შესაფერისი ვარცხნილობის გარეშე, ელეგენტური გარეგნობა გამორიცხულია. ამას ნებისმიერი მოდის მიმდევარი დაადასტურებს. და ყველა დროს საკუთარი ვარცხნილობები და სტილი აქვს. თანამედროვე მოდის მიმდევრები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოკლე ვარცხნილობას. და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია – პიქსი.
ნებისმიერ ქალს შეუძლია მარტივად აირჩიოს პიქსი, რომელიც მას შეეფერება. არ აქვს მნიშვნელობა კლასიკური სტილის მოყვარული ხართ თუ უფრო ექსტრავაგანტურის. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ვარცხნილობის ზუსტად ის ვარიანტი, რომელიც საუკეთესოდ შეავსებს თქვენს სტილს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება პიქსის არჩევისას.
ვარცხნილობა პიქსი, როგორც სტილის ელემენტი
პიქსი მოდაში შემოვიდა ცნობილი ოდრი ჰეპბერნისა და ფილმის “რომაული არდადეგების” წყალობით. ფილმის გმირი, პრინცესა ანა, ეკრანზე გამოჩნდა მოკლე ვარცხნილობით, რომელსაც იმდროინდელი ქალები ძალიან იშვიათად ირჩევდნენ. ოდრი ჰეპბერნმა თავისი გარეგნობით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მოკლე თმითაც შეიძლება ქალურად გამოიყურებოდე.
დღესდღეობით ამ ვარცხნილობას სრულიად განსხვავებული ასაკის ქალები ირჩევენ. მაგრამ მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – ეს ვარცხნილობა ნებისმიერ იმიჯს წარმოუდგენლად ელეგანტურს ხდის. პიქსის მთავარი მახასიათებელია მოკლე თმა, რომელიც შერწყმულია მოცულობით ფორმასთან.
პიქსის ბევრი უპირატესობა აქვს:
- მოცულობითი ფორმა;
- მარტივი სტაილინგი;
- სახეობების მრავალფეროვნება;
- ქალურობა;
- უნივერსალურობა ყველა ასაკისთვის.
პიქსის ვარიანტები შეიძლება შეირჩეს თმის ტიპის, სახის ფორმის, ასაკისა და პირადი გემოვნების მიხედვით.
კლასიკური პიქსი
კლასიკური პიქსის მთავარი მახასიათებელია – მოკლე სიგრძე. უფრო მეტიც, ეს კონკრეტული ვარიანტი შეიძლება იყოს უბრალოდ მოკლე ან ულტრამოკლე.
მიუხედავად იმისა, რომ ვარცხნილობის ეს ფორმა აბსოლუტურად ყველა ქალს უხდება, კლასიკურ პიქსის უფრო ხშირად ხანდაზმული ქალები ირჩევენ. ის ქმნის გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. ამიტომ, თუ ქალს სურს დაკარგოს რამდენიმე წელი, მაშინ ამაში მას კლასიკური პიქსი დაეხმარება.
ვარცხნილობა პიქსი წინამოთი
თუ ქალბატონს სურს გამოიყურებოდეს ძალიან მოდურად, მაშინ მან უნდა აირჩიოს პიქსი წინამოთი. მართალია, ასეთი ვარცხნილობა სტაილინგისთვის დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მისი სილამაზე ანაზღაურებს ყველა ამ უხერხულობას.
ასეთი ვარცხნილობა გამოირჩევა მოცულობითი გვირგვინით და წინამოთი. საინტერესო ის არის, რომ წინამოს შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული სიგრძე და ფორმა.
უფრო რომანტიკული გოგონებისთვის შესაფერისია დახვეული წინამო. გაბედული იმიჯის მოყვარულებს შეუძლიათ ატარონ სწორი წინამო, სახის გასწვრივ. ნამდვილ მოდის მოყვარულს კი შეუძლია გადაივარცხნოს წინამო უკან, რაც ხაზს გაუსვამს მის შესანიშნავ გემოვნებას.
ნათელი ფერის პიქსი
გსურთ, რომ იმიჯი კიდევ უფრო უჩვეულო იყოს? ყურადღება გაამახვილეთ პიქსის ნათელ ვარიანტებზე. არაჩვეულებრივი ფერები, როგორიცაა წითელი, იასამნისფერი, ვარდისფერი და ლურჯი, არ მოგცემთ საშუალებას შეუმჩნეველი დარჩეთ არცერთ კომპანიაში.
თუ ძალიან ნათელი ვარიანტი ეწინააღმდეგება თქვენს ბუნებას, შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ მარგალიტის, ვერცხლის, იასამნის და ატმის ფერებზე.
ასიმეტრიული პიქსი
ასიმეტრიული პიქსი საინტერესოა, რადგან ის დაგეხმარებათ სახის ფორმის გამოსწორებაში. გარდა ამისა, ეს ასიმეტრიული ვარცხნილობა მოუხდება როგორც სწორი, ისე ტალღოვანი თმის მფლობელებს.
ვარცხნილობა მშვენივრად გამოიყურება ქერა თმაზე. ეს მას მოცულობას ანიჭებს. თუ ბუნებამ ოქროსფერი კულულებით არ დაგაჯილდოვათ, ამის გამოსწორებაში თქვენი სტილისტი დაგეხმარებათ. უფრო მეტიც, საკმარისი იქნება მხოლოდ რამდენიმე ზოლის გაღიავება.
პიქსი გაპარსული ზონებით
ვარცხნილობის ეს ვარიანტი შესაფერისია ყველაზე გაბედული და კრეატიული ქალბატონებისთვის. თუ მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და არ გეშინიათ სხვისი შემფასებელი მზერის, მაშინ ეს პიქსი თქვენთვისაა.
ვარცხნილობის გამრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ გაიპარსოთ თავის უკანა მხარე ან საფეთქლების ზონა. შეიძლება გაიპარსოს კლასიკურად ან ნახატების და ორნამენტების სახით. თმის ღია ფერის ღერები ასევე არ გააფუჭებს იმიჯს.
პიქსის შეუძლია მრავალფეროვნება შემატოს თქვენს სტილს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხანდახან მოკლე ვარცხნილობა ბევრად უფრო ელეგანტურად გამოიყურება, ვიდრე მოუვლელი გრძელი თმა.