თრომბოზის ნიშნები: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

537

თრომბოზი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ბევრი პრობლემა და საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. დაავადება არ ვლინდება მანამ, სანამ პაციენტი თრომბოზის გამო კრიტიკულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება. თრომბი თითქმის ნებისმიერ ადამიანში შეიძლება წარმოიქმნას, ამიტომ თრომბოზის ნიშნების ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „პაპარაცი“ გიამბობთ, რა ტიპის თრომბი არსებობს, ვინ არის რისკჯგუფში და როგორ გავარჩიოთ თრომბოზი სხვა კრიტიკული მდგომარეობისგან.

თრომბოზის ნიშნები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ დაავადების შესახებ

რა არის „თრომბოზი“?

თრომბოზი დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებში წარმოიქმნება თრომბები სისხლის შედედების პროცესის გამო. თავად პროცესის მიზანია დაიცვას ორგანიზმი წითელი სითხის დაკარგვისგან. ზოგჯერ ეს პროცესი უკონტროლო ხდება. ამ დროს თრომბი თავისით არ იშლება, არამედ ვენებსა და არტერიებში რჩება. ზომების და მდებარეობის მიხედვით მათ შეუძლიათ სისხლის ნაკადის დაბლოკვა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სიტუაციის შექმნა. ყველაზე საშიშად არტერიული თრომბოზი ითვლება. თუ თრომბი არტერიებში წარმოიქმნა, ეს თითქმის ყოველთვის მთავრდება კრიტიკული მდგომარეობით და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას. ვენური თრომბოზიც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციით შეიძლება დასრულდეს, თუმცა ამ ტიპის თრომბოზი უფრო ნელა ვითარდება.

თრომბის ტიპები

1. ღრმა ვენების თრომბოზი. ზუსტად ის შემთხვევაა, როცა სასწრაფო დახმარება საჭიროა. თრომბი იქმნება ვენაში, რომელიც სისხლის ტრანსპორტირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველაზე ხშირად გვხვდება ქვედა კიდურებში. არის შემთხვევები, როცა ეს თრომბოზი ჩნდება მკლავებში, ფილტვებში, ზოგჯერ თავის ტვინში.

2. თრომბი კიდურებში. ამ ტიპის თრომბოზი საკმაოდ გავრცელებულია. ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • სისუსტე კიდურებში
  • ტკივილი
  • შეშუპება
  • სითბოს შეგრძნება
  • მცირე სიწითლე

თუ ეს სიმპტომები ვლინდება მხოლოდ ერთ კიდურზე, დიდი ალბათობით, თრომბოზია და არა სხვა დაავადება.

3. ის, რასაც გულის შეტევას უწოდებენ, სინამდვილეში თრომბოზია. ამ შემთხვევაში თრომბი გულის კუნთის ერთ-ერთი სისხლძარღვში წარმოიქმნა. გულში თრომბოზის ნიშნებად ითვლება მოულოდნელი სიმძიმის შეგრძნება და ყრუ ტკივილი. ასევე შეიძლება გაწუხებდეთ ქოშინი და თავბრუსხვევა.

4. მუცლის ღრუს თრომბოზი. ამ ტიპის დაავადება საკმაოდ საშიშია, რადგან ხშირად მოწამვლაში ერევათ მსგავსი სიმპტომების გამო. თუ თრომბი წარმოიქმნა მუცლის ღრუში, ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ტკივილი, გულისრევა, შეშუპება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ზუსტი დიაგნოზის დასასმელად.

5. თავის ტვინში წარმოქმნილ თრომბს ინსულტს უწოდებენ. შედედებული სისხლი ბლოკავს სასიცოცხლო მნიშვნელობის სითხის ნაკადს თავის ტვინის რომელიღაც ნაწილში. ამის გამო სისხლჩაქცევა შეიძლება მოხდეს. ინსულტის სიმპტომებს მიეკუთვნება უეცარი თავის ტკივილი, მოტორიკის, მხედველობის ან სმენის გაუარესება, გამართულად ლაპარაკის უუნარობა.

6. თრომბი ფილტვებში ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებს ქმნის. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას აქვს შემდეგი სიმპტომები:

  • გულმკერდის ტკივილი
  • ქოშინი მშვიდ მდგომარეობაში
  • გახშირებული გულისცემა
  • სისხლიანი გამონადენი ხველის დროს

მაშინაც კი, თუ ამ სიმპტომებიდან მხოლოდ რამდენიმე გაქვთ, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ.

რისკფაქტორები

ყველამ უნდა იცოდეს თრომბოზის ნიშნები, რათა დაიცვას საკუთარი თავი და გარშემომყოფები შედეგებისგან. და მაინც, არსებობს პირობები, რომლებიც განსაკუთრებით ზრდის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის ალბათობას.

ასეთი რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ხანდაზმულობა (65 წელზე მეტი)
  • გენეტიკური ფაქტორები (ოჯახში ამ დაავადების მქონე ადამიანები არიან)
  • მჯდომარე ცხოვრების წესი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა ან წოლითი რეჟიმი
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • მედიკამენტების მიღება, რომლებიც სისხლს ასქელებენ
  • თამბაქოს მოწევა
  • სიმსუქნე

ახლა, როცა იცით თრომბოზის ნიშნები, საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლებთ მის განსხვავებას სხვა დაავადებებისგან. ვიმედოვნებთ, არც თქვენ და არც თქვენს ახლობლებს არასოდეს მოუწევთ ამ დაავადებასთან შეხება. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს