„ჩემ მეუღლეს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა. 2002 წლის 23 ივნისს მარცხენა ფეხზე თითი, შემდეგ მუხლს ზემოთ ფეხიც მოაჭრეს.
ქმარი ექიმების მიერ გამოწერილ ყველა მედიკამენტს იღებდა, თუმცა უკვე მეორე ფეხის შეშუპებაც დაეწყო. ასეთი მდგომარეობით უბრალოდ გაოგნებული ვიყავი. მას აბები „ბერლიტიონი-300“ გამოუწერეს, მაგრამ ამან არ უშველა.
„ბერლიტიონი-300“-ის 7 გადასხმა გაუკეთეს, მაგრამ ფეხის შეშუპება და სილურჯე არ გადადიოდა. გადავწყვიტე გაზეთიდან ხალხური მედიცინის რეცეპტები გამომეყენებინა. 2003 წლის ივლისში, მე-12 ნომერში ოროვანდის შესახებ კლარა დორონინოს სტატია გამოაქვეყნეს.
მთელ შეშუპებულ ფეხზე, თითის წვერებიდან მუხლებამდე თაფლს ვუსვამდი. შემდეგ 4 აბ ასპირინს ვაქუცმაცებდი და თაფლ წასმულ ფეხსზე ვუმატებდი.
ამის შემდეგ ზემოდან სამ ფენა ოროვანდის ფოთოლს (შიდა მხრიდან) ვადებდი. შარფით ვუხვევდი და ლოგინში ვაწვენდი. ასე დღეში 2-ჯერ ვაკეთებდი. 5 პროცედურის შემდეგ შეშუპება შემცირდა. ფეხი ნორმალური გახდა და ციანოზი გაქრა.
შემდეგ სახვევს მხოლოდ ღამით ვუკეთებდი. ზამთარში ოროვანდის ფოთლები გავახმე და ახლა თბილ წყალს ვასხამ. როგორც კი რბილი ხდება, სახვევს ვაკეთებ.
ხმელი ოროვანდის ფესვებს ასე ვიყენებ: 1 ჩ/კ მდუღარე წყალს ვასხამ და ქმარს 0,5 ჭიქა ნაყენს ჭამამდე 15 წუთით ადრე ვასმევ. შაქარი 12-დან 6,3 ნიშნულამდე შემცირდა.“
ოროვანდი დიაბეტის საწინააღმდეგოდ
ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში ოროვანდის ფესვების ნაყენით შაქრიან დიაბეტს მკურნალობენ.
ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ ფესვის მოხმარება ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობას ზრდის, პროტეოლიზური ფერმენტების წარმოებას სტიმულირებს და ინსულინის საწარმოებლად პანკრეასის მუშაობას აუმჯობესებს.
უკრაინელი მეცნიერის ს. ტომილინის მონაცემებით, ოროვანდის ფესვები ახალი და თხევადი ექსტრაქტის სახით შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.
ეფექტური ბალახების ნაკრების რეცეპტი დიაბეტიკებისთვის
თანაბარი პროპორციით აიღეთ შემდეგი მცენარეები: ოროვანდის ფესვები, ლობიოს ჩენჩო, მოცვის ფოთლები, ნიგვზის ფოთლები და 1 ლ წყალი.
მომზადების მეთოდი: 4 ს/კ ნარევს ცივი წყალი დაასხით და 12 საათით დააყენეთ. 5 წუთით აადუღეთ, კიდევ 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ¾ ჭიქა ნაყენი დღეში 5-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ დალიეთ.
ძალიან ბევრ ქვეყანაში ოროვანდის ფესვებს სამკურნალოდ იყენებენ, მათ შორისაა ბულგარეთი, პოლონეთი, ავსტრია და გერმანია. თუმცა მის მიმართ განსაკუთრებული ურთიერთობა ჩინეთსა და იაპონიაში აქვთ. ჩინურ მედიცინაში მცენარის ყველა ნაწილს, მათ შორის თესლსაც, იყენებენ. მისი დახმარებით სხვადასხვა წარმოშობის შეშუპებას კურნავენ. იაპონიაში ოროვანდი საერთოდ ბოსტანში მოჰყავთ, ყველაზე გემრიელ სახეობას „გობო“ ეწოდება.
ჩინეთიდან იაპონიაში ოროვანდი, როგორც სამკურნალო მცენარე ჯერ კიდევ მე-10 საუკუნემდე მოხვდა. სხვათა შორის, იაპონია და საფრანგეთი ერთადერთი ქვეყნებია, სადაც ოროვანდი საკვებში მოსახმარად მოჰყავთ.
იაპონურ სამზარეულოში ოროვანდი და ბრინჯი იდეალური კომბინაცია. ბრინჯი აღმოსავლური რეცეპტით წყალზე და მარილის გარეშე მოხარშული უნდა იყოს. ევროპელებს და ამერიკელებს არ მოსწონთ ოროვანდის სპეციფიკური სუნი და დაღეჭვის დროს კბილებზე უსიამოვნო შეგრძნება, რაც მასში ინულინის და ბოჭკოვანი ცელულოზის არსებობით აიხსნება.
ამ ნივთიერების შემცველობით ოროვანდი ბოსტნეულებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ყველაფერთან ერთად ეს ნივთიერება კუჭის გაწმენდასაც ხელს უწყობს. ამ თვისების წყალობით ოროვანდი, როგორც დაბალ კალორიული პროდუქტი სხვადასხვა კერძებში იაპონიაში პოპულარულია.
იაპონური რეცეპტი
- 300 გრ ოროვანდის ახალი ფოთლები
- 80 გრ ხახვი
- 50 გრ ბრინჯი
- 40 გრ კარაქი
- 1 ლ წყალი
- მარილი და სანელებელი გემოვნებით
მომზადება:
წყალი აადუღეთ, ბრინჯი ჩაყარეთ და მომზადებამდე ხარშეთ. ამ დროში კარაქში ხახვი ოდნავ შეწვით, დაქუცმაცებული ოროვანდის ფოთლები და ბრინჯი დაუმატეთ. მარილი და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. 2-3 წუთით თუშეთ, 15 წუთის შემდეგ კი სუფრაზე გაიტანეთ.
ახალგაზრდა ფოთლებს წვნიანების და სალათების მოსამზადებლად იყენებენ, ხოლო პირველი წლის ფესვებს საკვებში ნედლი, მოხარშული, გამომცხვარი, შემწვარი სახით მოიხმარენ, ან წვნიანებს კარტოფილის ნაცვლად უმატებენ ან საერთოდ გარნირს მისით ანაცვლებენ. საფრანგეთში ოროვანდისგან წარმოუდგენლად გემრიელ კერძს ამზადებენ, რომელიც დიაბეტიკებისთვის რეკომენდებულია.
ფრანგული რეცეპტი
- 100 გრ ოროვანდის ფესვი
- 50 გრ მწვანე ხახვი
- 30 გრ პირშუშხას ფესვი
- 20 გრ მოცხარის ახალგაზრდა ფოთლები
- 20 გრ ფრანგული მდოგვი
- 50 გრ არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
გარეცხილი ოროვანდის ფესვები 5-7 წუთით მდუღარე წყალში ჩადეთ. წვრილად დაჭერით და დაქუცმაცებული ხახვი, მოცხარის ფოთლები, გახეხილი პირშუშხა და მდოგვი დაუმატეთ. არაჟნით მორთეთ და მარილი მოაყარეთ. ოროვანდის კერძი ფრანგული რეცეპტით მზადაა.