გულის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. დაავადებების ეს ჯგუფი ყველაზე სახიფათოდ ითვლება. არც ერთ სხვა დაავადებას არ მოჰყოლია იმდენი სიკვდილი, რამდენიც გულის პრობლემებს. თუ უსიამოვნებას ადრეულ ეტაპზე გამოავლენთ, სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას შეძლებთ. გიამბობთ, როგორ გაიგოთ სწრაფად, გაქვთ თუ არა გულთან დაკავშირებული პრობლემები. ასე სპეციალისტთან დროულად მიმართვას შეძლებთ.
ტესტი კიბით გულის პრობლემების გამოსავლენად
თანამედროვე განვითარებული მედიცინის პირობებში ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადებების უმეტესობა ეფექტურად იკურნება. ზოგიერთი მათგანი სამუდამოდ ქრება, ხოლო უკურნებელი სენისთვის შეირჩევა შესაბამისი მედიკამენტოზური თერაპია. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაავადებამ ვერ მოასწრო ორგანიზმის სერიოზულად დაზიანება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ პროფესიონალს დახმარებისთვის.
გულის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მრავალი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ტესტი კიბით. მის გავლას გვთავაზობს ექიმი ჰესუს პეტეირო ესპანეთის ლა-კორუნიას საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან. ის და სხვა მეცნიერები, რომლებიც გულის პრობლემებს სწავლობენ, მხარს უჭერენ იდეას, რომ ეჭვი შეიძლება შეგეპაროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე, თუ კიბეზე ასვლა გიჭირთ.
მათი ექსპერიმენტის მიხედვით, თუ ადამიანი 4 სართულს წუთ-ნახევარში იოლად ადის, მისი გული ჯანმრთელად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა ზუსტი გამოკვლევისთვის. თუ ადამიანს უჭირს ასეთი მარტივი დავალების შესრულება, ეს სერიოზული დაავადების არსებობის ნიშანი შეიძლება იყოს.
გულის პრობლემების სხვა სიმპტომები
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ნიშნებიც, რომელთა დაგეხმარებათ გაიგებთ, რომ გაქვთ გულის პრობლემები. ისინი შეიძლება გამოვლინდეს მშვიდ მდგომარეობაში და ამისთვის რაიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება საჭირო არ არის. აი, რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გულის დაავადებების დროს:
- უსიამოვნო შეგრძნებები ან შებოჭილობა გულმკერდის არეში;
- ტკივილი, რომელიც სხეულის მარცხენა მხარეს გადაეცემა;
- ქოშინი მცირე აქტივობის დროს;
- ზოგადი სისუსტე;
- შეშუპების გამოჩენა;
- არათანაბარი გულის რიტმი და ძლიერი გულისცემა;
- ცივი ოფლი ან ცხელება;
თუ გაქვთ ასეთი ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არ გადადოთ მკურნალობა, რომ შემდეგ შეუქცევად შედეგებთან ბრძოლა არ მოგიწიოთ.
ახლა იცით, როგორ ამოიცნოთ გულის პრობლემები. ამისთვის საკმარისია კიბეზე ასვლა. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ არ გჭირდებათ დიდი დროის დახარჯვა. საკმარისია, რომ ტესტის გასავლელად წუთ-ნახევარი გამოყოთ. ასე გაიგებთ, გაქვთ თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები.