვის სასიამოვნოდ იგრძნობა კანზე. გვინდა, რომ ეს სირბილე არასდროს გაქრეს შემდგომი გამოყენებისას. არასწორი რეცხვით პირსახოცის ქსოვილი უხეში და ხორკლიანი შეიძლება გახდეს. ახალი პირსახოცის შესაძენად ფულს ყოველთვის ვერ დაზოგავ. რა თქმა უნდა, ძვირადღირებული კონდიციონერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ხანგრძლივი შედეგის გარანტიას არ იძლევა. ერთად მოვაგვაროთ პრობლემა.

ხაოიანი პირსახოცების სწორად რეცხვა

„პაპარაცი“ გიამბობთ, რატომ იცვლის ქსოვილი ტექსტურას სარეცხ მანქანაში რეცხვისას და როგორ გავუმკლავდეთ ამას. ხაოიანი პირსახოცების რეცხვა ასე მარტივი არასდროს ყოფილა. გარდა ამისა, სირბილე და სიფუმფულე ადგილზე რჩება.

პირსახოცების გაუხეშების მიზეზები:

უხეში გაწურვა. როცა სარეცხი მანქანა მაღალ ბრუნზე მუშაობს, გაწურვის რეჟიმზე ქსოვილის ყველა ბოჭკო იწელება. პროცედურის ხშირი გამეორებისას ქსოვილი ელასტიურობას კარგავს. ხაოს ძაფები წესიდან გამონაკლისი არ არის. უფრო მეტიც, იგივე წესი მოქმედებს ხელით რეცხვისას. ზოგადად, რაც მეტ ზეწოლას ახდენთ, მით უფრო სწრაფად ფუჭდება ბოჭკოები.

არასწორი გაშრობა. საკმაოდ უხეში შეცდომაა ხაოიანი პირსახოცების გაშრობა გათბობის ბატარეებზე ან სხვა გამათბობელ მოწყობილობაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სწრაფი მეთოდია, მაგრამ ნივთს ძალიან აზიანებს.

ხაოიანი პირსახოცების რეცხვა ფხვნილით. სარეცხი ფხვნილი ბოჭკოებიდან ცუდად ირეცხება. კრისტალები ძაფებში რჩება, რის გამოც მჩხვლეტავი ხდება. ამრიგად, პირსახოცები და მსგავსი ქსოვილის სხვა ნივთები მოცულობას და სირბილეს კარგავს.

ხისტი წყალი. თუ იცით, რომ თქვენს სახლში ხისტი წყალია, აუცილებლად გამოიყენეთ დამარბილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ პირსახოცი დაზიანდება, არამედ მთელი თქვენი გარდერობი. წყლის სიხისტის შემოწმება მარტივია. ჩაიდანში ჩაიხედეთ. მაღალი სიხისტის შემთხვევაში, მასში ნალექის ფანტელები იქნება.

რჩევები, როგორ გარეცხოთ ხაოიანი პირსახოცები სწორად

საწმენდი საშუალების არჩევა. სარეცხ მანქანაში გასარეცხად კაფსულები საუკეთესო ვარიანტია. კაფსულების საკმაოდ ფართო აჩევანია და მათ შეძენას შეძლებთ საყოფაცხოვრებო ქიმიის ნებისმიერ მაღაზიაში. კაფსულის კომპონენტები წარმატებით ირეცხება და ქსოვილში არ რჩება. თუ ხელით რეცხავთ, უპირატესობა მიანიჭეთ გელს ფხვნილის ნაცვლად.

რეცხვის ტემპერატურა. „ავტომატურ“ რეჟიმში თეთრი პირსახოცებისთვის 60 გრადუსი ტემპერატურა აირჩიეთ, ფერადი პირსახოცებისთვის – 40 გრადუსი.

ბრუნვის რაოდენობა 600-ს არ უნდა აჭარბებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოჭკოები ძალიან გაიწელება. ხაო თავის სიფუმფულეს დაკარგავს.

პირსახოცი გააშრეთ ორპირ ქარში ან შენობაში, სადაც ჰაერი კარგად მოძრაობს. ასე სწრაფად გაშრება და არ დაზიანდება. არასასურველია, ქუჩაში გატანა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

როგორც ხედავთ, ასეთი ნაზი ქსოვილის სირბილის და სიფუმფულის შენარჩუნება სავსებით შესაძლებელია. ხაოიანი პირსახოცების სწორად რეცხვით ამას უზრუნველყოფთ. ასე უფრო დიდხანს დატკბებით სასიამოვნო ტექსტურით ხაოიანი პირსახოცების გამოყენებისას. ასევე არ დაგავიწყდეთ, დროულად გაწმინდოთ სარეცხი მანქანა, რომ ყველა ნივთი ახალი და კარგად გარეცხილი იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს