გაქვთ ლევომეკოლის მალამო? თუ არა, სასწრაფოდ შეიძინეთ – უნივერსალური საშუალება საოჯახო აფთიაქისთვის

2442

როგორც არ უნდა გვინდოდეს, ყველა დაავადების სამკურნალო საშუალება არ არსებობს. თუმცა არსებობს საშუალებები, რომელთა მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე მათი ფასი. ჩემს ოჯახში ასეთ საშუალებად ლევომეკოლის მალამო ითვლება. ჩვენს საოჯახო აფთიაქში ყოველთვის არის ამ უნივერსალური საშუალების ერთი ან რამდენიმე ტუბი.

ამ მალამოს ბევრის ფუნქცია რომ აქვს, მეზობლად მცხოვრები ექთნისგან გავიგე. მან მიამბო, რომ ლევომეკოლს საავადმყოფოშიც ყველგან იყენებენ. “პაპარაცი” გიამბობთ, სად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ჯადოსნური საშუალება.

ლევომეკოლის მალამო ბავშვებისა და უფროსებისთვის

ლევომეკოლის მალამოს აქვს ანტიმიკრობული და აღდგენითი თვისებები. ის კანს აღადგენს და ქსოვილებს ზედმეტ სითხეს აშორებს, შეშუპებას ამცირებს. ასევე, ლევომეკოლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსტიმულატორული ეფექტები.

ლევომეკოლი სამ წლამდე ბავშვებისთვისაც შესაფერისია. ამ მალამოს გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს.

ჩირქოვანი ჭრილობები

ლევომეკოლი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილობებზე, დაბეჟილობაზე, ნაკაწრებზე და სხვა სახის დაზიანებებზე. პირველ რიგში, ჭრილობა დაიმუშავეთ ქლორექსიდინით ან პეროქსიდით, შემდეგ სპირტით.

თუ ჭრილობა დაჩირქდა, ბამბის დისკი ანტისეპტიკში დაასველეთ და ჩირქი მაქსიმალურად მოაცილეთ. ჭრილობაზე ცოტა მალამო წაისვით, მარლით შეიხვიეთ და დააფიქსირეთ.

სახვევი შეცვალეთ ჭრილობის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ჩირქი არ არის, სახვევის დღეში ერთხელ გამოცვლა საკმარისია. ჩირქოვანი ჭრილობის შემთხვევაში, სახვევი დღეში 2-3-ჯერ გამოცვალეთ იმავე ალგორითმით.

დამწვრობა

ლევომეკოლის მალამო შესაფერისია სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის სამკურნალოდ. პროდუქტი ხელს უშლის დაჩირქებას და ქსოვილების კვდომას.

მალამოს წასმამდე, დამწვარი კანი გამდინარე ცივი წყლით ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ. სტერილური მარლისგან საფუძველი გააკეთეთ. სახვევზე ცოტა მალამო გადაიტანეთ და დამწვრობაზე დაიფინეთ. შესაფუთი პარკით ან ლეიკოპლასტირით დააფიქსირეთ.

სახვევი 24 საათი არ მოიხსნათ. შემდეგ სახვევი ყოველდღე გაიკეთეთ 7-14 დღის განმავლობაში, დამწვრობის ხარისხის და კანის მდგომარეობის მიხედვით.

ჰაიმორიტი

ჰაიმორიტს ლევომეკოლის მალამოთი რომ უმკურნალოთ, მარლის პატარა ჩალიჩები დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში ბამბაზე უარი თქვით, რადგან ადვილად იშლება და მისი ბოჭკოები ცხვირში შეიძლება დარჩეს.

10 სმ სიგრძის მარლის ნაჭერი აიღეთ და გადანაჭერი გადაკეცეთ, რომ არ დაიძენძოს. შუაზე გაკეცეთ, სანამ 5 სმ-ს არ მიაღწევს. დიაგონალზე გადაგრიხეთ, რომ მყარი ტამპონი მიიღოთ. მარლას მალამო წაუსვით და ცხვირში ჩაიდეთ 1 საათით. უმჯობესია, ამ დროს დაწვეთ ან არ იმოძრაოთ. პროცედურა დილას და საღამოს, ძილის წინ გაიმეორეთ. კურსი 7-14 დღეს შეადგენს.

სიტყვაზე, მკურნალობის ეს მეთოდი ყურის ტკივილის დროსაც გამოგადგებათ.

მუწუკები

ლევომეკოლის მალამო დაგეხმარებათ მოიშოროთ თინეიჯერული პრობლემა აკნე. ჩირქოვანი აკნეს სამკურნალოდ საუკეთესოა. ლევომეკოლის მალამო მარლის პატარა საფენს წაუსვით და მუწუკზე 2-4 საათი დაიფინეთ. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ მუწუკი არ გამოშრება.

თუ ანთებითი უბნები ბევრია, მალამო დაზიანებულ კანზე თხელ ფენად წაისვით და 2 საათი გაიჩერეთ. ამის შემდეგ მალამო წყლით ჩამოიბანეთ. უმჯობესია პროცედურა ძილის წინ გაიმეოროთ.

წერტილოვანი ანთების შემთხვევაში მალამო ბამბის ჩხირით წაისვით და ბამბით დაიფიქსირეთ 1-2 საათი.

სისხლჩაქცევები

სისხლჩაქცევებს იწვევს კაპილარების გაწყვეტა, რასაც ახლავს ტკივილი და შეშუპება. თუ სისხლჩაქცევა დაზიანების შედეგად წარმოიქმნა და არა უძილო ღამის შემდეგ, ლევომეკოლის მალამო გაუმკლავდება. მალამო სისხლჩაქცევაზე თხელ ფენად წაისვით სრულ შეწოვამდე. პროცედურა დღეში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.

პაროდონტოზი

პაროდონტოზი ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადებაა სტომატოლოგიაში. პაროდონტოზის დროს ადამიანის ღრძილები სივდება და სუსტდება. ამის გამო კბილები არასტაბილურ მდგომარეობაში. ასევე ახლავს ღრძილებიდან სისხლდენა.

მალამოს გამოყენებამდე პირის ღრუში გამოივლეთ სალბის ნახარში, სოდის სუსტი ხსნარი ან „მირამისტინი“. ბამბიდან ან მარლიდან პატარა ჩალიჩები გააკეთეთ, მალამო წაუსვით და ღრძილებზე შეწითლებულ ადგილებზე დაიდეთ. 1-2 საათი გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.

თუ ანთება ყველა ღრძილზე გავრცელებულია, მალამო თხელ ფენად წაისვით ყველა ღრძილზე და 15 წუთი გაიჩერეთ. ამის შემდეგ პირი გამოირეცხეთ მანამ, სანამ მალამო მთლიანად არ ჩამოირეცხება. გახსოვდეთ, რომ მალამოს საკმაოდ მწარე გემო აქვს, ამიტომ პროცედურის დროს არ ილაპარაკოთ, რომ შემთხვევით ყელში არ მოხვდეს. მისი გადაყლაპვა არ შეიძლება!

ლევომეკოლის მალამო არაუმეტეს +25 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. ამისთვის მაცივრის კარი იდეალურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს