11 შეცდომა სტილში, რომელიც გემოვნების ნაკლებობას ააშკარავებს

416

მოდური, გემოვნებით ჩაცმული ქალი მაშინვე იცნობა. იგი მომხიბვლელობის და სილამაზის გარკვეული შლეიფით გარემოცულია. ხანდახან სტილის და მოდის ცნებები ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. გახსოვდეთ, რომ მოდა დროებითია, ხოლო სტილი მარადიული. არსებობს სტილში შეცდომები, რომელიც გემოვნების ნაკლებობას ააშკარავებს.

ეს შეცდომები ნაკლებად შესამჩნევი შეიძლება იყოს, მაგრამ მათი არსებობა გარეგნობას უწესრიგოს და დაუსრულებელს ხდის. სხვებმა უგემოვნოდ რომ არ ჩაგთვალონ, ეს შეცდომები არ დაუშვათ.

სტილში შეცდომები, რომელიც ნებისმიერ იერს აფუჭებს

დააკვირდით, შესაძლოა, თქვენც უშვებთ მსგავს შეცდომებს სტილში მოდური იმიჯის შექმნისას.

ძალიან კაშკაშა მაკიაჟი

დეკორატიული კოსმეტიკა შექმნილია სილამაზის ხაზგასასმელად და ნაკლოვანებების დასამალად. მაგრამ ზოგიერთი ქალბატონი შეცდომით იკეთებს მაკიაჟს პრინციპით „რაც მეტი, მით უკეთესი“. გახსოვდეთ, რომ დღის და საღამოს მაკიაჟს შორის განსხვავება არსებობს.

ოფისში თვალებზე კაშკაშა ჩრდილების და ბრჭყვიალების გამოყენება არ ღირს. იგივე ეხება ინტენსიური ფერის რუმიანას და ტუჩსაცხს. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ მაკიაჟში ცენტრი უნდა იყოს რაღაც ერთი, ან თვალები ან ტუჩები. ძალიან კაშკაშა და მოუწესრიგებელი მაკიაჟი თქვენს ყველა მოდურ მცდელობას ხაზს გადაუსვამს.

მოძველებული მანიკიური

წარსულს ჩაბარდა დრო, როცა მოდური იყო გრძელი ფრჩხილები ბრჭყვიალა თვლებით. ახლა ასეთი მანიკიური უნდა დავუტოვოთ ვარსკვლავებს, რომლებიც წითელ ხალიჩაზე გადიან. გრძელი, ბასრი ფრჩხილები, მორთული თვლებით და ნახატებით უგემოვნობას ააშკარავებს.

თქვენი მანიკიური ყოველთვის მოდური რომ იყოს, აირჩიეთ უკვდავი ხორცისფერი და მისი ელფერები. თუ ასეთი საფარი თქვენთვის ძალიან მოსაწყენია, კაშკაშა მონოქრომულ საფარს ყურადღება მიაქციეთ.

რა თქმა უნდა, კლასიკური წითელი და მისი ელფერები ლამაზად გამოიყურება მოკლე ფრჩხილებზე, სტილს ელეგანტურობას მატებს. ასევე ყურადღება მიაქციეთ მუქ რთულ ფერებს: ქლიავისფერი, შინდისფერი, ღვინისფერი, ზურმუხტისფერი და მუქი მწვანე. ამ ფერის მანიკიური თქვენს ხელებს მოვლილს გახდის და სამოსს ელეგანტურ ელფერს შემატებს.

არაბუნებრიობა

თუ გსურთ, მოდურად გამოიყურებოდეთ, მაქსიმალურად ბუნებრივი იმიჯი შექმენით. უარი თქვით ყველაფერ ჩამატებულზე და ხელოვნურზე. დაგრძელებული თმა, ფრჩხილები და წამწამები არ შეგმატებთ სილამაზეს, უფრო იმიჯს ვულგარულს გახდის.

თმა

ძალიან გრძელი თმა ერთ-ერთი ნაკლებად თვალსაჩინო შეცდომაა სტილში. თმის მაქსიმალური სიგრძე, რომელიც შეიძლება გამოიყურებოდეს ელეგანტურად, წელის დონემდეა. უკეთესია ზურგის შუა ნაწილამდე.

საქმე იმაშია, რომ ძალიან გრძელი თმა რთულად ივარცხნება, ამიტომ ამ სიგრძის მფლობელები ხშირად თმას სულ იშლიან ან იკეთებენ ნაწნავს ან ცხენის კუდს. მყავს რამდენიმე ნაცნობი, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ვარცხნილობას ატარებენ, საერთოდ არ ცვლიან გარეგნობას. ღირს იმის თქმა, რომ ასეთი სტაბილურობა გარეგნობას მოსაწყენს ხდის?

თმის მდგომარეობაც მნიშვნელოვანია. გაყოფილი ბოლოები და ბზინვარების ნაკლებობა ძალიან გრძელ თმას ძენძის იერს ანიჭებს. თუ თქვენი თმა არ გამოიყურება ჯანსაღად, მშრალი ბოლოები უმოწყალოდ მოიშორეთ.

ზედმეტი სექსუალობა

სექსუალური იმიჯის შექმნის მცდელობისას დაიმახსოვრეთ წესი: გააშიშვლეთ ან ფეხი ან დეკოლტე. თუ სხეულის ორივე ნაწილი მოშიშვლებულია, ვულგარულ იმიჯს მიიღებთ. და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მოდურია თქვენი ტანსაცმელი.

თუ ირჩევთ მოკლე ქვედაბოლოს, როლინგი და უხეში ბათინკა ჩაიცვით. თუ იცვამთ ბლუზას დეკოლტეთი, კლასიკური შარვალი შეურჩიეთ. სექსუალობა უნდა იყოს ელეგანტური, ეს დაიმახსოვრეთ.

ბევრი აქსესუარი

ჯერ კიდევ 20 წლის წინ სხეულის ყველა ნაწილზე ოქროს სამკაულების სიმრავლე სიმდიდრის მაჩვენებლად ითვლებოდა. საბედნიეროდ, იმ დრომ უკვალოდ ჩაიარა. არ ღირს რამდენიმე ოქროს ბეჭდის, ოქროს გულსაკიდის და ოქროს საყურეების ერთად გაკეთება. მოძველებულად გამოიყურება. თუ ოქროს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, ერთი ბეჭდით და საყურით შემოიფარგლეთ. ბოშას ნუ დაემსგავსებით.

დიდებული კოკო შანელი ამბობდა: „კარგი გემოვნების ადამიანები ბიჟუტერიას ატარებენ. ყველა დანარჩენს ოქროს ტარება უწევს“. მართალი იყო. უმეტეს შემთხვევაში, ბიჟუტერია უფრო მოდურად გამოიყურება, ვიდრე ოქროს სამკაული. ამასთან, მისი კომბინირება უფრო ადვილია, რომ მოდური ლუქი შექმნათ.

მოძველებული ფეხსაცმელი

არაფერი ააშკარავებს სტილის ნაკლებობას ისე, როგორც ფეხსაცმელი. თქვენ ბრენდული ნივთები შეიძლება გეცვათ, მაგრამ ერთი ძველი ფეხსაცმლით მთელი იმიჯი გააფუჭოთ. განსაკუთრებით ეხება ფეხსაცმელს, რომელიც ერთ დროს პოპულარობის პიკზე იყო. ცნობილი „ლუბუტენი“ წინ პლატფორმით და მაღალი ქუსლით გარეგნობას კომიკურს და მოძველებულს ხდის.

საცვლები

არასწორად შერჩეულ საცვალს მთელი თქვენი მოდური ძალისხმევის განულება შეუძლია. გახსოვდეთ, რომ საცვალი ტანსაცმლიდან არ უნდა ჩანდეს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს კომპოზიციის ნაწილია, მაგრამ ეს გამონაკლისია.

დაიმახსოვრეთ, არასოდეს ჩაიცვათ თეთრი საცვალი თეთრი ტანსაცმლის ქვეშ. ის ღია ქსოვილიდან ანათებს და ყველა გამვლელი საცვლის დეტალებს ხედავს. შეიძინეთ კრემისფერი გლუვი ნაკრები, რომელიც მაქსიმალურად ემთხვევა თქვენი კანის ფერს. ასეთი საცვლის დახმარებით ყველაზე გამჭვირვალე სამოსიც ღირსეულად გამოიყურება.

ფერის გარდა საცვლის ფორმასაც მნიშვნელობა აქვს. იზრუნეთ იმაზე, რომ საცვლის რეზინი ან ბიუსტჰალტერის თასმა ტანსაცმლიდან არ ჩანდეს. სხვათა შორის, ღია ზურგი და მხრები მოითხოვს სპეციალურ ბიუსტჰალტერს ან მის არარსებობას. დაივიწყეთ გამჭვირვალე თასმები მხრებზე და ზურგზე. ის ჩანს და ძალიან მოძველებულად გამოიყურება.

მბზინავი დეტალები

ოქროსფერი მბზინავი დეტალი ჩანთაზე, ფეხსაცმელზე და საგარეო ტანსაცმელზე საერთო იერს აუბრალოებს. აირჩიეთ ნივთები მისივე ფერის დეტალებით ან ნაკლებად მბზინავი. ასე თავიდან აიცილებთ შემთხვევებს, როცა მოოქრული დეტალები ნივთს ძვრება ან უფერულდება.

ყალბი ნივთები

როგორც არ უნდა გინდოდეთ თავიდან ბოლომდე ბრენდული ნივთებით შემოსვა, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს აქვთ. მოდური იმპულსით პატენტი ჩანთა ან კაბა არ შეიძინოთ. რეპლიკა არასოდეს გამოიყურება ისე, როგორც ორიგინალი, და ამას უნდა შეეგუოთ.

ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივ ბრენდებს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი რამ, რაც ბრენდულ ნივთებზე არა თუ უარესი, არამედ უკეთესია. ამასთან, ცნობილი ბრენდები ხშირად უშვებენ ახალ კოლექციებს, ამიტომ შეიძლება შეიძინოთ პატენტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეში მოძველდება.

მოუწესრიგებელი გარეგნობა

ამ ერთ პუნქტს შეუძლია ხაზი გადაუსვას მთელ თქვენს ძალისხმევას, თუ არ დაიცავთ. ეს ეხება როგორც თქვენს გარეგნობას, ასევე თქვენი ფეხსაცმლის და ტანსაცმლის მდგომარეობას.

გახსოვდეთ, რომ თქვენი კანი, თმა და ფრჩხილები ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. ამისთვის არ არის აუცილებელი დიდი თანხის დახარჯვა ძვირადღირებულ პროცედურებზე. აირჩიეთ კანის მოვლის საშუალებები და რეგულარულად გამოიყენეთ. გაიკეთეთ მარტივი პროდუქტებისგან დამზადებული სახის ნიღბები, გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბით და გაიკეთეთ სახის მასაჟი.

სალონში მანიკიურის გაკეთებებს შორის სპეციალური ზეთით კუტიკულას გამოკვება არ დაგავიწყდეთ. ყოველდღე გამოიყენეთ ხელის კრემი, ხოლო ზამთარში – ხელთათმანი. ხომ გახსოვთ, რომ ხელები მაშინვე ააშკარავებს ქალის ასაკს?

რეგულარულად შეიჭერით თმა გაყოფილი ბოლოების მოსაშორებლად. მუდმივად შეიღებეთ თმის ძირები. თუ შესაძლებელია სპეციალისტს მიმართეთ რთული მეთოდით შეღებვისთვის, რომელიც ყოველ 6-12 თვეში შეიძლება განახლდეს. ახლა ნატურალური ფერის თმა პოპულარობის პიკზეა, ამიტომ თქვენი ფერის თმის გაზრდით შეღებვაზე თანხას დაზოგავთ.

დასაბანი თავით არსად არ გახვიდეთ. თუ ასე მოხდა, თმა შეიკარით. მით უფრო, რომ ცხენის კუდად ან ერთ კონად შეკრული თმა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ვარცხნილობაა.

ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ყოველთვის სუფთა და მთელი უნდა იყოს. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი დროულად შეაკეთეთ. არასდროს ჩაიცვათ დაჭმუჭნილი და დალაქავებული ნივთები. ფეხსაცმლის სისუფთავეზე იზრუნეთ.

ამ მარტივი წესების დაცვით უფრო თავდაჯერებული გახდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს