სუნი კარადაში: მარტივი გზა მისგან თავის დასაღწევად

10

კარადაში სუნი არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. ის შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, თუ ტანსაცმელი, რომელიც მასში დევს გარეცხილი და იდეალურად დაკეცილია. ეს უცნაური სუნი არ ნიშნავს უსუფთაობას ან დაუდევრობას. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ის შეიძლება გაჩნდეს კარადაში და ჩვენ თითოეულ მათგანზე ვისაუბრებთ. გარდა ამისა, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ეს სუნი.

სუნი კარადაში: საიდან ჩნდება და როგორ მოვაშოროთ იგი

რატომ ჩნდება სუნი კარადაში?

შეგვიძლია ვისაუბროთ კარადაში უსიამოვნო სუნის გამომწვევ რამდენიმე ძირითად ფაქტორზე:

უპირველეს ყოვლისა, შეიძლება გქონდეთ ჰაერის ვენტილაციის პრობლემა. ამის გამო ოთახში ჭარბი ტენიანობა გროვდება, რომელიც ასევე რჩება ტანსაცმელზე. აქედან გამომდინარეობს ბაქტერიების და სოკოების გამრავლება. სწორედ ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო სუნის მიზეზი.

ლამაზად დაკეცილი ნივთები უფრო მეტ ხანს ინარჩუნებს სიახლეს. უფრო მეტიც, თაროზე საკმარისი ადგილი უნდა იყოს ჰაერის მიმოქცევისთვის. ანუ ტანსაცმელი ძალიან მჭიდროდ არ უნდა იდოს ერთმანეთზე.

სარეცხის რეცხვისას დაშვებული შეცდომები – თქვენს კარადაში სუნის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია. ერთი შეხედვით, ნივთები სუფთაა, მაგრამ კარადაში მაინც უცნაური სუნი დგას. რა თქმა უნდა, მაშინაც კი, თუ გარდერობის ყველა ნივთს გარეცხავთ , მაგრამ არა სწორად, სუნი არ გაქრება. პირიქით, მხოლოდ გაძლიერდება. ხშირად ეს ყველაფერი ფხვნილის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბევრი დიასახლისი შეცდომით თვლის, რომ რაც მეტია, მით უფრო სუფთად ირეცხება ტანსაცმელი. სწორედ სარეცხი ნივთიერების სიჭარბის გამო იძენს ქსოვილები მკვეთრ სუნს. ასევე, შესაძლოა გავლენა იქონიოს რეცხვის არასათანადო რეჟიმმაც.

როდესაც ნივთი დიდხანს ინახება კარადაში ჩაცმის გარეშე, მას უჩნდება გაცვეთილი ტანსაცმლის სუნი. ამრიგად, მხოლოდ ერთ ძველ ბლუზას შეუძლია გააფუჭოს გარშემო ყველაფერი. იმის გამო, რომ ის დიდხანს რჩება გაურეცხავი, მის ქსოვილში ბევრი არომატი და მტვერი გროვდება.

მტვერი და სიგარეტის კვამლი ყველაზე მეტად აზიანებს ნივთებს.

ოდნავ ნამიანი ტანსაცმლის დაკეცვა, ცუდი იდეაა. იმის გამო, რომ ის დაკეცილია და ჰაერი ნორმალურად არ ხვდება, აუცილებლად გაუჩნდება სუნი.

უსიამოვნო სუნის მოშორების მეთოდი

კარადიდან უსიამოვნო სუნის მოშორება სულაც არ არის რთული. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, თუმცა შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება. თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, რომ თქვენს ტანსაცმელს ცუდი სუნი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სუფთაა. აი რა უნდა გააკეთო:

1. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით უნდა გადახედოთ თქვენს გარდერობს და მოიშოროთ ის ნივთები, რომლებიც დიდი ხანია დევს. გადმოალაგეთ ტანსაცმელი და გადაარჩიეთ.

2. შეამოწმეთ კარადის ზედაპირები. სავსებით შესაძლებელია, რომ ოთახში მაღალი ტენიანობის გამო რომელიმე კუთხეში გაჩნდეს ობი. თუ შესაძლებელია, არ დაიზაროთ ავეჯის გაწევა და უკან კედლის დათვალიერება. შესაძლოა იქ სოკოც იყოს, რომელიც სუნის გამომწვევია.

3. გაწმინდეთ ყველა თარო. უბრალოდ მტვრის გადაწმენდა საკმარისი არ არის. ზედაპირების გასაწმენდად მოამზადეთ თბილი წყლისა და საყოფაცხოვრებო საპნის ხსნარი. უკანა კედელი და თაროების ნაპირები დამატებით შეიძლება გაიწმინდოს წყალბადის პეროქსიდში დასველებული ბამბის დისკოთი ან ხელნაკეთი საშუალებით. ეს ხელს შეუშლის სოკოს გაჩენას.

4. სანამ კარადა გაშრება, გარეცხეთ ტანსაცმელი და ჩამოკიდეთ გასაშრობად. სასურველია მზეზე, რომ ულტრაიისფერმა შუქმა გაანადგუროს ბაქტერიები. შემდეგ დალაგებული ნივთები აკურატულად დაკეცეთ. უმჯობესია მომავალი სეზონის ტანსაცმელი სპეციალურ შალითებში მოათავსოთ და ცალკე ჩამოკიდოთ.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი კარადაში და როგორ მოიცილოთ იგი. გარდა ამისა, ახლა არის მრავალი განსხვავებული სურნელოვანი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ საგნებს შორის. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და აღარ მოგიწევთ ფიქრი ამ უსიამოვნო პრობლემაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს