დამბლის საწინააღმდეგო ნაყენი ინსულტის შემდეგ: მარტივი რეცეპტი, რომელიც დამეხმარა

1717

„მე და ჩემი მეუღლე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ გაზეთს უკვე მე-3 წელია ვიწერთ. ჩემი აზრით, ეს გაზეთი ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ხანდაზმულ და ავადმყოფ ადამიანებს სჭირდებათ. აქ, ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის უამრავ რეცეპტს იპოვით, თუმცა ზოგჯერ რეცეპტში ზუსტი დოზირება მითითებული არაა, რაც სამკურნალო საშუალების მომზადებას ართულებს.

მადლიერი ვარ იმ თითოეული მკითხველის, რომლებიც წყლის მარწყვაბალახით მკურნალობის მეთოდებს დეტალურად, თუმცა ოდნავ განსხვავებულად აღწერენ.

საქმე იმაშია, რომ 1995 წლის 2 იანვარს ინსულტი გადავიტანე. 6 თვე საავადმყოფოში ვიწექი. ნელ-ნელა სიარული დავიწყე, მაგრამ სხეულის მარჯვენა ნაწილი, წელიდან ფეხის თითის წვერამდე სიცივის და სითბოს მიმართ უგრძნობი დარჩა და ძლიერი ტკივილი გაუჩერებლად მაწუხებდა.

ნევროპათოლოგი მეუბნებოდა, რომ დროთა განმავლობაში უსიამოვნო მდგომარეობა გაქრებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მედიკამენტების მიღება და ნემსების გაკეთება არ მშველოდა. ასე 6 წელი გაგრძელდა, სანამ მარწყვაბალახის ნაყენის დალევა არ დავიწყე.

უკვე ერთ კვირაში შვება ვიგრძენი. პირველი კურსის შემდეგ ტკივილი სრულად არ გამქრალა, მაგრამ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.

წყლის მარწყვაბალახის ნაყენის მომზადების და მიღების სქემა: 50 გრ მარწყვაბალახს 0,5 ლ არაყი დაასხით და 21 დღე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ 40 დღის განმავლობაში მიიღეთ. ამის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ. თუ ამ დროს დიარეამ შეგაწუხათ, აბუსალათინის ზეთი დაგეხმარებათ. 1 ჩ/კ ან 2 აბი ღამით დალიეთ“.

მარწყვაბალახი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

სამკურნალო მცენარე ნახარშის სახით გამოიყენება რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, კუჭის ტკივილის, სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის, ყაბზობის, გრიპის, ღვიძლის დაავადების, კუჭის და ძუძუს სიმსივნის დროს.

მცენარის ნახარში რეკომენდებულია ტუბერკულოზის, ტრომბოფლებიტის, ნევრალგიური ტკივილის, ჰიპოტონიის და ქოლეცისტიტის დროს. ანგინის დროს მცენარის ნახარშით ყელს ივლებენ.

  • ბალახს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, ცოფიანი ძაღლის ნაკბენზე და საშვილოსნოს სისხლდენის დროს იღებენ.
  • გარეგნულად სავლების სახით პაროდონტოზის და კბილის ტკივილის დროს გამოიყენება.
  • ახალ მოკრეფილ დაქუცმაცებულ ბალახს ჩირქოვან ჭრილობაზე იდებენ.
  • უკვე მრავალი წლის განმავლობაში მარწყვაბალახს იკვლევენ როგორც პერსპექტიულ სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას.
  • წყლის მარწყვაბალახი დასუსტებულ უჯრედებს ააახლებს და ამით სისხლის ყველა დაავადებას ეფექტურად კურნავს, მათ შორის ლიმფოსარკომას, ლეიკემიას და ლიმფოგრანულომატოზს.
  • თავისი უნიკალური შესაძლებლობის წყალობით მცენარე ხრტილოვანი ქსოვილების სტრუქტურას აღადგენს და დაგროვებულ მარილებს შლის. სწორედ ამიტომ, ხალხურ მედიცინაში ართრიტის და ართროზის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად ითვლება.
  • მარწყვაბალახის ფესვების ნაყენის ხანგრძლივი დროით მიღება ნივთიერებათა ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს. სწორედ ამ ფაქტით მისი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებაც აიხსნება.

  • მარწყვაბალახი ეფექტურია ტუბერკულოზის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ის შესანიშნავ მატონიზირებელ და მასტიმულირებელ მოქმედებას ფლობს.
  • მასში შემავალი ტანინების წყალობით დიარეის დროს შემკვრელ საშუალებად გამოიყენება. მცენარეს ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება აქვს.
  • მცენარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უამრავი დაავადების დროს შეუცვლელია.
  • წყლის მარწყვაბალახის ნაყენების სახით მცენარეული ბოჭკოების (უჯრედისი) მიღება საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ამრიგად, წვრილ ნაწლავში ცხიმის დაგროვება და სისხლში მავნე ქოლესტერინის დაგროვება მცირდება.

  • მარწყვაბალახი თრომბოფლებიტის დროს ეფექტური საშუალებაა. დამატებით მას წონაში დასაკლებად იყენებენ.
  • აქტიური ნივთიერებების უნიკალური შემადგენლობის წყალობით მარწყვაბალახი ორგანიზმის გასაწმენდად ეფექტურ საშუალებად ითვლება.
  • მარწყვაბალახი ორგანიზმს მინერალური წიდებისგან, რადიონუკლიდებისა და მარილებისგან ბუნებრივად წმენდს.
  • მცენარე ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელ და სისხლის შემაჩერებელ ნივთიერებებს შეიცავს.
  • მისი მიღება რეკომენდებულია აბსცესების, ძირმაგარას, ნაკაწრების და ჭრილობების დროს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს